შინაარსზე გადასვლა

ანდარაზანის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდარაზანის ქედი
კოორდინატები: 42°08′37″ ჩ. გ. 45°36′41″ ა. გ. / 42.143667° ჩ. გ. 45.611444° ა. გ. / 42.143667; 45.611444
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თელავის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი დიდი ანდარაზანი
სიმაღლე 3039 
ამგებელი ქანები თიხაფიქალი
ანდარაზანის ქედი — საქართველო
ანდარაზანის ქედი
ანდარაზანის ქედი — კახეთის მხარე
ანდარაზანის ქედი

ანდარაზანის ქედი[1]ქედი საქართველოში, კახეთის მხარის თელავის მუნიციპალიტეტში. კახეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება, მდინარეების ლოპოტისა და დიდხევის წყალგამყოფი ქედი. ქედის ჩრდილოეთ ნაწილში აღმართულია მწვერვალი დიდი ანდარაზანი (სიმაღლე 3039 მ), სამხრეთით — მწვერვალი პატარა ანდარაზანი (სიმაღლე 2348 მ). ქედი ძირითადად აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. თხემურ ზონაში სუბალპური და ალპური მდელოებია, ქვევით — წიფლის ტყე.