შინაარსზე გადასვლა

ირინა შტენბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირინა შტენბერგი (დ. 1903 — გ. 1985) — თბილისელი გერმანელი მხატვარი.

1921 წლიდან სწავლობდა ნატიფი ხელოვნების კავკასიური საზოგადოების სკოლაში. 1923 წელს გააგრძელა სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გ. გაბაშვილის, ი. შარლემანის, ბ. ფოგელის, და ე. ლანსერეს ხელმძღვანელობით. 1929 წელს გაემგზავრა მოსკოვში, გაეცნო რუსულ მხატვრულ ელიტას, 1930 წლების დასაწყისში დაბრუნდა თბილისში და შექმნა სერიები: „ჩემი აჭარა“, „საქართველოს ქალები“. ძირითადად მოღვაწეობდა თბილისში, გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში. 1966 წელს დედაქალაქში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა.

  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 68