ავგუსტ II ძლიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავგუსტ II ძლიერი
August II the Strong.PNG
საქსონიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 27 აპრილი, 1694
მმართ. დასასრული: 1 თებერვალი, 1733
წინამორბედი: იოჰან გეორგ IV
მემკვიდრე: ფრიდრიხ ავგუსტ II
პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი
კორონაცია: 15 სექტემბერი, 1697
კრაკოვი
მმართ. დასაწყისი: 15 სექტემბერი, 1697
მმართ. დასასრული: 4 ოქტომბერი, 1704
წინამორბედი: იან III
მემკვიდრე: სტანისლავ I
პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 8 აგვისტო, 1709
მმართ. დასასრული: 1 თებერვალი, 1733
წინამორბედი: სტანისლავ I
მემკვიდრე: სტანისლავ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 მაისი, 1670
დაბ. ადგილი: დრეზდენი, საქსონია
გარდ. თარიღი: 1 თებერვალი, 1733, (62 წლის)
გარდ. ადგილი: ვარშავა, პოლონეთი
დაკრძ. ადგილი: დრეზდენი (გული)
კრაკოვი (სხეული)
მეუღლე: კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი
შვილები: ავგუსტ III, პოლონეთის მეფე
დინასტია: ვეტინები
მამა: იოჰან გეორგ III, საქსონიის კურფიურსტი
დედა: ანა სოფია დანიელი
რელიგია: ჯერ ლუთერანიზმი
შემდეგ კათოლიციზმი
ხელმოწერა: Signature of August II the Strong.PNG

ავგუსტ II ძლიერი (გერმ. August II. der Starke, პოლ. August II Mocny, ლიტვ. Augustas II; დ. 12 მაისი, 1670, დრეზდენი, საქსონია — გ. 1 თებერვალი, 1733, ვარშავა, პოლონეთი) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის კურფიურსტი 1694-1733 წლებში ფრიდრიხ ავგუსტ I-ის სახელით. პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი 1697-1704 და 1709-1733 წლებში. იგი იყო საქსონიის კურფიურსტ იოჰან გეორგ III-ისა და მისი ცოლის, პრინცესა ანა სოფია დანიელის უმცროსი ვაჟი.

ავგუსტს მისი ათლეტური და ძლიერი აღნაგობის გამო არაერთი მეტსახელი შეარქვეს, მათ შორის „ძლიერი“, „საქსონიელი ჰერკულესი“, „რკინის ხელა“ და ა.შ. მას ძალიან მოსწონდა თავისი ძალის საჯარო დემონსტრაციები, ნადირობა და ცხენოსნობა.

პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის მეფედ არჩევის შემდეგ, ავგუსტმა რელიგია შეიცვალა და კათოლიკე გახდა, რისთვისაც საღვთო რომის იმპერატორისგან ჯილდოც კი მიიღო. თუმცა, მისი რელიგიის შეცვლას დიდი განხეთქილება მოჰყვა მის ოჯახში. როგორც საქსონიის მმართველი, იგი ხელოვნებისა და კულტურის მფარველად გვევლინება. მან საქსონიის დედაქალაქი დრეზდენი კულტურულ ცენტრად აქცია, სადაც მხატვრები მთელი ევროპიდან ჩადიოდნენ. მას ასევე ჰქონდა ბაროკოს სტილში შესრულებული ხელოვნების ნიმუშების საუცხოო კოლექცია, რომელსაც თავის სასახლეში ინახავდა.

პოლონეთში მისი გამეფება რამდენიმე უბედურ ფაქტთანაა დაკავშირებული. მის დროს პოლონეთ-ლიტვა ჩაება ჩრდილოეთის ომში, რამაც რუსეთს საშუალება მისცა პოლონეთისთვის ვრცელი მიწები ჩამოეჭრა. მისი მმართველობა ასევე ხასიათდება ხელისუფლების დეცენტრალიზაციით. 1704 წელს, შვედებმა იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და სტანისლავ ლეშჩინსკი დასვეს, თუმცა 1709 წელს ავგუსტმა ტახტი დაიბრუნა და გარდაცვალებამდე აღარ დაუკარგავს. მისი გარდაცვალების შემდეგ, დაიწყო ომი პოლონური მემკვიდრეობისათვის, სადაც სტანისლავ ლეშჩინსკმა გაიმარჯვა და ტახტი დაიკავა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტი დაიბადა დრეზდენში, 1670 წლის 12 მაისს. იგი იყო საქსონიის კურფიურსტ იოჰან გეორგ III-ისა და მისი ცოლის, პრინცესა ანა სოფია დანიელის უმცროსი ვაჟი. როგორც მეორე ვაჟს, მას საქსონიის ტახტზე ასვლის შანსი არ ჰქონდა, ამიტომაც, 1691 წელს, მამამისის გარდაცვალების შემდეგ კურფიურსტი მისი ძმა, იოჰან გეორგ IV გახდა. ამასობაში ავგუსტი კარგ განათლებას იღებდა და ხანდახან წლებსაც კი ატარებდა საფრანგეთში მოგზაურობაში.

1693 წლის 20 იანვარს, ავგუსტი დააქორწინეს კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელზე, რომელთანაც მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა.

1694 წელს, კარნავალების სეზონზე იგი ვენეციაში გაემგზავრა, რა დროსაც მისი ძმა მოულოდნელად სახადით დაავადდა და ამავე წლის 27 აპრილს უშვილოდ გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მას ეს დაავადება მისი საყვარლისგან, მაგდალენა სიბილა ნაიდშუცისგან გადაედო, რომელიც ამავე წლის 14 აპრილს გარდაიცვალა. ამრიგად, საქსონიის ახალი კურფიურსტი ავგუსტი გახდა, ფრიდრიხ ავგუსტ I-ის სახელით.

კათოლიციზმის მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1697 წელს ავგუსტი პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის მეფედ აირჩიეს, თუმცა სანამ უშუალოდ ტახტს დაიკავებდა კათოლიკობა უნდა მიეღო. საქსონიის კურფიურსტები ტრადიციულად რეფორმატორობითა და პროტესტანტობის ერთგულებით გამოირჩეოდნენ. სწორედ საქსონია იყო გერმანული რეფორმაციის მთავარი დასაყრდენი და ამიტომაც, ავგუსტის გადანათვლა ნამდვილ სენსაციად ითვლებოდა პროტესტანტულ სამყაროში. თავად ავგუსტი იმდენად ახლოს იყო კათოლიკურ ქვეყნებსა და კულტურასთან, რომ დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა ეს, თანაც იმ პირობებში, რომ სანაცვლოდ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოს სამეფო ტახტი ერგებოდა.

ავგუსტ II, შესრულებულია მარსელო ბაკიარელის მიერ

საღვთო რომის იმპერატორი და ავსტრიის ერცჰერცოგი ლეოპოლდ I, რომელიც ევროპაში კათოლიციზმის დამცველად ითვლებოდა, დიდად გაახარა ავგუსტის ამ გადაწყვეტილებამ, რადგან იმედოვნებდა, რომ მასთან ერთად საქსონიაც დაუბრუნდებოდა კათოლიკურ „წიაღს“. ამ ფაქტმა დიდად შეაშფოთა მისი მთავარი მოკავშირეები — ჰანოვერი და პრუსია. თუმცა, აუგსბურგის სამშვიდობო ხელშეკრულებისა და ვესტფალიის საზავო ხელშეკრულების პირობებით, რეალურად ავგუსტს თავისუფლად შეეძლო ისევ კათოლიკობის მიღება. წესის თანახმად, ბატონი და მისი ხალხი ერთი რელიგიისანი უნდა ყოფილიყვნენ, საქსონიელები კი კათოლიკობას არაფრით მიიღებდნენ, რის გამოც ავგუსტმა რელიგიური თავისუფლება შემოიღო. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც მისი ვაჟის რელიგიას შეეხო საქმე. იმისათვის, რომ პოლონეთის ტახტი შეენარჩუნებინა, მისი მემკვიდრეც კათოლიკე უნდა ყოფილიყო, თუმცა ჯერ კიდევ მაშინ, როცა თავად მიიღო კათოლიკობა მას ცოლი და დედა განუდგნენ. მიუხედავად ამისა, მან თავისი ვაჟი ავგუსტი კათოლიკედ მონათლა, რასაც საქსონიაში საჯარო გამოსვლები და აჯანყებები მოჰყვა.

ავგუსტის მეუღლემ, დედოფალმა კრისტიანა ებერჰარდინამ მკაცრი უარი განაცხადა ქმრის მიბაძვაზე და ლუთერანიზმის ერთგული დარჩა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ავგუსტის დიდხნიანი მეფობისა, კრისტიანა არასდროს ჩასულა კათოლიკურ პოლონეთში და ავგუსტის დიდი თხოვნის მიუხედავად იგი პოლონეთში იმისთვისაც კი არ ჩავიდა, რომ დედოფლად კურთხეულიყო, რადგან მისთვის შეურაცხმყოფელი იყო კათოლიკური ქვეყნის დედოფლობა.

პოლონეთ-ლიტვის მეფე პირველ ჯერზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლონეთ-ლიტვის მეფე მეორე ჯერზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინება და ვაჟი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საყვარლები და არალეგიტიმური შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Howard L. Blackmore. Hunting Weapons: From the Middle Ages to the Twentieth Century, p. xxiii. Courier Dover Publications, 2000. ISBN 0-486-40961-9
  • Walcha, Otto (1986), Meissner Porzellan. Von den Anfängen bis zur Gegenwart (in German) (8th ed.), Dresden: Verlag der Kunst, ISBN 3-364-00012-3
  • Delau, Reinhard (2005), August der Starke und seine Mätressen (in German), Dresden: Sächsische Zeitung, ISBN 3-938325-06-2.
  • Kühnel, Klaus (2005), August der Starke und das schwache Geschlecht. Die Liebschaften des Kurfürsten Friedrich August I. von Sachsen (in German), Wittenberg: Dreikastanienverlag, ISBN 3-933028-92-2.