ადრე სკანდინავიური დუბლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადრე სკანდინავიური დუბლინივიკინგების ზეგავლენა ირლანდიაზე პირველად 795 წელს ფიქსირდება, ეს მოხდა მაშინ, რიდესაც ვიკინგებმა თავდასხმა განახორციელეს გელური ირლანდიის სანაპიროზე მყოფ დასახლებებზე. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ვიკინგების შემოსევები ამ მხარეში შედარებით მასშტაბური და უკეთესად ორგანიზებული გახდა, ვიკინგების ძირითადი სამიზნეები იყო როგორც შიდა დასახლებები, ასევე სანაპიროსთან ახლოს მყოფი დასახლებები. დროთა განმავლობაში, ვიკინგებმა ამ ტერიტორიებზე ააშენეს საზღვაო ბანაკები, რომლებსაც ადგილობრივები ლონგპორტის სახელით მოიხსენიებდნენ. ლონგპორტების აშენების ძირითადი მიზანი ვიკინგებისთვის ზამთარში დასარჩენი ადგილის შექმნა იყო. IX საუკუნის შუა ხანებში, ვიკინგების ლიდერმა, სავარაუდოდ ტურგეისმა ან თორგესტმა (ამ პიროვნების ზუსტი ვინაობა არაა ცნობილი) დააარსა ციხე-სიმაგრე დუბლინში, დააყაჩაღა ლეინსტერი და მეთი და დაარბია ირლანდიის სხვა დასახლებებიც. მოგვიანებით იგი მოკლა ირლანდიის უზენაესმა მეფემ (ყველა ირლანდიური პროვინციის მეფეების მეფემ), Máel Sechnaill mac Máele Ruanaid-მა, რასაც მოჰყვა ირლანდიელების რამდენიმე გამარჯვება ვიკინგების წინააღმდეგ, შემდგომში კი დუბლინის უკან დაბრუნება 849 წელს. არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, ვიკინგების ახალი ჯგუფი, რომელიც ცნობილია Dubgaill-ის სახელით ("ბნელი უცხოელები") ჩავიდა ირლანდიაში, ისინი დაუპირისპირდნენ იმ ვიკინგებს, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მათზე ადრე ჩამოსახლდნენ და რომლებსაც ისლანდიელები Finngaill-ს უწოდებდნენ ("სამართლიანი უცხოელები").

ამ სამი ვიკინგური ჯგუფის მერყევი ბედი და მათი ალიანსების ცვალებადობა, თანამედროვე ჩანაწერების ნაკლოვანებებსა და ანგარიშების უზუსტობასთან ერთად, ამ წლებს აქცევს ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ და ნაკლებად გასაგებ პერიოდად, ახალბედა ქალაქის ისტორიაში. 853 წელს ვიკინგების მეთაური, სახელად ამლაიბი (რომელიც შესაძლოა ოლაფ თეთრიც კი ყოფილიყო) ჩავიდა ირლანდიაში, იქ კი მან დუბლინის მეფის ტიტულის მოპოვება მოახერხა. ის მართავდა თავის ძმებთან Ímar (Ívarr, შესაძლოა ივარ უძვლო) და Auisle-სთან ერთად. მომდევნო თხუთმეტი წლის განმავლობაში ისინი იყენებდნენ დუბლინს, როგორც ბაზას ირლანდიის სამეფოების წინააღმდეგ კამპანიების სერიისთვის. ამ კონფლიქტების დროს ისინი დაუკავშირდნენ ირლანდიური პროვინციების რამდენიმე მეფეს და ერთმანეთის მოკავშირეები გახდნენ.

დუბლინში დასახლებულმა ვიკინგებმა არაერთხელ დაარბიეს დიდი ბრიტანეთის დასახლებები. ივარის და ოლაფის სიკვდილს ის შემდეგ, ვიკინგებს შორის შიდა კონფლიქტი დაიწყო, ვიკინგებს შორის კავშირს ეს მეფეები ამყარებდნენ, აქედან გამომდინარე მათი სიკვდილის შემდეგ ეს კავშირი ძალიან დასუსტდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ომი ვიკინგებსა და ირლანდიელებს შორის მაინც გაგრძელდა, ამ შიდა კონფლიქტებმა დაასუსტა ვიკინგების კოლონიები და გაუადვილა ირლანდიელებს მათ წინააღმდეგ გაერთიანება. 902 წელს ლეინსტერის მეფემ Cerball mac Muirecáin-მა და ბრეგას მეფემ Máel Findia mac Flannacáin-მა ორმხრივი შეტევა განახორციელეს დუბლინზე და განდევნეს ვიკინგები ქალაქიდან. თუმცა, 914 წელს, ვიკინგები რომლებსაც მოგვიანებით Uí Ímair (ივარის სახლი) უწოდეს, დაბრუნდნენ ირლანდიაში, რაც ვიკინგების ხანის ხელმეორედ დაწყების მაუწყებლი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (1906) The Chronicle of Aethelweard. London: G. Bell. 
  • Charles-Edwards, T. M. (2006). The Chronicle of Ireland. Liverpool University Press. ISBN 978-0-85323-959-8. 
  • Clarke, H. B. (2005). Irish Historic Towns Atlas, No. 11. Dublin: Royal Irish Academy. ISBN 1-874045-89-5. 
  • Downham, Clare (2007). Vikings Kings of Britain and Ireland: The Dynasty of Ívarr to A.D. 1014. Scotland: Dunedin. ISBN 978-1-906716-06-6. 
  • Dumville, David N. (2005). „Old Dubliners and New Dubliners in Ireland and Britain: A Viking-Age Story“, რედ. Seán Duffy: Medieval Dublin, გვ. 78–93. ISBN 1-85182-885-0. 
  • Haliday, Charles (1884). The Scandinavian Kingdom of Dublin. Dublin: M. H. Gill & Son. 
  • Hogan, Edmund (1910). Onomasticon Goedelicum. Dublin. 
  • Montgomery, Hugh (2006). The God-Kings of Europe: The Descendents of Jesus Traced Through the Odonic and Davidic Dynasties. Book Tree. ISBN 978-1-58509-109-6. 
  • Donnchadh Ó Corráin. General: The Vikings in Ireland. CELT. ციტირების თარიღი: 21 December 2008
  • Todd, James Henthorn (trans.) (1867). Cogad Gaedel re Gallaib. Longmans, Green, Reader & Dyer. 
  • Smyth, Alfred P. (1974–1977). „The Black Foreigners of York and the White Foreigners of Dublin“. Saga-Book. 19: 101–117.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]