ნძუანი
იერსახე
მშობ. სახელი: შიკომორი Ndzwani ფრანგ. Anjouan | |
---|---|
![]() | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 12°13′39″ ს. გ. 44°27′28″ ა. გ. / 12.22750° ს. გ. 44.45778° ა. გ. |
ფართობი | 424 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 1565 მ |
ავტონომიური რეგიონი | ნძუანი |
დედაქალაქი | მუცამუდუ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 332 466 ადამიანი (2015) |
სიმჭიდროვე | 784,12 ად. /კმ² |
ნძუანი (შიკომორი Ndzwani), ასევე ანჟუანი (ფრანგ. Anjouan) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, კომორის არქიპელაგში. არქიპელაგის სიდიდით მეორე კუნძულია. 2015 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 332 466 ადამიანს.
ნძუანი (ანჟუანი) შედის კომორის კუნძულების კავშირის შემადგენლობაში იმავე დასახელების ავტონომიური რეგიონის სახით. მისი ადმინისტრაციული ცენტრი და მსხვილი ქალაქია — მუცამუდუ. 2007 წლიდან 2008 წლის ჩათვლით ნძუანის (ანჟუანი) ტერიტორიაზე არსებობდა იმავე დასახელების არაღიარებული სახელმწიფო, რომლის ლიკვიდაცია მოხდა ანჟუანის კუნძულის ოპერაციის დროს.
კუნძულზე გავრცელებული იყო Accipiter francesiae pusillus-ის ქვესახეობა, რომელიც სავარაუდოდ გადაშენებულია.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავტონომიური რეგიონი იყოფა 5 პრეფექტურად[1]:
- მუცამუდუ (préfecture de Mutsamudu)
- უანი (préfecture de Ouani)
- დომონი (préfecture de Domoni)
- მრემანი (préfecture de Mrémani)
- სიმა (préfecture de Sima)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Comores/Les Décrets du 21 juillet 2011 promulguant les lois sur l'organisation territoriale et sur l'organisation du scrutin communal - HALIDI-BLOG-COMORES, Blog des COMORES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-11. ციტირების თარიღი: 2013-05-02.