შინაარსზე გადასვლა

წმინდა თადეოზის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხური მონასტრები ირანში: წმინდა თადეოზის მონასტერი, წმინდა სტეფანეს მონასტერი და ძორძორი
სტატუსი Iranian National Heritage[1] და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ირანის დროშა ირანი | ქვეყნის დროშა2 | name = ირანის დროშა ირანი | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, vi
რეგიონი აზია
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2008  (32-ე სესია)
ნომერი 1262
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1262
ინგლ.რუს.ფრ.

წმინდა თადეოზის მონასტერი (სომხ. Սուրբ Թադևոսի վանք, სპარს. قره‌کلیسا) — უძველესი სომხური მონასტერი ირანის ტერიტორიაზე, დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში.

ერთ-ერთი ვერსიით, წმინდა თადეოზი ქრისტეს ერთ-ერთი მოწაფე, იგივე წმინდა იუდა (არ უნდა აგვერიოს იუდა ისკარიოტელში), რომელსაც სომხური ეკლესია თავის მოციქულად მიიჩნევს, სახარებას ამ ადგილებში ქადაგებდა.

1319 წლის მიწისძვრისას, ძველი ტაძარი დაზიანდა და 1329 წელს, იგი თითქმის მთლიანად თავიდან ააგეს. დღევანდელი სტრუქტურის უდიდესი ნაწილი XIX საუკუნის ადრეული წლებით თარიღდება, როდესაც ყაჯარების დინასტიის პრინცის, აბას მირზას დახმარებით მონასტერს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.

მონასტრეს გარს არტყავს თავდაცვითი გალავანი და დღეისათვის მიტოვებული სამონასტრი შენობები.

2008 წელს იუნესკომ მონასტერი ამავე პროვინციაში მდებარე ორ სხვა სომხურ მონასტერთან (წმინდა სტეფანეს მონასტერი და ძორძორი) ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შიეტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Wiki Loves Monuments monuments database — 2017.