ევაგრიოს სქოლასტიკოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევაგრიოს სქოლასტიკოსი (ბერძნ. Ευάγριος Σχολαστικός; ლათ. Evagrius Scholasticus დ. 537 — გ. 594) — ბიზანტიელი ისტორიკოსი, ღვთისმეტყველი, იურისტი და ლიტერატორი. ვექილად მუშაობდა ანტიოქიაში. ევაგრიოს სქოლასტიკოსი მსახურეული არისტოკრატიის განათლებული ნაწილის წარმომადგენელი და პატრიარქთან დაახლოებული პირი იყო.

მისი ძირითადი ნაშრომია ექვს წიგნად დაწერილი „საეკლესიო ისტორია“, რომელიც მოიცავს 431-593 წწ. პერიოდს. ევაგრიოს სქოლასტიკოსი აგრძელებს საეკლესიო ავტორების - სოკრატეს, ევსები პამფილიელის, სოზომენეს და თეოდორიტე კვრელის ტრადიციებს. სხვა საეკლესიო მწერლებისაგან განსხვავებით, ევაგრიოს სქოლასტიკოსი წყაროებს კეთილსინდისიერად და კრიტიკულად ეკიდება. ევაგრიოს სქოლასტიკოსი ორთოდოქსალური მიმართულებისაა. დიდ ადგილს უთმობდა საერო ისტორიისა და სახალხო მოძრაობის აღწერას, თუმცა ამ უკანასკნელს საკმაოდ მუქი ფერებით ხატავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]