ვიკინგების თავდასხმები რაინლანდში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკინგების რაინლანდზე თავდასხმების რუკა

ვიკინგების თავდასხმები რაინლანდშივიკინგების მიერ ფრანკთა სახელმწიფოში განხორცელებული შემოსევების სერიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობდა IX საუკუნის ბოლო ათწლეულებში. რაინლანდიდან მოყოლებული, რომელიც ფრანკთა კულტურის ბირთვად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ფრანკებმა დაიპყრეს თითქმის მთელი ცენტრალური ევროპა და დააარსეს დიდი იმპერია.

ამ თავდასხმების დროს ვიკინგები ძარცვავდნენ რომის იპერიის დროინდელ უძველეს ქალაქებს კელნს, ბონს, ქსანტენს, ტრირს და ასევე საიმპერატორო ქალაქ აახენს, სადაც კარლოს დიდი იყო დაკრძალული და ფრანკთა მეფეები ეკურთხებოდნენ (აახენის ტაძარში). ამ ქალაქების გარდა, განადგურდა უამრავი მონასტერიც, თავის ბიბლიოთეკებთან ერთად, რომლებშიც რამდენიმე საუკუნის ხელნაწერთა კოლექციები იყო დაცული. ამან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფრანკთა კულტურას.

მსგავს თავდასხმებს აწყობდნენ აგრეთვე ბრიტანეთის კუნძულებზე, ბალტიისპირეთში, რუსეთსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. დაზარალებული რეგიონების ბევრი მცხოვრები ურმებით ჩამოარიგეს მონებად. ამ რეგიონების მრავალი მცხოვრები მონად წაიყვანეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Peter Fuchs (ed.): Chronik zur Geschichte der Stadt Köln. Vol. 1, Greven Verlag, Cologne, 1990, ISBN 3-7743-0259-6.
  • Peter H. Sawyer: Kings and Vikings. Scandinavia and Europe AD 700–1100. Routledge, London/New York, 1983, ISBN 0-415-04590-8.
  • Rudolf Simek: Vikings on the Rhine. Recent Research on Early Medieval Relations between the Rhinelands and Scandinavia. (=Studia Medievalia Septentriolia (SMS) 11) Fassbaender, Vienna, 2004, ISBN 978-3-900538-83-5.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]