იგდრასილი
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8d/The_Ash_Yggdrasil_by_Friedrich_Wilhelm_Heine.jpg/250px-The_Ash_Yggdrasil_by_Friedrich_Wilhelm_Heine.jpg)
იგდრასილი — ყოვლის დამფარავი და დამკავებელი სამფესვა ხე, სამყაროს განსახიერება სკანდინავიურ მითოლოგიაში. ერთი ფესვი ზესკნელშია, მეორე ქვესკნელში (ნიფლჰაიმში), მესამე - ტურსთა (ბუმბერაზთა) სამეფოში. ხის ქვეშ ღმერთთა სამსჯავროა, ძირს – ჭა ურდარი, იქვე ცხოვრობს სამი ნორნი (წარსულის, აწყმოსა და მომავლის განსახიერება). მეორე ჭა მდინარეთა სათავეა, მესამე ფესვთან ცხოვრობს ბუმბერაზი მიმირი, ღმერთთა მრჩეველი. კენწეროზე ბრძენი არწივია, ტოტებზე – ოთხი ირემი, ძირს გველეშაპი ნიდეგრი. მათ შორის ამბავი დააქვს ციყვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 217, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Commons-logo.svg/35px-Commons-logo.svg.png)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: