სიგურდ გველისთვალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიგურდ გველისთვალა
ძვ.-სკანდ. Sigurðr ormr í auga
დანიის ლეგენდარული მეფე
მმართ. დასაწყისი: 877
მმართ. დასასრული: 891[1].
წინამორბედი: რაგნარ ლოდბროკი
მემკვიდრე: ჰანტეკნუტ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 830-იანები
დაბ. ადგილი: სკანდინავია
გარდ. თარიღი: 891 [1].
გარდ. ადგილი: დანია
მეუღლე: ელა II-ის ქალიშვილი
შვილები: ჰანტეკნუტ I
ასლაუგი
მამა: რაგნარ ლოდბროკი
დედა: ასლაუგი
რელიგია: სკანდინავიური წარმართობა

სიგურდ გველისთვალა (ძვ.-სკანდ. Sigurðr ormr í auga) (გ. 891) — IX საუკუნის ვიკინგი მებრძოლი, დანიის კონუნგი, სკანდინავიური საგების თანახმად დანიელი ლეგენდარული მეფის, რაგნარ ლოდბროკის უმცროსი ვაჟი. მისი რეალურობის დამადასტურებელი მოსაზრება მართებულად შეიძლება ჩაითვალოს შუა საუკუნეების წყაროებიდან გამომდინარე. საგები სიგურდს მიაწერენ კუნძულ ზელანდიის აღმოჩენას.

865 წელს, მეფე ელა II-ის მიერ მამამისის სიკვდილით დასჯის შემდეგ, სიგურდი უფროს ძმებთან ერთად შეუერთდა დიდ წარმართულ ჯარს,[2] რომელმაც 867-881 წლებში გამანადგურებელი ლაშქრობები მოაწყო ინგლისის ტერიტორიაზე. 867 წელს ნორთუმბრიის სამეფოს დაპყრობის შემდეგ სიგურდმა ცოლად შეირთო ელა II-ის ასული, რომელთანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი, ასლაუგი და მემკვიდრე, ჰანტეკნუტ I.[3]

ბრიტანეთში წარმატების შემდგომ რაგნარ ლოდბროკის ვაჟებმა დაპყრობილი მიწები გაინაწილეს, ხოლო სკანდინავიაში რამდენიმე სამეფო და პოლიტიკური ერთეული დააფუძნეს. ბიორნ რკინისგვერდამ მოიპოვა შვედეთის მეფის ტიტული, ივარ უძვლოს ბრძოლის გაგრძელება მოუწია უესექსისა და ანგლოსაქსების წინააღმდეგ, ხოლო სიგურდი მამის ანდერძის თანახმად გახდა დანიელთა კონუნგი.

დანიელი ისტორიკოსების აზრით, სკანდინავიურ ქვეყნებში დღემდე ცხოვრობენ სიგურდის შთამომავლები.

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

History Channel-ის ისტორიულ ტელესერიალში „ვიკინგები“, სიგურდ გველისთვალას როლს ასრულებს დანიელი მსახიობი, დავიდ ლინდსტიორმი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]