არსენა ჯორჯიაშვილი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არსენა.
არსენა ჯორჯიაშვილი
ჟანრი ისტორიული
დამდგმელი რეჟისორი ივანე პერესტიანი
სცენარის ავტორი შალვა დადიანი
ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვარი თევდორე პუში
სტუდია საქართველოს განათლების სახელმწიფო კომისარიატის კინოსექცია
გამოსვლის თარიღი ოქტომბერი, 1921
ხანგრძლივობა 49 წთ.
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა მუნჯი

არსენა ჯორჯიაშვილი — პირველი ქართული საბჭოთა მხატვრული ფილმი. გადაღებულია ივანე პერესტიანის მიერ 1921 წელს. დაფუძნებულია მენშევიკი რევოლუციონერის, არსენა ჯორჯიაშვილის რეალურ ისტორიაზე.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეპოს მუშა არსენა ჯორჯიაშვილმა გაფიცულ მუშათა რევოლუციური კომიტეტის გადაწყვეტილებით მოკლა რევოლუციური მოძრაობის სასტიკი მტერი, კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი გენერალი ფიოდორ გრიაზნოვი. თავდადებული ტერორისტი ვაჟკაცურად ეგებება საველე-სამხედრო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსა და სიკვდილს. მას ნარიყალას ციხეზე დახვრეტენ.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის გადაღება დაწყებული იყო საქართველოს დემოკრატიულირესპუბლიკის დროს. მაშინ არსებობდა იდეა, გადაღებულიყო კინოეპოპეა, რომელიც ასახავდა 1905 წლის რევოლუციიდან 1917 წლის რევოლუციამდე პერიოდს. ეპოპეის პირველ ფილმად ჩაფიქრებული იყო „გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა“.[1] რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ ეპოპეის გადაღება ჩაშალა, მაგრამ ამ ფილმის გადაღება მაინც გაგრძელდა.

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მისი გამოსვლისთვის ჯერ კიდევ ცოცხალი იყვნენ არსენა ჯორჯიაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ამბის უშუალო მონაწილენი. პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელებმა, რომლებიც დაესწრნენ ფილმის პრემიერას „აპოლოში“, მადლობა გადაუხადეს შემქმნელებს.[2] ძალადობით, ინტრიგითა და სასიყვარული რომანტიკით დახუნძლული ფილმი დადებითად შეაფასეს. მთავარი როლის შემსრულებელ მიხეილ ჭიაურელს კი მაშინდელი ამერიკის და მსოფლიოს კერპს დაგლას ფეირბენქსს ადარებდნენ.[3]

ფილმმა იმ დროს ჩვენების რეკორდი მოხსნა, თბილისში ის 155-ჯერ უჩვენეს. პირველ ორ კვირაში მან სრულად აანაზღაურა გაწეული ხარჯები. მოგებამ საშუალება მისცა კინოსექციას გაეუმჯობესებინა კინოატელიე, ლაბორატორია და გაეზარდა თანამშრომელთა რიცხვი. ფილმი საქართველოს ფარგლებს გასდცა და რუსეთში გავიდა სათაურებით „გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა“, „სიცოცხლე სიკვდილში“, „სიკვდილი სიცოცხლისთვის“. რუსულმა პრესამ მაღალი შეფასება მისცა ფილმს.

ისტორიული ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსენა ჯორჯიაშვილი სინამდვილეში ნარიყალას ციხეზე არ დაუხვრეტიათ, ის ჩამოაღრჩვეს საგუბერნიო ციხის ეზოში და იქვე დამარხეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აკაკი ბაქრაძე, „კინო და თეატრი“ გვ. 70 — „ხელოვნება“, თბილისი, 1989
  2. გერმანე გოგიტიძე, „ქართული კინოს წარსულიდან“ — საგა, 2013
  3. Denise J. Youngblood, "Movies for the masses: Popular cinema and Soviet society in the 1920s", გვ. 77 — Cambridge University press. 1992