განხილვა:იესოს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეთსემანია თუ გეთსამანია? — მიხეილ (მომწერე) 15:12, 23 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი ზუსტად, როგორც თქვენ გადაწყვეტთ ისე ჩაასწორეთ, ჩემთვის არ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. — Otherguylb განხილვაწვლილი 16:12, 23 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

როგორც ჩვენ გადავწყვეტთ ასე არა. მთავარია გადამოწმდეს წყაროებში და დადგინდეს ზუსტი სათაური, ამას კი სწორედ რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. — მიხეილ (მომწერე) 18:39, 23 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, ასეთი ტონი კი საჭირო ნამდვილად არაა.

აგერ :

"მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქჳან გეთსიმანია" - მათე 26:36 მთაწმინდელის რედაქციაში.

"მაშინ იესო მათთან ერთად მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე" - ახალი ქართულით ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი.

"მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა დაბასა, რომელსა სახელი ერქუა გესემანი" - ადიშის ოთხთავი.

ბერძნულში წერია Γεθσημανἱ,, ხოლო η --- არის ასო "ე"

გადაწყვიტეთ როგორც თქვენ გსურთ. — — — Otherguylb განხილვაწვლილი 21:59, 23 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ამას ’ასეთი ტონი’ არ ეწოდება. ვიკიპედიაში მხოლოდ ჩვენი სურვილის მიხედვით არ ხდება ყველაფერი. ისე კი გეთსამანიაც მომისმენია, თუმცა შეიძლება შეცდომაც იყო. — Floydgeo განხილვაწვლილი 03:05, 24 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

გეთსიმანია.--იორგი; 07:17, 24 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ზუსტად ახლა ვწერდი მეც — „ახალი აღთქმა და ფსალმუნები", ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი 1993. გეთსიმანია. — მიხეილ (მომწერე) 07:31, 24 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

კარგით ბატონებო, იყოს გეთსიმანია. ისე კი მე რომ სახარებები დავაციტირე, იქ ხომ ორ მათგანში "ე"-თი წერია? ეხლა შევამოწმე ქართული იეჰოვას მოწმეთა ბიბლია, მანდაც "ე"-თი წერია - "მაშინ იესო მათთან ერთად მივიდა გეთსემანედ წოდებულ ადგილზე და მოწაფეებს უთხრა: „აქ დასხედით, მე კი წავალ და ვილოცებ“." ანუ 3 ბიბლიის თარგმანი(აქედან 2 მართლმადიდებლური) მოწმობს "ე"-ს სისწორეს.

რაც შეეხება ორტოდოქსი.გე-ს სტატიას, ვერ გავიგე აქ რა იგულისხმება: "რაც შესაძლოა ერეტიკოსთა გარკვეული წრეებისათვის წარმოადგენდა მტკიცებულებას მაცხოვრის ღმერთკაცური ჰიპოსტასის არსებობის მხარდასაჭერად." - პირიქით, "უარსაყოფად" უნდა ეწეროს, რადგან ამ მუხლებს იყენებდნენ რომ იესოს ღმერთობა ეუარყოთ --- ამიტომ საჭიროდ ვერ ვთვლი რომ იმ მეცნიერის(J. A. Fitzmyer)-ის სიტყვები ჩავსვათ ამ სტატიაში, რადგან როგორც ჩანს ციტირებულია მისი სიტყვები არასწორად. Otherguylb განხილვაწვლილი 08:23, 24 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მე მოვიყვანე სახარების ერთ-ერთი ყველაზე ახალი გამოცემა. რაც შეეხება იეჰოვას მოწმეთა ბიბლიას, ის კი წყაროდ ნამდვილად არ გამოდგება. — მიხეილ (მომწერე) 08:38, 24 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

თქვენთან კამათს ამ უმნიშვნელო რამეზე არ ვაპირებ, დაწერეთ როგორც გინდათ... ხოლო იეჰოვას მოწმეების ბიბლია ისეთივე წყაროა როგორც ქართული მართლმადიდებლური, იმიტომ რომ ორივეს(თუმცა მართლმადიდებლური უფრო ნაკლებად მეცნიერულია) აქვს თარგმნისას მიკერძოება საკუთარი მრწამსის გამო... სხვათაშორის, არ ვიცოდი რომ სტოკჰოლმის გამოცემა ქართულად იყო, საინტერესოა... — — Otherguylb განხილვაწვლილი 13:31, 24 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია თქვენი პოზიცია, ახლა კი მე აღარ ვაპირებ თქვენთან კამათს. აქ საუბარია უბრალოდ გეოგრაფიული სახელის სისწორეზე და არა იმაზე, რომელი ბიბლია უფრო სარწმუნოა, ძალიან შორს წავედით. — მიხეილ (მომწერე) 13:50, 24 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
კიდევ ერთი, ქართული რელიგიური ლიტერატურა და მართლმადიდებელი ეკლესია სახარების ამ ეპიზოდს იესოს ლოცვას უწოდებს გეთსიმანიის ბაღში და არა აგონიას. — მიხეილ (მომწერე) 07:52, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]