ბაგსეკგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაგსეკგი

ბაგსეკგის სახელი, როგორც ჩანს ბრიტანული ბიბლიოთეკის Cotton Tiberius B I-ის 131r-ში (ანგლო-საქსური ქრონიკის "C" ვერსია): "Bagsecg" [1]
მმართ. დასაწყისი: 860-იანი წლები
მმართ. დასასრული: 871
მემკვიდრე: ჰალფდან რაგნარსონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 830
გარდ. თარიღი: 8 იანვარი, 871
გარდ. ადგილი: ეშდაუნი, ინგლისი
რელიგია: ძველსკანდინავიური რელიგია

ბაგსეკგი(დ. 830 გ. 8 იანვარი, 871) — ცნობილი ვიკინგი და დიდი წარმართული ჯარის ლიდერი, რომელიც შეიჭრა ინგლისში. ანგლო-საქსური ქრონიკის თანახმად, ბაგსეგი და ჰელფდანი (ნორ. ჰალფდანი) იყვნენ დიდი წარმართული არმიის ერთობლივი მეთაურები, რომლებიც შეიჭრნენ უესექსის სამეფოში 870/71 წლეს ზამთარში.

მისი მეთაურობისას დიდი წარმართლი ჯარი ებრძოდა ეთელრედის, უესექსის მეფის ძალებს, 871 წლის განმავლობაში. ერთ-ერთ ბრძოლაში, ეშდაუნის ბრძოლაში დაიღუპა ბაგსეკგი და ხუთი ვიკინგი გრაფი.

ბაგსეკგის სიკვდილის შემდეგ, ჰელფდანი, როგორც ჩანს, გახდა დიდი წარმართული ჯარის ერთადერთი ლიდერი. ის იყო მთავარი ლიდერი, როდესაც ვიკინგებმა გამოიზამთრეს ლონდონში 871/72 წლებში. გარდა ამისა, 875 წლისთვის გამოჩნდა კიდევ სამი ვიკინგი მეფე (ანგლო-საქსური ქრონიკის მიხედვით). ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ამაღლებულიყო მეფის სტატუსამდე ბაგსეკგის დაღუპვის შედეგად.

XVIII და XIX საუკუნეებში ბაგსეგი შეცდომით დაუკავშირეს ვეილენდის სმითს, ნეოლითურ გრძელ ბაროუს სამხრეთ ოქსფორდშირში. გაჩნდა ხალხური ლეგენდა, რომ ბარო იყო მისი საფლავი ან ბაგსეკგის მემორიალი. ანალოგიურად, სხვა პრეისტორიული ადგილები სამხრეთ ცენტრალურ ინგლისში, როგორიცაა შვიდი ბაროუ, შეცდომით განიხილება, როგორც ეშდაუნის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://pase.ac.uk/jsp/persons/CreatePersonFrames.jsp?personKey=232

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. O'Keeffe (2001) p. 59 § 872; Thorpe (1861a) p. 138 § 872.