ივარ უძვლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივარ უძვლო
ძვ.-სკანდ. Ívarr hinn Beinlausi;
დიდი წარმართული ჯარის მთავარსარდალი
მმართ. დასაწყისი: 865
მმართ. დასასრული: 873 [1]
მემკვიდრე: ჰალფდანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 810-იანები
დაბ. ადგილი: სკანდინავია
გარდ. თარიღი: 873 [2]
გარდ. ადგილი: ბრიტანეთი
მამა: რაგნარ ლოდბროკი
დედა: ასლაუგი
რელიგია: სკანდინავიური წარმართობა

ივარი, ჰინგვარი იგივე ივარ უძვლო (ძვ.-სკანდ. Ívarr hinn Beinlausi; ინგლ. Ivar The Boneless;) (გ. 873) — IX საუკუნის ვიკინგი მებრძოლი, დიდი წარმართული ჯარის მთავარსარდალი 865-873 წლებში, სკანდინავიური საგების თანახმად დანიის ნახევრადმითიური მეფის, რაგნარ ლოდბროკის უფროსი ვაჟი.

ივარმა ნორთუმბრიელების მიერ მამამისის სიკვდილით დასჯის შემდეგ თავის ძმებთან და სკანდინავიელებთან ერთად შეკრიბა დიდი წარმართული ჯარი, მათ ულიდერა და დაუდო სათავე ვიკინგების ეპოქის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს, ბრიტანეთში გაუთავებელ თარეშს. 867 წელს ივარმა დაიპყრო ნორთუმბრია და მისი მეფე ელა II რაგნარ ლოდბროკის მოკვლის გამო სისხლიანი არწივის მეთოდით აწამა. ამის შემდეგ რაგნარ ლოდბროკის ვაჟების გზები გაიყო. ბიორნ რკინისგვერდა გახდა შვედეთის კონუნგი, ხოლო სიგურდმა მიიღო დანიელთა მეფის ტიტული. ივარმა კი დარჩენილ ორ ძმა, ჰალფდანთან და უბასთან ერთად განაგრძო ანგლოსაქსების ტერიტორიების დალაშქვრა და გადაინაცვლა აღმოსავლეთ ინგლისის სამეფოში, დაარბია და მიწასთან გაასწორა ის და მეფე ედმუნდ წამებული სიკვდილით დასაჯა. ივარმა 870 წელს მერსიაც დაიპყრო და ერთადერთი დასაპყრობი უესექსის სამეფო დარჩა.

ირლანდიური ქრონიკების მიხედვით ივარმა მისი ბრიტანეთში ლაშქრობების პერიოდში დაიპყრო მთლიანი ირლანდია და თავისი სამმართველოს დედაქალაქად დუბლინი აქცია. ასევე ამ ქრონიკებზე დაყრდნობით ივარი სწორედ ირლანდიაში გარდაიცვალა, 873 წელს. მის შემდეგ დიდი წარმართული ჯარის მთავარსარდლობა გადაიბარა მისმა ძმამ, ჰალფდანმა.

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

History Channel-ის ისტორიულ ტელესერიალში „ვიკინგები“ ივარ უძვლოს როლს ასრულებს დანიელი მსახიობი, ალექს ჰოგ-ანდერსენი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]