შინაარსზე გადასვლა

ლოპოტა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლოპოტა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები კახეთის მხარე
სათავე კახეთის კავკასიონი
42°09′50″ ჩ. გ. 45°42′44″ ა. გ. / 42.16389° ჩ. გ. 45.71222° ა. გ. / 42.16389; 45.71222
სათავის სიმაღლე 2500 მ
შესართავი ალაზანი
42°00′27″ ჩ. გ. 45°29′47″ ა. გ. / 42.00750° ჩ. გ. 45.49639° ა. გ. / 42.00750; 45.49639
შესართავის სიმაღლე 367 მ
სიგრძე 33 კმ
აუზის ფართობი 263 კმ²
წყლის დანიშნულება გამოიყენება სარწყავად
წყლის ხარჯი (საშ.) 6,58 მ³/წმ
ლოპოტა — საქართველო
ლოპოტა
ლოპოტა
ლოპოტა — კახეთის მხარე
ლოპოტა
ლოპოტა
— სათავე, — შესართავი

ლოპოტამდინარე თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, ალაზნის მარცხენა შენაკადი. იწყება კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2560 მ სიმაღლეზე. სიგრძე 33 კმ-ია, აუზის ფართობი კი 263 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, ზოგჯერ ბაღ-ვენახებსა და ნათესებს ტბორავს[1]. წყალმცირია ზამთარსა და ზაფხულში. წყალმოვარდნები ზოგჯერ ღვარცოფულია. საშუალო წლიური ხარჯი 6,58 მ³/წმ. მდინარის აუზი ალაზნის ვაკისკენ ერთბაშად დაბლდება, რაც მდინარის სიგრძის ყოველ 1 კილომეტრზე თითქმის 65 -ს შეადგენს.[1] ლოპოტის წყალი გამოიყენება სარწყავად. მდინარე ლოპოტის შესახებ ინფორმაციას ვხვდებით ვახუშტი ბატონიშვილის ნაწარმოებში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“:

ვიკიციტატა
„ამას ზეით ერთვის ლოპოტის-ჴევის წყალი, გამოსდის თუშეთსა და მას შორის კავკასსა, მოდის აღმოსავლიდამ დასავლად. ამ ჴევზედ მთაში არს ლოპოტი, კლდე დიდი კლდითავე მოზღუდვილი, მაგარი და შეუალი მტრისაგან, რომელი დადვა მოსვლასა ყრუსასა.[2] აქ მოერთვის ჴევი, დიდოსა და კავკასიდამ გამომდინარე. ამ ჴევს ერთვის კავკასიდამ გამომდინარე ჴევი. ამ ორსა ჴევს შორის არს ლოპოტი.[3]

ქართლის ცხოვრებაში კი ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„და წარავლინა ქადაგი, რათა დაუტეონ სოფლები და ქალაქები, რომელი იყო არა ძლიერი, და შეივლტო/დიან კავკასიანთა და კახეთად, რამეთუ კახეთი ტყე იყო და შეუვალი მტერისა მიერ. ხოლო დაჩი მეფე და დის-წული მისი გარდავიდეს კახეთად, და შედგეს ჴევსა ლოპოტისასა, ქუეყანასა მას კლდითა მოზღუდვილსა (და იყვნეს სოფლისა მის კაცნი ცეცხლისა და წყლისა მსახურ, და სავსე იყო ჴევი იგი სიმრავლითა კაცთათა ვიდრე ნოსრამდე[4])“
  1. 1.0 1.1 ნ. კეცხოველი, „საბავშვო ენციკლოპედია, საშუალო და უფროსი ასაკისათვის“, ტ. I, „თბილისი“, 1963. — გვ. 107.
  2. იგულისხმება მურვან ყრუ. წყაროს მიხედვით ომაიანთა დინასტიის ხალიფამ ილაშქრა ლოპოტის ხეობაში, თუმცა ლოპოტის ხევი ვერ აიღო.
  3. ვახუშტი ბატონიშვილი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, 1941.
  4. იგულისხმება ლოპოტის ხევის ერთ-ერთი უძლიერესი ციხე, ნოსორნა.