გუჯაბაურის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გუჯაბაურის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუჯაბაურის ცენტრში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლის ცენტრში დგას ალიზით ნაშენი ეკლესია, რომელიც ძლიერ დაზიანე-ბულია. შემორჩა აბსიდის ქვედა ნახევარი და ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების აღმოსავლეთ მონაკვეთების ქვედა ნახევრები. კედლები გაგრძელებულია და დასა-ვლეთის კედელი დაშენებულია ბლოკით. ნაეკლესიარი გადახურულია ხის ბოძებ-ის ფანჩატურით და შიფერით. ეკლესიის შიგნით მიწის დონე იმდენად ამაღლებუ-ლია, რომ აბსიდის იატაკი და გვერდითი ნიშები ძნელად იკითხება.

ეკლესია ალიზითაა ნაშენი, რაც იშვიათი მოვლენაა. მისი დანგრევა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ (მოსახლეობის ინფორმაციით) 20-მდე წლის წინ სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებმა სახურავი დაშალეს და საწვავ მასალად გამოიყენეს. ალიზი ატმოსფერული მოვლენებისადმი მედეგი არ არის და უსახურავოდ დაიშალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 48