ადიღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ადიღეს რესპუბლიკა)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რუსეთის ფედერაციის სუბიექტი
ადიღეს რესპუბლიკა
Республика Адыгея
Адыгэ Республик
Acheshbok, Южные отроги горы Ачешбок, драматичные погодные условия раннего лета, Западный Кавказ.jpg
დროშა გერბი
Flag of Adygea.svg Coat of arms of Adygea.svg

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი მაიკოპი
კოორდინატები 45°00′00″ ჩ. გ. 40°00′00″ ა. გ. / 45.00000° ჩ. გ. 40.00000° ა. გ. / 45.00000; 40.00000
მეთაური მურატ კუმპილოვი
სახელმწიფო საბჭოს
თავმჯდომარე
ვლადიმერ ნაროჟნი
დაარსდა 1991
ფართობი 7792 კმ²
ოფიციალური ენა რუსული, ადიღეური
მოსახლეობა 463 091 კაცი (2021)
სიმჭიდროვე 59,43 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
საავტომობილო კოდი 01
ოფიციალური საიტი adygheya.ru
რუსეთის ფედერაციის
სუბიექტის კოდი
01
ადიღე — რუსეთი
ადიღე

ადიღე (ადიღ. Адыгэ), ოფიციალურად ადიღეს რესპუბლიკა (ადიღ. Адыгэ Республик) — რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციაში, რომელიც შედის სამხრეთის ფედერალურ ოკრუგში, დედაქალაქი — ქ. მაიკოპი. რესპუბლიკას ყველა მხრიდან ესაზღვრება კრასნოდარის მხარეს. შეიქმნა 1922 წლის 27 ივლისს როგორც ადიღეს (ჩერქეზეთი) ავტონომიური ოლქი, 1928 წლის აგვისტოში სახელი გადაერქვა ადიღეს ავტონომიურ ოლქად, ხოლო 1991 წლის 3 ივნისს რესპუბლიკად.

გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკის ჩრდილოეთი ნაწილი — ვაკეს, სამხრეთი — მთისწინეთს და დიდი კავკასიონის მთებს უჭირავს. ტერიტორიის დაახლოებით 40% ტყეებს უჭირავს, სადაც ფართოდ არის გავრცელებული ფართოფოთლოვანი ტყეები (წიფელი, მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი). ჰავა ზომიერად თბილი და ნოტიოა. იანვრის საშუალო ტემპერატურა −2 °C, ივლისში +22 °C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა დაახლოებით 700. ძირითადი მდინარეები: ყუბანი, ლაბა, თეთრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადიღეს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ადამიანის უძველესი კვალი ძვ. ქვის ხანას განეკუთვნება. ცნობილია ქვედა და ზედა პალეოლითის ხანის ნასახლარები. ძვ. წ. III ათასწლეულს ადიღეს ტერიტორიაზე გავრცელებულია მაიკოპის კულტურა. ადიღეები მეოტების სახელიტაც იყვნენ ცნობილი; მეოტები აერთიანებდნენ კერკეტებს, ზიხებს, ფსესებს, სინდებსა და სხვა ტომებს. ძვ. წ. V საუკუნეს სინდებმა დამოუკიდებელი სამეფო შექმნეს, მაგრამ ძვ. წ. IV საუკუნიდან ისინი ბოსფორის სამეფოს პოლიტიკურ გავლენაში მოექცნენ. მომდევნო საუკუნეებში ადიღეებმა განიცადეს სკვითებისა და სარმატების ეთნიკურ-კულტურული ზეგავლენა. I საუკუნეში ადიღეს ალანები შეესივნენ, ხოლო IV საუკუნეში — ჰუნები. I საუკუნეში გაძლიერდა ზიხების ტომი, რომელიც V-X საუკუნეებში სათავეში ედგა ადიღურ ტომთა კავშირს. „ზიხი“ ქართულ წყაროებში მოხსენიებული „ჯიქის“ შესატყვისია. ძვ. ქართული წყაროების „ჯიქეთი“ მთელ ადიღესაც გულისხმობდა. ადიღეები საქართველოში „ქაშაგების“, „ქაშქების“ სახელითაც არიან ცნობილი, სვანები მათ დღესაც „ქაშქებს“ უწოდებენ.

IV-X საუკუნეებში ადიღეები ვაჭრობდნენ ყირიმთან, ამიერკავკასიაში, ირანთან, კიევის რუსეთსა და ბიზანტიასთან. VI-X საუკუნეებში ბიზანტიამ ადიღეი თავის გავლენას დაუმორჩილა და იქ ქრისტიანობის გავრცელებას შეუდგა. XIII-XIV საუკუნეებში ადიღეებს გამოეყვნენ ყაბარდოელები და ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში დასახლდნენ. დაახლოებით XIII საუკუნიდან დასავლეთ ადიღეური ტომები ადიღელ ხალხად ჩამოყალიბდნენ. ამავე პერიოდში ნელი ტემპით ვითარდებოდა ფეოდალური ურთიერთობა. ადიღეელები მისდევდნენ მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას, მეთევზეობას, მეფუტკრეობას. ვითარდებოდა ხელოსნობა — ოქორმჭედლობა, მეთუნეობა, ლითონდამუშავება, მჭედლობა და სხვა. მეურნეობა ძირითადად ნატურალურ ხასიათს ატარებდა. XIII-XIV საუკუნეებში ადიღე ვაჭრობდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის გენუის კოლონიებთან. გაჰქონდათ უმთავრესად თაფლი, ცვილი, ხილი, ბეწვეული და სხვა საქონელი.

ადიღე-საქართველოს ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ლეონტი მროველის ცნობით, მეფეების — აზორკისა და არმაზელის დროს (I ს.) ქართლის ლაშქარში ჯიქებიც ყოფილან. ჯუანშერის ცნობით, 455 ეს მხარე ლაშქრით გაუვლია ვახტანგ გორგასალს. 656 წელს კონსტანტინოპოლის VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ ჯიქეთის ეპარქია მცხეთის საკათალიკოსოს დაექვემდებარა. XII-XIII საუკუნეებში ადიღე საქართველოს პოლიტიკურ გავლენაში მოექცა და აქ ამჯერად ქრისტიანობის გამავრცელებლად საქართველო გვევლინება.

XIII საუკუნეში ადიღეს ნაწილი ოქროს ურდომ დაიმორჩილა. XVI საუკუნიდან განიცდიდა ოსმალეთისა და ყირიმის სახანოს პოლიტიკურ ექსპანსიას. ამავე დროიდან გავრცელდა ისლამი.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკა იყოფა 7 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ რაიონად და 2 რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქად:

  1. მაიკოპის რესპუბლიკური საქალაქო ოკრუგი;
  2. ადიგეისკის რესპუბლიკური საქალაქო ოკრუგი;
  3. გიაგინსკაიას რაიონი (ადმ. ცენტრი — გიაგინსკაია);
  4. კოშეხაბელსკის რაიონი (ადმ. ცენტრი — კოშეხაბლი);
  5. კრასნოგვარდეისკის რაიონი (ადმ. ცენტრი — სოფელი კრასნოგვარდეისკოე);
  6. მაიკოპის რაიონი (ადმ. ცენტრი — ტულსკი);
  7. ტახტამუკაისკის რაიონი (ადმ. ცენტრი — ტახტამუკაი);
  8. ტეუჩეჟის რაიონი (ადმ. ცენტრი — ფონეჟუყვაი);
  9. შოვგენოვსკის რაიონი (ადმ. ცენტრი — ხაკურინოხაბლი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]