იოჰანი (საქსონიის მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იოჰანი
Johan von Saxen (1801-1873), Follower of Ferdinand von Rayski.jpg
საქსონიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 9 აგვისტო, 1854
მმართ. დასასრული: 29 ოქტომბერი, 1873
წინამორბედი: ფრიდრიხ ავგუსტ II
მემკვიდრე: ალბერტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 დეკემბერი, 1801
დაბ. ადგილი: დრეზდენი, გერმანია
გარდ. თარიღი: 29 ოქტომბერი, 1873, (71 წლის)
გარდ. ადგილი: დრეზდენი, გერმანია
მეუღლე: ამალია ავგუსტა ბავარიელი
შვილები: ალბერტი, საქსონიის მეფე
ელიზაბეთი, გენუის ჰერცოგინია
გეორგი, საქსონიის მეფე
ანა, ტოსკანის პრინცესა
მარგარეტი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
სოფია, ბავარიის ჰერცოგინია
სრული სახელი: იოჰან ნეპომუკ მარია იოზეფ ანტონ ქსავიერ ვინსენტ ალოის ფრანც დე პაულა სტანისლავ ბერნჰარდ პაულ ფელიქს დამასუსი
დინასტია: ვეტინები
მამა: მაქსიმილიან საქსონიელი
დედა: კაროლინა პარმელი
რელიგია: კათოლიციზმი

იოჰანი (გერმ. Johann; დ. 12 დეკემბერი, 1801, დრეზდენი, გერმანია — გ. 29 ოქტომბერი, 1873, დრეზდენი, გერმანია) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის მეფე 1854-1873 წლებში. პრინც მაქსიმილიან საქსონიელისა და პრინცესა კაროლინა პარმელის ვაჟი, მეფე ფრიდრიხ ავგუსტ II-ის ძმა, საქსონიის ორი მეფის: ალბერტისა და გეორგის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰანი დაიბადა 1801 წლის 12 დეკემბერს დრეზდენში. იგი იყო პრინც მაქსიმილიან საქსონიელისა და მისი ცოლის, პრინცესა კაროლინა პარმელის შუათანა ვაჟი. მამამისი საქსონიის მეფე ფრიდრიხ ავგუსტ I-ის უმცროსი ძმა იყო. მას შემდეგ, რაც 1822 წელს იოჰანის ერთ-ერთი უფროსი ძმა, პრინცი კლემენსი იტალიაში უშვილოდ დაიღუპა, იგი ტახტს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ამას მოჰყვა 1827 წელს ფრიდრიხ ავგუსტ I-ის უმემკვიდრეოდ გარდაცვალებაც, რის შემდეგაც ტახტს იოჰანის მეორე უნაყოფო ბიძა, ანტონი იკავებს, რომელიც ქვეყანას 1836 წლამდე მართავდა და ასევე უშვილოდ აღესრულა. ამის შემდეგ მეფე ფრიდრიხ ავგუსტ II ხდება, იოჰანის უფროსი და აგრეთვე უნაყოფო ძმა, რითაც იგი საქსონიის ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა.

1854 წელს, ძმის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ, საქსონიის მეფე იოჰანი გახდა. 1855 წელს გაატარა სასამართლო რეფორმა, გააფართოვა სარკინიგზო ქსელი და შემოიღო სავაჭრო თავისუფლება, რაც საქსონიის მოსახლეობის ზრდისკენ იყო მიმართული. 1862 წელს სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-თან, რის შემდეგაც მან აღიარა იტალიის გაერთიანება. როგორც ცნობილია, იგი ძირითადად თავისი პრემიერ-მინისტრის, ფრიდრიხ ფერდინანდ ფონ ბოისტის გავლენით მოქმედებდა, რომელიც თავისმხრივ ავსტრიელთა მომხრე იყო. ამის გამო, 1866 წელს ავსტრია-პრუსიის ომში საქსონია ავსტრიის მხარეს იბრძოდა. მიუხედავად ამისა, 1871 წელს საქსონია პრუსიის გავლენით გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, თუმცა იოჰანმა შეინარჩუნა თავისი ტახტი და სამფლობელოები.

გერმანიის გაერთიანებიდან სულ ორ წელიწადში, 1873 წლის 29 ოქტომბერს, 71 წლის იოჰანი გარდაიცვალა დრეზდენში.

როგორც ცნობილია, იოჰანს ძალიან უყვარდა ლიტერატურა და ფილალეტესის ფსევდონიმით გერმანულად თარგმნა კიდეც დანტესღვთაებრივი კომედია“. მის პატივსაცემად მოგვიანებით სახელი ეწოდა იოჰანშტადტის რაიონს.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამალია ავგუსტა ბავარიელი

1822 წლის 21 ნოემბერს დრეზდენში იოჰანი დაქორწინდა პრინცესა ამალია ავგუსტა ბავარიელზე, ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და დედოფალ კაროლინა ბადენელის ქალიშვილზე, პრუსიის დედოფალ ელიზაბეთ ლუდოვიკა ბავარიელის ტყუპისცალ დაზე, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი:

  1. მარია ავგუსტა (1827-1857), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  2. ალბერტი (1828-1902), საქსონიის მეფე. ცოლად შეირთო შვედი პრინცესა კაროლა ვაზა, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  3. ელიზაბეთი (1830-1912), ცოლად გაჰყვა სარდინის მეფის ვაჟს, გენუის ჰერცოგ ფერდინანდოს, რომელთანაც შეეძინა იტალიის დედოფალი მარგერიტა სავოიელი;
  4. ერნესტი (1831-1847);
  5. გეორგი (1832-1904), საქსონიის მეფე. ცოლად შეირთო ინფანტა მარია ანა პორტუგალიელი, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი, რომელთანაც შეეძინა საქსონიის უკანასკნელი მეფე ფრიდრიხ ავგუსტ III;
  6. სიდონია (1834-1862), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  7. ანა (1836-1859), ცოლად გაჰყვა ტოსკანის დიდ ჰეცოგ ფერდინანდო IV-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  8. მარგარეტა (1840-1858), ცოლად გაჰყვა ერცჰერცოგ კარლ ლუდვიგ ავსტრიელს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  9. სოფია (1845-1867), ცოლად გაჰყვა ბავარიის ჰერცოგ კარლ თეოდორს, რომელთანაც ერთი გოგონა შეეძინა;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Caballeros Existentes en la Insignie Orden del Toison de Oro", Calendario manual y guía de forasteros en Madrid (in Spanish), 1828, p. 44, retrieved 24 August 2020
  • Adreß-Handbuch des Herzogthums Sachsen-Coburg und Gotha (1843), "Herzogliche Sachsen-Ernestinischer Hausorden" p. 5. Coburg, Gotha: Meusel.
  • Liste der Ritter des Königlich Preußischen Hohen Ordens vom Schwarzen Adler (1851), "Von Seiner Majestät dem Könige Friedrich Wilhelm IV. ernannte Ritter" p. 21
  • Lehmann, Gustaf (1913). Die Ritter des Ordens pour le mérite 1812–1913 [The Knights of the Order of the Pour le Mérite] (in German). 2. Berlin: Ernst Siegfried Mittler & Sohn. p. 585.