თეოფილაქტე სიმოკატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თეოფილაქტე სიმოკატა
დაბ. თარიღი 580[1]
დაბ. ადგილი ეგვიპტე
გარდ. თარიღი არაუადრეს 630
საქმიანობა ისტორიკოსი და მწერალი
ენა ძველი ბერძნული ენა
მოქალაქეობა ბიზანტიის იმპერია
პერიოდი VII საუკუნე

თეოფილაქტე სიმოკატა (ბერძ. Θεοφύλακτος Σιμοκάτ(τ)ης, ლათ. Theophylactus Simocatta) — VII საუკუნის ბიზანტიელი მწერალი და ისტორიკოსი. წარმოშობით ეგვიპტელი, მოღვაწეობს კონსტანტინოპოლში ირაკლი კეისრის მეფობის პერიოდში (610-641)[2]. ფოტიოსის გადმოცემით, თეოფილაქტეს ჯერ ეპარქოსი იყო, ხოლო შემდეგ დაინიშნა მდივნის თანამდებობაზე.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოფილაქტეს ეკუთვნის საბუნებისმეტყველო ნაშრომი Quaestiones Phisicae, რომელიც შეეხება ბუნების ისტორიას[3]. მისივეა ეთიკურ-რიტორიკული წერილები და საისტორიო ნაშრომი „ისტორია“, რომელიც მოგვითხრობს მავრიკიოს კეისრის დროინდელ (582-602) ამბებს და წარმოადგენს მენანდრეს „ისტორიის“ გაგრძელებას.

თეოფილაქტეს „ისტორია“ შედგება რვა წიგნისაგან, რომელთაც წინ უძღვის რიტორიკული ზვიადობით შედგენილი „საუბარი“ ფილოსოფიასა და ისტორიას შორის და „შესავალი“ (პროოიმიონი). მას გამოყენებული აქვს მენანდრესა და იოანე ეპიფანიელის „ისტორიები.[4]

რაც შეეხება საკუთრივ თეოფილაქტეს თხზულებას, მას იყენებენ თეოფანე ჟამთააღმწერელი, კონსტანტინე პორფიროგენეტი და სხვები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118621807 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2.  J.D.C. Frendo, "History and Panegyric in the Age of Heraclius: The Literary Background to the Composition of the 'Histories' of Theophylact Simocatta", Dumbarton Oaks Papers, 1988.
  3.  Cf. ed. J. Ideler in Physici et medici Graeci minores, I, 1841.
  4. ყაუხჩიშვილი ს., ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბილისი, 1973, გვ. 193.