ალექსანდრე შარვაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე.
ალექსანდრე შარვაშიძე
Aleksandr Shervashidze by V. I. Rossinsky 1913.jpg
დაიბადა 24 დეკემბერი 1867(1867-12-24)[1] [2]
დაბადების ადგილი ფეოდოსია
გარდაიცვალა 17 აგვისტო 1968(1968-08-17) (100 წლის)
გარდაცვალების ადგილი მონაკო
სფერო გრაფიკა, ფერწერა, სცენოგრაფია
მიმდინარეობა გრაფიკა, ფერწერა და სცენოგრაფია

ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შარვაშიძე (შერვაშიძე-ჩაჩბა; დ. 24 დეკემბერი [ძვ. სტ. 12 დეკემბერი], 1867, ფეოდოსია — გ. 17 აგვისტო, 1968, მონტე-კარლო, 1985 წელს ნეშტი გადმოასვენეს სოხუმში) — აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შერვაშიძის ძმისშვილი. პირველი ქართველი მხატვარი აფხაზეთიდან. გრაფიკოსი, ფერმწერი, სცენოგრაფი და ხელოვნების კრიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1895 წელს დაამთავრა მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების უმაღლესი სასწავლებელი. 1895–1899 წლებში მეცადინეობდა პარიზში. 1906–1917 წლებში მოღვაწეობდა პეტერბურგში. 1918–1920 წლებში შარვაშიძის თაოსნობით სოხუმში დაარსდა თეატრალური საზოგადოება და სამხატვრო სტუდია, სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1921 წლიდან ცხოვრობდა პარიზსში, იყო ს. დიაგილევის საბალეტო დასის მხატვარი. 1922–1946 წლებში უცხოეთში გააფორმა სპექტაკლები: ჯ. ბალანჩინის „ნეპტუნის ტრიუმფი“ (ლონდონი), ლ. ბეთჰოვენის „პრომეთე“ (პარიზი), ა. ჩერეპნინის „შოთა რუსთაველი“ (მონტე-კარლო). შარვაშიძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ფერწერულობა, რიტმულობა, კომპოზიციური მთლიანობა. 1958 წელს ნამუშევრების ძირითადი ნაწილი მხატვარმა უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ხელოვნების მუზეუმსა და სოხუმის სურათების გალერეას. მისი ნამუშევრებია: „ქალის პორტრეტი“, „მამაკაცის პორტრეტი“, „სოხუმის ხედი“, „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“. 1985 წელს თბილისში მოეწყო შარვაშიძის ნამშევრების პირველი პერსონალური გამოფენა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. SNAC — 2010.