მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ჩერნობილის კატასტროფა
ჩერნობილის კატასტროფა

ჩერნობილის კატასტროფა1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.

დღის სურათი

ისრაელის პოპ-ჯგუფი Hakol Over Habibi
ისრაელის პოპ-ჯგუფი Hakol Over Habibi
ისრაელის პოპ-ჯგუფი Hakol Over Habibi

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


26 აპრილი — ამ დღეს...

ჩერნობილის ატომური ელექტრო-სადგურის (АЭС) მეოთხე ბლოკი
ჩერნობილის ატომური ელექტრო-სადგურის (АЭС) მეოთხე ბლოკი
  • 1933 : დაარსდა გესტაპო, ნაცისტური გერმანიის საიდუმლო პოლიცია.
  • 1937 : ესპანეთის სამოქალაქო ომი: გერნიკა, ესპანეთი დაიბომბა გერმანიის ლუფტვაფეს მიერ.
  • 1962 : ნასას კოსმოსური ხომალდი რეინჯერ-4 მთვარეზე ვარდება.
  • 1964 : ტანგანიიკისა და ზანზიბარის შეერთებით ყალიბდება ტანზანია.
  • 1986 : უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე (სურათზე) მომხდარი აფეთქებით მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ატომური კატასტროფა მოხდა.
  • 1991 : სამოცდაათი ტორნადო დაფიქსირდა აშშ-ს ცენტრალურ შტატებში.
  • 2005 : საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, სირიას თავისი ბოლო 14 000-იანი გარნიზონი გაყავს ლიბანიდან, რითაც ამ ქვეყანაში მისი 29 წლიანი სამხედრო დომინირება მთავრდება.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი

    თარგი:მთავარი გვერდის ინტერვიკი