იოსებ გენესიოსი
იერსახე
იოსებ გენესიოსი (ბერძ. Γενἐσιος) — X საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი, წარჩინებული საგვარეულოდან. იმპერატორ კონსტანტინე VII პორფიროგენეტის დავალებით დაწერა იმპერიის ისტორია (948-969 წლებს შორის) დაწყებული ლეონ V-ს ტახტზე ასვლიდან ბასილი I-ს გარდაცვალებამდე. გამოცემულია ლახმანის მიერ ბონის გამოცემაში – "Corpus scriptorum historiae Byzantinae" (1834).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alexander Kazhdan (ed.), The Oxford Dictionary of Byzantium, 3 vols., Oxford University Press, 1991, vol. 2, 828-829, s. v. Genesios. ISBN 0195046528.
|