ლაონიკე ქალკოკონდილე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაონიკოს ქალკოკონდილესი. ეროვნული საისტორიო მუზეუმი, ათენი

ლაონიკე ქალკოკონდილე (ბერძნ. Λαόνικος Χαλκοκονδύλης; დ. დაახ. 1423 ან 1430, ათენი — გ. დაახ. 1490, კრეტა) — ბიზანტიელი ისტორიკოსი წარჩინებული ოჯახიდან. მსახურობდა კონსტანტინე პალეოლოგოსის კარზე. 40-იან წლებში ცხოვრობდა მისტრაში, სწავლობდა გიორგი პლითონ გემისტოსთან. თავის „ისტორიაში“ (10 წიგნი) აღწერა 1298—1463 წლების მოვლენები, განსაკუთრებით დაწვრილებით — ბიზანტიის დაცემა და ოსმალეთის იმპერიის აღზევება. მისი ნაშრომი ასევე შეიცავს ძვირფას ცნობებს სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებზე, აგრეთვე საქართველოს შესახებ, კერძოდ ტრაპიზონის იმპერიისა და ჭანური მოსახლეობის საგვარეულოებზე. აღწერილია თემურლენგის ლაშქრობები იბერიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 124, თბ., 1983 წელი.
  • Веселаго Е. Б. К вопросу об общественно-политических взглядах и мировоззрении византийского историка XV в. Лаоника Халкокондила, «Вестник МГУ. Исторические науки», 1960
  • Диттен Г. Известия Лаоника Халкокондила о России, в сборнике, М., 1962, т. 21

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]