გიორგი კედრენე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი კედრენე (ბერძ. Γεώργιος Κεδρηνός) — XI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი, ავტორი თხზულებისა „ისტორიული მიმოხილვა“ (ბერძ. Σύνοψις ίστοριών), რომელიც მოიცავს მსოფლიოს ისტორიას ქვეყნის დასაბამიდან 1059 წლამდე.

კედრენეს თხზულება, ძირითადად, კომპილაციაა, რომელსაც საფუძვლად დაედო იოანე სკილიცეს, გიორგი სვინკელოზის, თეოფანე აღმსარებლის და ზოგიერთ სხვათა შრომები – მათ ავტორი თავის წინასიტყვაობაში იხსენიებს. თხზულება იწყება სამყაროს დასაბამიდან და მოიცავს ებრაელთა, რომაელთა და ბიზანტიელთა ისტორიას. გიორგი კედრენეს საინტერესო ცნობები აქვს ქართველების შესახებ. აღწერს ლაზიკის ურთიერთობას ბიზანტიასა და ირანთან VI საუკუნეში; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობები X–XI საუკუნეების საქართველოს შესახებ: ბასილი II-ის ლაშქრობები საქართველოში, გიორგი I-ის მეფობა და ბაგრატ IV-ის ბიზანტიასთან ურთიერთობა; ლიპარიტ IV ბაღვაშისა და ბაგრატ IV-ის კონფლიქტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 5, თბ., 1963

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]