ევროპის ხელბურთის ფედერაცია
იერსახე
ევროპის ხელბურთის ფედერაცია (European Handball Federation — EHF) 1991 წლის 17 ნოემბერს დაარსდა ბერლინში.
ფედრაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ვენაში.
ფედერაციის უმაღლესი ორგანოა კონგრესი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. კონგრესებს შორის ფედერაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი კომიტეტი. ფედერაციის ყოველდღიურ საქმიანობას უძღვებიან საშეჯიბრო, მსაჯთა, მეთოდური, საარბიტრაჟო, ტექნიკური, ქალთა, პლაჟის ხელბურთის და საფინანსო კომიტეტები.
ამჟამად ფედერაციის პრეზიდენტია ტორ ლაინი (ნორვეგია).
ფედერაციის ოფიციალური ენებია: ინგლისური, ფრანგული და გერმანული.
ევროპის ხელბურთის ფედერაციის წევრები არიან 51 ქვეყნის ეროვნული ფედერაცია:
ქვეყნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ევროპის ხელბურთის ფედერაცია ატარებს:
- ევროპის ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის,
- ევროპის ჩემპიონთა თასი ვაჟთა და ქალთა შორის,
- ევროპის თასის მფლობელთა თასი ვაჟთა და ქალთა შორის,
- ფედერაციის თასი ვაჟთა და ქალთა შორის,
- ჩელენჯ-ქაფი ვაჟთა და ქალთა შორის,
- ევროპის სუპერ-თასი ვაჟთა და ქალთა შორის.
- ევროპის ჩემპიონატებს ახალგაზრდებს და იუნორებს შორის (ჭაბუკები და გოგონები)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
- Гандбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1982
- МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979