სპეროზის ქედი
იერსახე
სპეროზის ქედი | |
---|---|
სპეროზის ქედის ხედი დიდგვერდის მიდამოებიდან. ცენტრიდან მარჯვნივ ჩანს მთა ქოჩარა | |
კოორდინატები: 42°20′02″ ჩ. გ. 45°19′00″ ა. გ. / 42.334056° ჩ. გ. 45.316722° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | ქოჩარა |
სიმაღლე | 3111 მ |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
სპეროზის ქედი — ქედი საქართველოში, კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში. კახეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოება. მდინარეების ალაზნისა და სამყურისწყლის წყალგამყოფი. უმაღლესი მწვერვალია ქოჩარა (3111 მ). ქედი აგებულია ქვედაიურული ასპიდური თიხაფიქლებით, წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით, არკოზული ქვიშაქვების ლინზებით. კალთები ციცაბოა, დასერილია ვიწრო ხევებით. არის მყინვარული ფორმები. თხემური ზოლი შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით, კალთები — ძირითადად წიფლნარით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 512.
|