საბა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საბა
ჟანრი პროპაგანდა
დამდგმელი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი
როლებში ვერიკო ანჯაფარიძე, ალექსანდრე ჯალიაშვილი
მხატვარი ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 1929
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
ენა მუნჯი

საბა — 1929 წლის ქართული საბჭოთა, ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო ფილმი, გადაღებული რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის მიერ. ეს იყო ჭიაურელის და მისი მეუღლის, ვერიკო ანჯაფარიძის პირველი თანამშრომლობა კინოში.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრამვაის ვატმანი საბა ლოთობისგნ სულიერი გადაგვარების გზაზე დგას. ერთხელ ის შემთხვევით საკუთარ შვილს გაიტანს და მხოლოდ ამის შემდეგ უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. ფილმის ბოლოს ჩანან პიონერები, რომლებიც კუბოთი ბოთლს მიასვენებენ. საბას გამოჯანმრთელებული შვილს უჭირავს პლაკატი „მამა, ნუ სვამ ღვინოს!“ ამ მსვლელობას სამსახურში აღდგენილი საბა ბედნიერი ღიმილით ადევნებს თვალს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9