შინაარსზე გადასვლა

მზამბორო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მზამბორო
მშობ. სახელი: შიკომორი Chissioua Mtsamboro
ფრანგ. Chissioua Mtsamboro
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 12°38′41″ ს. გ. 45°01′53″ ა. გ. / 12.64472° ს. გ. 45.03139° ა. გ. / -12.64472; 45.03139
ფართობი 2,6 კმ²
უმაღლესი წერტილი 273 მ
საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი მაიოტა
დედაქალაქი მამუცუ
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2012)
მზამბორო — ინდოეთის ოკეანე
მზამბორო
მზამბოროს კომუნა მაიოტას რუკაზე
კუნძულ მზამბოროს ხედი მაიოტას კუნძულიდან

მზამბორო (შიკომორი Chissioua Mtsamboro, ფრანგ. Chissioua Mtsamboro) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, კომორის არქიპელაგში. იგი წარმოადგენს მთიან კუნძულს, რომლის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 2,6 კმ²-ს. უმაღლესი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 273 მეტრ სიმაღლეზე.

მზამბორო — საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტ მაიოტას სიდიდით მესამე კუნძულია, რომლის მთლიან ტერიტორიაზეც დამოუკიდებლობის მიღებისთანავე პრეტენზიას აცხადებს კომორის კუნძულების კავშირი.

მზამბოროს კუნძული შედის მზამბოროს კომუნაში, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი — მეთევზეთა დასახლება მზამბორო მდებარეობს კუნძულ მაიოტას (მაორე) ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე[1].

კუნძულ მზამბოროსა და მაიოტას (მაორე) კუნძულის მზამბოროს დასახლებას შორის არსებულ სრუტეში მდებარეობს მალანძამიას მომცრო კუნძულების ჯგუფი, კუნძულ მალანძამიაჟუს და კუნძულ მალანძამიაცინი[2][3].

  1. United States. Hydrographic Office (1 January 1952). Publications, გვ. 157. ციტირების თარიღი: 15 June 2011. 
  2. Google. Google Maps [map]. Retrieved on 15 June 2011.
  3. United States. Hydrographic Office (1927). South Indian Ocean pilot: Islands westward of longitude 92 ̊east including Madagascar and the Comoro Islands. G. P. O.. ციტირების თარიღი: 15 June 2011.