სკალდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Bersi Skáldtorfuson, იგი დატყვევებულია და წერს სკალდურ ლექსს მას შემდეგ, რაც იგი ტყვედ ჩაიგდო, ნორვეგიის მეფემ, ოლაფ II-მა.

სკალდი — ერთ-ერთმა სკანდინავიურ წყაროებში ხშირად დასახელებულმა პოეტმა, შეადგინა სკალდური პოეზია, ძველი ნორვეგიული პოეზიის ორი სახეობიდან ერთ-ერთი, მეორე კი ედიური პოეზიაა. სკალდიური ლექსები ტრადიციულად მეფეების საპატივსაცემოდ იწერებოდა, მაგრამ ზოგჯერ სხვა მიზნებისთვისაც იყო. სკალდური ლექსები მოიცავს როგორც პოემებს, ასევე პატარა ლექსებს. ისინი შედარებით უფრო ლამაზი ფორმით და დიქციითაა მოცემული, ვიდრე ედიკური ლექსები. სკალდურ ლექსებში იყენებენ ბევრ კენინგს, რომელიც მოითხოვს გარკვეულ ცოდნას სკანდინავიური მითოლოგიის შესახებ, ასევე იყენებდნენ ჰეიტს, ფორმალური არსებითი სახელები, რომლებიც გამოიყენება პროზაული სინონიმების ნაცვლად. Dróttkvætt მეტრი არის სკალდიური ლექსის ფორმა, რომელიც ყველაზე ხშირად იყენებს შიდა რითმსა და ალიტერაციას.

შემორჩენილია 5500-ზე მეტი სკალდიური ლექსი და პოემა, რომლებიც შემონახულია 700-ზე მეტ ხელნაწერში, მათ შორის რამდენიმე საგაში და სნორი სტურლუსონის პროზაში, ედდაში, სკალდიური კომპოზიციის სახელმძღვანელოში, რამაც გამოიწვია ხელოვნების აღორძინება. შემორჩენილი ლექსებიდან ყველა თავდაპირველი სახით არ მოიპოვება, ბევრი მათგანი ნაწყვეტის სახითაა შემორჩენილი, აგრეთვე ბევრის ავტორი უცნობია. ჩვენთვის ცნობილი პირველი პოეტი რომელიც მოღვაწეობდა პოეზიის ამ სფეროში და რომლის ლექსებიც დღემდე შემორჩა გახლავთ ბრაგი ბოდასონი, IX საუკუნის პირველი ნახევრის ნორვეგიელი სკალდი (ამ სახელით ხშირად მოიხსენიებენ ამ სფეროში მოღვაწე პოეტებს). იმ სკალდების უმეტესობა, რომელთა შესახებ ინფორმაციამ ჩვენამდე მოაღწია, ვიკინგების ხანაში ნორვეგიის მეფეების კარზე მოღვაწეობდნენ, მათი უმეტესობა ისლანდიელი იყო. მათი ლექსების და პოემების თემა ხშირად მითიური იყო სანამ სკანდინავიელები გაქრისტიანდებოდნენ, შემდეგ კი უმეტესად ისტორიული, ამ ნაწარმოებებში დეტალურად იყო აღწერილი სკალდების საქმეები. მათი ეს ტრადიცია მოგვიანებით შუა საუკუნეებშიც გაგრძელდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Margaret Clunies Ross (2007) Eddic, Skaldic, and Beyond: Poetic Variety in Medieval Iceland and Norway (Fordham University Press, 2014) ISBN 9780823257836

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]