იესოს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იესოს აგონია გეთსემანიის ბაღში)
Christ on the Mount of Olives

იესო ქრისტეს ლოცვა გეთსიმანიაში — ეპიზოდი ლუკას სახარებაში (22:43-44), სადაც აღწერილია იესოს ლოცვა მას შემდეგ რაც მიიღებს ანგელოზისგან შემწეობას ზეთისხილის მთაზე მისი გაცემისა და დაჭერის წინ. ეს ეპიზოდი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც გვხვდება ახალ აღთქმაში მაგრამ ბევრ უძველეს ხელნაწერში არ გვხვდება.

ამ მუხლის ჭეშმარიტი არსებობა XIX საუკუნის მერე მეცნიერებს შორის დავის საგანია. ბიბლიის ბევრ ახალ გამოცემაში იგი ფრჩხილებშია ჩასმული, ზოგან კი მხოლოდ შენიშვნებშია შეტანილი.

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნული

ὤφθη δὲ αὐτῷ ἄγγελος ἀπ' οὐρανοῦ ἐνισχύων αὐτὸν. καὶ γενόμενος ἐν ἀγωνίᾳ ἐκτενέστερον προσηύχετο. ἐγένετο δὲ ὁ ἱδρὼς αὐτοῦ ὡσεὶ θρόμβοι αἵματος καταβαίνοντες ἐπὶ τὴν γῆν.

თარგმანი

და მოევლინა ანგელოზი ზეცით, რომელიც განამტკიცებდა მას. რაც მეტად იყო აგონიაში მით უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას.

ხელნაწეთა მოწმობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიცავს ამ მუხლებს

სინაის კოდექსი, ბეზას კოდექსი, ლაუდიანის კოდექსი, სეიდელიანის კოდექსი, კვრიპროსის კოდექსი, რეგის კოდექსი, კამპიანის კოდექსი, გელფერბიტანის კოდექსი, სინოპენსის კოდექსი,ნანიანსის კოდექსი, მონაკენსის კოდექსი, ათონის კოდექსი, უნციალი 0171, ხელნაწერთა "ოჯახი" 1, მინუსკულები 0171, f1, 174, 565, 700, 892, 1009, 1010, 1071მგ, 1230, 1241, 1242, 1253, 1344, 1365, 1546, 1646, 2148, 2174, ℓ 184, ℓ 211, Byz, it, vg, სირიული(cur), სირიული(h), სირიული(ფეშიტა), სირიული(pal), ბიზანტიური ტიპის ტექსტი, it, ლათინური ვულგატა, კურატონის ხელნაწერები, სომხური და ეთიოპიური ხელნაწერები, ასევე დიატესარონი(II ს.).

არ შეიცავენ ამ მუხლებს

პაპირუსი 69(III ს.), პაპირუსი 75(II ს,), სინაის კოდექსი, ალექსანდრიის კოდექსი, ვატიკანის კოდექსი, პეტროპოლიანის კოდექსი, ნიტრიენსის კოდექსი, ბორგიანის კოდექსი, ვაშინგტონიანის კოდექსი, მინუსკულები 158, 512, 542, 552, 579, 777, 826, 1071*,1128, f, სირიული სინაის კოდექსი, კოპტური ბიბლიის ვერსიები საჰიდური და ბოჰარული, და ქართული ადიშის ოთხთავი.

უცვლიან ადგილს ამ მუხლებს

"ოჯახი 13"-ის ხელნაწერები ადგილს უცვლიან ამ მუხლებს და სვამენ მათეს 26:39-ის მერე.

ეკლესიის მამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიცავენ ამ მუხლებს

ირანეუს ლიონელმა გამოიყენა დოკეტისტების წინააღმდეგ არგუმენტად, რომლებიც იესოს სრულ განკაცებას უარყოფდნენ.

იუსტინე წამებული, იპოლიტე რომაელი, დიონისე, ევსები კეისარიელი, ეპიფანე, იოანე ოქროპირი, იერონიმე, ავგუსტინე, თეოდორიტე, ლეონტი, კოზმა, ფაკუნდი.

ავგუსტინე: "(...) მწვალებლებმა არ ინუგეშონ თავი, რომ აქ მისი სისუსტე ჩანს, რადგან მას დასჭირდა ანგელოზისგან დახმარება. დაიმახსოვრონ, რომ ყველაფრის შექმნელს არ სჭირდება თავისი ქმნილებებისგან მხარდაჭერა. " ('"სამებაზე", წიგნი 10, პარ. 41).

არ შეიცავენ

მარკიონი, კლემენტი, ორიგენე.

მეცნიერთა აზრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურტ ალანდი (1995): "ეს მუხლები კარგად ჩანს, რომ არის მეორადი ბუნების, რადგანაც სხვადასხვა ადგილებში გვხვდება. უმეტესობა ხელნაწერებისა მას ლუკას 22:43-44-ში სვამს, მაგრამ ისინი ასევე მოიპოვება მათეს 26:39-ში ხელნაწერთა "13 ოჯახში". ასეთი გადაადგილებები ცხადყოფს, რომ ის მეორადი ბუნებისაა, ისევე როგორც ეპიზოდი მრუშ ქალზე. " [1]

ბრიუს მეცგერი (2005): "ეს მუხლები არ გვხვდება ზოგიერთ უძველეს და საუკეთესო მოწმეებში(ანუ ხელნაწერებში), ასევე უმრავლესობა ალექსანდრიულ ხელნაწერებში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უძველესი მოწმეები ამისი არიან 3 ეკლესიის მამა - იუსტინე, ირანეუსი და იპოლიტე - და ყველანი მას იყენებენ მწვალებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იესო სრული ადამიანი არ იყო და არ იტანჯებოდა. შესაძლებელია რომ ეს მუხლები სწორედ მათ წინააღმდეგ ჩაამატეს ეკლესიის მამებმა." [2]

ბარტ ეჰრმანი (1993) ამბობს, რომ ეს ორი მუხლი ხელს უშლის ლიტერატურულ სტრუქტურას ტექსტის სცენისა(ანუ ქიაზმა), არ მოიპოვება უძველეს და მნიშვნელოვან ხელნაწერებში და ერთადერთი ადგილია ლუკას სახარებაში სადაც იესო აგონიაში ჩანს. ეჰრმანი ამტკიცებს, რომ ეს ორი მუხლი ჩაემატა დოკეტისტების წინააღმდეგ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არაა სახარების ნაწილი, ეს მუხლები გამოხატავენ I საუკუნის ტრადიციას. [3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Aland, Kurt; Barbara Aland; Erroll F. Rhodes (trans.) (1995). The Text of the New Testament: An Introduction to the Critical Editions and to the Theory and Practice of Modern Textual Criticism. Grand Rapids: William B. Eerdmans Publishing Company, გვ. 310. ISBN 978-0-8028-4098-1. 
  2. Bruce M. Metzger, The Text of the New Testament: Its Transmission, Corruption, and Restoration (Oxford University Press: 2005), p. 286.
  3. Bart D. Ehrman, The Orthodox Corruption of Scripture (Oxford University Press: 1993), pp. 187-194