ალბერტი (საქსონიის მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ალბერტი
Albert of Saxony by Nicola Perscheid c1900.jpg
მეფე ალბერტი 1900 წელს
საქსონიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 29 ოქტომბერი, 1873
მმართ. დასასრული: 19 ივნისი, 1902
წინამორბედი: იოჰანი
მემკვიდრე: გეორგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 აპრილი, 1828
დაბ. ადგილი: დრეზდენი, გერმანია
გარდ. თარიღი: 19 ივნისი, 1902, (74 წლის)
გარდ. ადგილი: ვროცლავი, პოლონეთი
მეუღლე: კაროლა ვაზა
სრული სახელი: ფრიდრიხ ავგუსტ ალბერტ ანტონ ფერდინანდ იოზეფ კარლ მარია ბაპტისტ ნეპომუკ ვილჰელმ ქსავიერ გეორგ ფიდელისი
დინასტია: ვეტინები
მამა: იოჰანი, საქსონიის მეფე
დედა: ამალია ავგუსტა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ალბერტი (გერმ. Albert; დ. 23 აპრილი, 1828, დრეზდენი, გერმანია — გ. 19 ივნისი, 1902, ვროცლავი, პოლონეთი) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის მეფე 1873-1902 წლებში. საქსონიის მეფე იოჰანისა და დედოფალ ამალია ავგუსტა ბავარიელის ვაჟი. იგი მონაწილეობდა შლეზვიგის პირველ ომში, ავსტრია-პრუსიისა და საფრანგეთ-პრუსიის ომებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბერტი დაიბადა 1828 წლის 23 აპრილს დრეზდენში. იგი იყო საქსონიის უნაყოფო მეფის, ანტონის ძმისწულ იოჰანისა და მისი ცოლის, პრინცესა ამალია ავგუსტა ბავარიელის პირველი შვილი და შესაბამისად, ტახტის რიგით მესამე მემკვიდრე მამისა და ბიძის შემდეგ. სხვა გერმანელი პრინცების მსგავსად, ალბერტიც სამხედრო განათლებას იღებდა. მოგვიანებით მან სწავლა ბონის უნივერსიტეტში გააგრძელა. სულ მალე, 1849 წელს ალბერტი პირველად გავიდა ბრძოლის ველზე პირველი შლეზვიგური ომის დროს, რა დროსაც იგი დანიელების წინააღმდეგ იბრძოდა.

ალბერტი 1878 წელს

1854 წელს საქსონიის მეფე მამამისი, იოჰანი ხდება, რის შემდეგაც მას კრონპრინცის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდში იგი საქსონიური არმიის კომანდირი ხდება და 1866 წელს ავსტრია-პრუსიის ომში პრუსიის პრინც ფრიდრიხ კარლის (შემდეგში იმპერატორი ფრიდრიხ III) წინააღმდეგაც იბრძოდა. მას შემდეგ, რაც გერმანია პრუსიის თაოსნობით გაერთიანდა, საქსონიელები მათ მხარეს გადავიდნენ და უკვე 1870 წელს ალბერტს პრუსიულ არმიაში ვხედავთ, სადაც იგი საფრანგეთ-პრუსიის ომში იბრძოდა ფრანგების წინააღმდეგ. იგი მონაწილეობდა სედანის ბრძოლაში, პარიზის ალყაში და 1871 წელს ესწრებოდა ფრანკფურტის ხელშეკრულების გაფორმებასაც.

1873 წლის 29 ოქტომბერს მამამისი, მეფე იოჰანი გარდაიცვალა, რითაც ალბერტი საქსონიის ახალი მეფე ხდება. როგორც აღმოჩნდა, საქსონიელებს დიდად არ მოსწონდათ მისი გამეფების იდეა, რადგან მას მოღალატედ და პრუსიელთა მომხრედ მიიჩნევდნენ. ამის გამო ქვეყანას საქსონიის პარლამენტი მართავდა, ალბერტი კი მხოლოდ მთავარსარდლის ფუნქციას ასრულებდა. ამის გამო, მისი მმართველობის პერიოდში საქსონიაში კონსტიტუციური მონარქია დამყარდა.

1870-იანი წლების დამლევს ალბერტმა დრეზდენის გარეუბნის, ალბერტშტადტის მშენებლობა წამოიწყო. ამასთან, დედაქალაქში მისი სახელი ეწოდა ისეთ შენობებსა და მოედნებს, როგორებიცაა: ალბერტბრიუკე, ალბერტჰაფენი, ალბერტპლაცი და ალბერტინი.

1879 წელს მოახდინა მაისენში მდებარე წმინდა აფრას სახელობის სკოლის რესტავრაცია. 1897 წელს პრეტენზია გამოთქვა ლიპეს სამთავროს ტახტზე, თუმცა უშედეგოდ. იგი გარდაიცვალა 1902 წლის 19 ივნისს ვროცლავში, გერმანიის იმპერიაში, თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე, 74 წლის ასაკში.

ქორწინება და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1853 წლის 18 ივნისს დრეზდენში ალბერტმა ცოლად შეირთო შვედი პრინცესა კაროლა ვაზა, შვედეთის დამხობილი მეფის, გუსტავ IV ადოლფის ერთადერთი ვაჟის, პრინცი გუსტავისა და მისი ცოლის, პრინცესა ლუიზა ამალია ბადენელის ერთადერთი ქალიშვილი. ქორწინება უნაყოფო იყო, თუმცა კაროლას ან მუცელი ეშლებოდა, ან ბავშვი მკვდარი იბადებოდა:

  1. მკვდარშობილი გოგონა ორსულობის მეოთხე თვეზე (19 დეკემბერი, 1853);
  2. მკვდარშობილი გოგონა ორსულობის მეექვსე თვეზე (16 აგვისტო, 1854);
  3. მუცლის მოშლა ორსულობის პირველ თვეზე (22 იანვარი, 1855);
  4. მკვდარშობილი ვაჟი ორსულობის მეოთხე თვეზე (17 იანვარი, 1856);
  5. მუცლის მოშლა ორსულობის პირველ თვეზე (4 დეკემბერი, 1856);
  6. მუცლის მოშლა ორსულობის პირველ თვეზე (30 იანვარი, 1857);
  7. მუცლის მოშლა ორსულობის პირველ თვეზე (30 მარტი, 1857);
  8. მკვდარშობილი ვაჟი ორსულობის მეხუთე თვეზე (11 იანვარი, 1858);
  9. მკვდარშობილი ვაჟი ორსულობის მეოთხე თვეზე (20 მარტი, 1859);
  10. მუცლის მოშლა ორსულობის პირველ თვეზე (30 მარტი, 1860);

ამრიგად, მეფე ალბერტი უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც მის შემდეგ ტახტი მისმა ძმამ, მეფე გეორგმა დაიკავა.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dem Gedächtnis König Alberts von Sachsen, Dresden: v. Zahn & Jaensch, 1902 (in German)
  • Ernst von Körner: König Albert von Sachsen: der Soldat und Feldherr. Oestergaard, Berlin-Schöneberg 1936. (in German)
  • Bernd Rüdiger: Wahre Geschichten um König Albert, Taucha: Tauchaer Verl., 1994 (in German)
  • Bernhard Schwertfeger (1953), "Albert, König von Sachsen", Neue Deutsche Biographie (NDB) (in German), 1, Berlin: Duncker & Humblot, pp. 131–132; (full text online)
  • Albert Herzog zu Sachsen: Die Wettiner in Lebensbildern. Styria-Verlag, Graz/Wien/Köln 1995, ISBN 3-222-12301-2. (in German)
  • Thomas Eugen Scheerer (Hrsg.): Albert von Sachsen – Kronprinz, Soldat, König. Militärhistorisches Museum der Bundeswehr, Dresden 2002. (in German)
  • Arbeitskreis sächsische Militärgeschichte (Hrsg.): Sibyllenort und König Albert von Sachsen: Sonderheft zum 100. Todestag von König Albert. Arbeitskreis Sächsische Militärgeschichte, Dresden 2003. (in German)