კირო გლიგოროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კირო გლიგოროვი
Киро Глигоров
მაკედონიის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 იანვარი, 1991 – 19 ნოემბერი, 1999
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრებორის ტრაიკოვსკი

დაბადებული3 მაისი, 1917
შტიპი, მაკედონია
გარდაცვლილი1 იანვარი, 2012
სკოპიე, მაკედონია
პოლიტიკური პარტიასოციალ-დემოკრატიული კავშირი
მეუღლენადა გლიგოროვა
განათლებაბელგრადის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
რელიგიამართლმადიდებელი

კირო გლიგოროვი (მაკედ. Киро Глигоров, დაბადებით პანჩევი, 3 მაისი 1917, შტიპი1 იანვარი 2012, სკოპიე) — მაკედონიის პირველი პრეზიდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1917 წლის 3 მაისს შტიპში. დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მონაწილეობდა მაკედონიის ეროვნული გათავისუფლების ანტიფაშისტურ კრებაში. ომის შემდგომ პერიოდში ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები ისფრ-ში. 1962-1967 წლებში იყო იუგოსლავიის ფინანსების ფედერალური მინისტრი. 1967-1969 წლებში ფედერალური აღმასრულებელი საბჭოს (მთავრობის) თავმჯდომარის მოადგილეა. ამ წლებში მან წამოაყენა იუგოსლავიის ეკონომიკური რეფორმირების იდეა და თავის უპირველეს მიზნად დაისახა ქვეყნის გადასვლა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე.

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ 1991 წლის 27 იანვარს აირჩიეს მაკედონიის პრეზიდენტად. ამ თანამდებობაზე დარჩა 1999 წლის 19 ნოემბრამდე. 1995 წლის ოქტომბერში სცადეს მისი მკვლელობა, რომლის შედეგად დაკარგა თვალი და ოთხი თვის განმავლობაში მკურნალობდა[1]. მოვალეობის შესრულებას შეუდგა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. პენსიაზე გასვლის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა მაკედონიის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

გარდაიცვალა 2012 წლის 1 იანვარს ძილის დროს საკუთარ სახლში, სკოპიეში [2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]