მაკედონიის გერბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაკედონიის გერბი

მაკედონიის გერბი

Coat of arms of Macedonia (1946-2009).svg

დეტალები
მატარებელი

მაკედონიის დროშა მაკედონია

დამტკიცდა

16 ნოემბერი, 2009

მაკედონიის გერბიმაკედონიის რესპუბლიკის ეროვნული სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად. მიიღეს 1947 წლის 27 ივლისს. გერბის დიზაინი დაფუძნებულია სსრკ-ის გერბზე. გერბი დაფუძნებულია მხოლოდ პეიზაჟურ მახასიათებლებზე და არ შეიცავს არანაირ ისტორიულ სიმბოლოებს.

გერბზე გამოსახულია მაკედონიის უმაღლესი მწვერვალი – მთა კორაბი, წყალი (მდინარე) და მზე; ასევე ის კულტურები, რომლებიც მაკედონიაში იზრდება (ხორბალი, ყაყაჩო, თამბაქო და ბამბა). ქვედა ნაწილში კი გამოსახულია ლენტი ეროვნული ორნამენტებით.

1991 წელს, მას შემდეგ, რაც მაკედონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საუბარი დაიწყეს ახალ გერბზე, მაგრამ ყველა ვარიანტი დაიწუნეს და შეინარჩუნეს სოციალისტური მაკედონიის გერბი. 2009 წელს მიიღეს გადაწყვეტილება გერბიდან მოეშორებინათ ხუთქიმიანი ვარსკვლავი, როგორც კომუნიზმის სიმბოლო.

გერბის ისტორია[რედაქტირება]

Coat of arms of Macedonia (1946-2009).svg
სოციალისტური მაკედონიის გერბი 19471991 წლებში და დამოუკიდებელი მაკედონიის გერბი 19912009 წწ.
Second unofficial proposal of the Macedonian coat of arms.svg
მაკედონიის გერბის არაოფიციალური პროექტი
Macedonian lion.svg
მაკედონიის გერბის არაოფიციალური პროექტი 1992 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]