სისხლიანი არწივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოხატულობის აღნიშვნა მეომრის ზურგზე. გამოსახულება სამსხვერპლოს ქვაზე გოტლანდიდან. მეომრის თავზე ასახულია ოდინის სიმბოლო — ვალკნუტი.

სისხლიანი არწივი (შვედ. blodörn, ნორვ. blodørn, დან. blodørn) — ვიკინგების დროინდელი სიკვდილით დასჯის მეთოდი, რომლის დროსაც განსასჯელს ნეკნებს ამოუტრიალებდნენ ხოლმე, რითაც იქმნებოდა ფრთების ეფექტი. ასეთ დროს სიკვდილის მიზეზი იყო ტრავმული შოკი ან პნევმოთორაქსი.  

ისტორიკოსთა უმეტესობა ეჭვქვეშ აყენებს დასჯის ასეთი მეთოდის არსებობას და მტრის გვამზე ჩატარებულ რიტუალად მიიჩნევს.

გვიანდელ ქრისტიან ავტორებში „სისხლიანმა არწივმა“ ბარბაროსული სისასტიკის იერი შეიძინა. მაგალითისთვის, საქსონ გრამატიკოსი „დანიელთა საქმენის“ მე-9 წიგნში ამბობს, რომ წამების დროს ნორთუმბრიის მეფეს, ელა II-ს ზურგზე მარილს აყრიდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Roberta Frank. «Viking Atrocity and Skaldic Verse: The Rite of the Blood-Eagle». The English Historical Review. Vol. 99, No. 391, Apr. 1984.