ევგენი მიქელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევგენი მიქელაძე

ევგენი მიქელაძე (დ. 27 ივნისი, 1903, ბაქო – გ. 1937, თბილისი – რეპრესირებულია), ქართველი დირიჟორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია (ნ. მალკოსა და ა. გაუკის ხელმძღვანელობით). 1931–1937 წლებში ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი იყო (1933 წლიდან – მთავარი დირიჟორი, 1937 წელს – სამხატვრო ხელმძღვანელი). 1933–1937 წლებში ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს.

მიქელაძეს ცოლად ჰყავდა მამია ორახელაშვილის ქალიშვილი. ორახელაშვილი იყო საქართველოს სსრ ცეკას პირველი მდივანი, რაც გახდა მიქელაძის წინააღმდეგ რეპრესიების საბაბი მომდევნო მდივნისთვის, ლავრენტი ბერიასთვის. მიქელაძეს დაკითხვებისას დაუკარგეს ჯერ მხედველობა, შემდეგ სმენა.[1]

მის რეპერტუარში იყო ბეთჰოვენის, ვაგნერის, შუბერტის, ბრამსის, ბერლიოზის, ჩაიკოვსკის, პროკოფიევის, სტრავინსკის და სხვა ქმნილებანი. მიქელაძის საოპერო რეპერტუარში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბიზეს „კარმენი“, ვერდის „აიდა“ , „ოტელო“, ბოროდინის „თავადი იგორი“, პუჩინის „ტოსკა“, გუნოს „ფაუსტი“, მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“. მისი ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო მასშტაბურობა, მგზნებარე ტემპერამენტი, შინაგანი დისციპლინა. ევგენი მიქელაძემ ფართო მასშტაბით მოიპოვა დიდი ავტორიტეტი, მან სრულყო ქართული ეროვნული სადირიჟორო ხელოვნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი — თბილისი, 2007, ISBN 078-9941-0-0770-3

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გერონტი ქიქოძე, „თანამედროვის ჩანაწერები“ გვ. 99-100 — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3