საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტი“ — რესპუბლიკის კომკავშირული ორგანიზაციის უმაღლესი ორგანო. ყრილობებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობდა ადგილობრივი ორგანიზაციების მთელ მუშაობას, ამოწმებდა მათ საქმიანობას და სისტემატურად ისმენდა საოლქო, რაიონული, საქალაქო კომიტეტების ანგარიშებს. წარმოადგენდა კომკავშირს სახელმწიფო, საზოგადოებრივი დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. ირცევდა საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ბიუროს, ცკ-ის მდივნებს. ამტკიცებდა ალკკ ცკ-ის განყოფილებათა გამგეებს, „კომკავშირული პროჟექტორის“ რესპუბლიკური შტაბის თავმჯდომარეს, კომკავშირული გაზეთების „ახალგაზრდა კომუნისტის“, „მოლოდიოჟ გრუზიის“, „ნორჩი ლენინელის“ , ჟურნალების „ცისკრის“, „პიონერის“ , „დილას“ მთავარ რედაქტორებს. საქართველოს ალკკ ცკ-ს ირჩევდა საქართველოს კომკავშირის ყრილობა, საქართველოს ალკკ XXXII ყრილობამ 1982 წლის აპრილში აირჩია საქ. ალკკ ცკ, საქ. ალკკ ცკ-ის პირველი მდივანი იყო ვაჟა ლორთქიფანიძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]