მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გირგალ-საჯიხვის ქედი — ქედი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. კახეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება, მდინარეების ლოპოტისა და ინწობის (ალაზნის მარცხენა შენაკადები) წყალგამყოფი. იწყება კავკასიონზე საჯიხვისთავის მთასთან (2872 მ), მთავრდება სოფ. შაქრიანთან. ქედის ჩრდილოეთი მონაკვეთი საჯიხვის, ხოლო სამხრეთი გირგალის სახელითაა ცნობილი. აგებულია იურიული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. გარდა საჯიხვისთავისა, ქედზე აღმართულია მთები: გირგალი, ქვათახევისთავი, ხერხემლისმაღალი და სხვა. ქედის კალთები ძლიერ დანაწევრებულია ხევ-ხეობებით, რომელთა შორის კარგად განვითარებული წყალგამყოფებია (პირჩიტა, მერქნისწვერი). გირგალ-საჯიხვის ქედის კალთები დაფარულია ფართოფოთლოვანი ტყით (ჭარბობს წიფელი). ჩრდილოეთ მონაკვეთის თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებია.
კახეთის კავკასიონი |
---|
| | | მთავარი ქედის სამხრეთი განტოტებები | |
---|
| მთავარი მდინარეები | |
---|
|