გეორგი (საქსონიის მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გეორგი
George of Saxony by Nicola Perscheid c1900.jpg
საქსონიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 19 ივნისი, 1902
მმართ. დასასრული: 15 ოქტომბერი, 1904
წინამორბედი: ალბერტი
მემკვიდრე: ფრიდრიხ ავგუსტ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 აგვისტო, 1832
დაბ. ადგილი: დრეზდენი, გერმანია
გარდ. თარიღი: 15 ოქტომბერი, 1904, (72 წლის)
გარდ. ადგილი: დრეზდენი, გერმანია
მეუღლე: მარია ანა პორტუგალიელი
(ქ. 1859 - გარდ. 1884)
შვილები: მატილდა
ფრიდრიხ ავგუსტ III, საქსონიის მეფე
მარია იოზეფა, ავსტრიის ერცჰერცოგინია
იოჰან გეორგი
მაქსიმილიანი
ალბერტი
სრული სახელი: ფრიდრიხ ავგუსტ გეორგ ლუდვიგ ვილჰელმ მაქსიმილიან კარლ მარია ნეპომუკ ბაპტისტ ქსავიერ სირაკუზ რომანუსი
დინასტია: ვეტინები
მამა: იოჰანი, საქსონიის მეფე
დედა: ამალია ავგუსტა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

გეორგი (გერმ. Georg; დ. 8 აგვისტო, 1832, დრეზდენი, გერმანია — გ. 15 ოქტომბერი, 1904, დრეზდენი, გერმანია) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის მეფე 1902-1904 წლებში. მეფე იოჰანისა და დედოფალ ამალია ავგუსტა ბავარიელის ვაჟი. საქსონიის უკანასკნელი მეფის, ფრიდრიხ ავგუსტ III-ის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეორგი დაიბადა 1832 წლის 8 აგვისტოს დრეზდენში. იგი იყო საქსონიის მეფე იოჰანისა და მისი მეუღლის, დედოფალ ამალია ავგუსტა ბავარიელის შუათანა ვაჟი. დედის მხრიდან იგი ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის შვილიშვილი იყო.

გეორგი თავის უფროს ძმასთან, კრონპრინც ალბერტთან ერთად აქტიურ სამხედრო კარიერას მისდევდა. 1866 წელს ისინი ერთად მონაწილეობდნენ ავსტრია-პრუსიის ომში, 1870 წელს კი საფრანგეთ-პრუსიის ომშიც პრუსიელთა მხარეს. იგი იბრძოდა სედანის ბრძოლაში, მონაწილეობდა პარიზის ალყაში და დაესწრო ფრანკფურტის ზავის დადებასაც.

1873 წელს საქსონიის მეფე მისი ძმა, ალბერტი ხდება, თუმცა მას თავის ცოლთან, დედოფალ კაროლასთან შვილები არ ჰყავდა, რითაც გეორგი ტახტის პირველ მემკვიდრედ გვევლინება. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, 1902 წლის 19 ივნისს გეორგი საქსონიის მეფე ხდება, თუმცა მისი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა.

გამეფებისას იგი უკვე 70 წლის იყო და მისი ცოლიც აღარ იყო ცოცხალი. იგი გარდაიცვალა 1904 წლის 15 ოქტომბერს დრეზდენში, 72 წლის ასაკში. ამის შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა, ფრიდრიხ ავგუსტ III-მ დაიკავა, რომელიც 1918 წელს ჩამოაგდეს ტახტიდან, რითაც იგი საქსონიის ისტორიაში უკანასკნელი მონარქი გახდა.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ანა პორტუგალიელი და მათი პირველი ქალიშვილი, პრინცესა მარია იოჰანა, 1860 წელი

1859 წლის 11 მაისს ლისაბონში გეორგმა ცოლად შეირთო ინფანტა მარია ანა პორტუგალიელი, პორტუგალიის მეფე პედრუ V-ის უმცროსი და, დედოფალ მარია II-ისა და მეფე ფერნანდუ II-ის ქალიშვილი, რომელთანაც რვა შვილი შეეძინა:

  1. მარია იოჰანა (1860-1861), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ელიზაბეთ ალბერტინა (1862-1863), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. მატილდა მარია (1863-1933), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
  4. ფრიდრიხ ავგუსტ III (1865-1932), საქსონიის მეფე 1904-1918 წლებში, ცოლად შეირთო პრინცესა ლუიზა ტოსკანელი, რომელთანაც შეეძინა შვილები და რომელსაც შემდეგში გაეყარა;
  5. მარია იოზეფა (1867-1944), ცოლად გაჰყვა ერცჰერცოგ ოტო ფრანც ავსტრიელს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  6. იოჰან გეორგი (1869-1938), პირველად იქორწინა მარია იზაბელა ვიურტემბერგელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მარია იმაკულატა დე ბურბონ-სიცილიელზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  7. მაქსიმილიან ვილჰელმი (1870-1951), ბერი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  8. ალბერტ კარლი (1875-1900), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Le livre d'or de l'ordre de Léopold et de la croix de fer, Volume 1 /Ferdinand Veldekens
  • Hof- und Staats-Handbuch ... Großherzogtum Hessen (1879), "Großherzogliche Orden und Ehrenzeichen" p. 44
  • Staatshandbuch für das Großherzogtum Sachsen / Sachsen-Weimar-Eisenach (1859), "Großherzogliche Hausorden" p. 11
  • Hof- und Staatshandbuch des Herzogtums Braunschweig für das Jahr 1897, "Herzogliche Orden Heinrich des Löwen" p. 10
  • Hof- und Staats-Handbuch des Großherzogtum Baden (1862), "Großherzogliche Orden" pp. 33, 45
  • Staats- und Adreß-Handbuch des Herzogthums Nassau (1866), "Herzogliche Orden" p. 9