A Hard Day's Night

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
A hard day's night
ალბომის "A hard day's night" ყდა
A hard day's night
გამოცემის თარიღი 10 ივლისი 1964
ჩაწერის თარიღი ები როუდისა და პატე მარკონის სტუდიები, 29 იანვარი 19643 ივნისი 1964
ჟანრი როკ ენ როლი
ხანგრძლივობა 30 წთ 30 წმ
ლეიბლი/ები Parlophone
PMC 1230 (მონო)
PCS 3058 (სტერეო)
CDP 7 46437 2 (ახალი გამოცემა)
პროდიუსერ(ებ)ი ჯორჯ მარტინი
მიმოხილვები
ქრონოლოგია: ბითლზი
With the Beatles
(1963)
A hard day's night
(1964)
Beatles for Sale
(1964)


A Hard Day's Night არის ჯგუფ ბითლზის მესამე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში, 1964 წლის 10 ივლისს. აშშ-ში მისი გამოცემა განხორციელდა იმავე წლის 26 ივნისს. მთლიანობაში, იგი ფილმისათვის მძიმე დღის საღამო დაწერილი სიმღერების კრებულია. აშშ გამოცემა განსხვავდება ბრიტანული ვერსიისგან.

სექციების სია

[რედაქტირება] პირველი ორიგინალური ალბომი

ალბომზე შეტანილი ყველა სიმღერა ბითლზის დაწერილია - განსხვავებით წინა დისკებისგან, სადაც ზოგიერთი სიმღერა უკვე ცნობილი ჰიტის გადამუშავებული ვერსია იყო.

ალბომისა და ფილმის სახელწოდება რინგო სტარის ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა სხვადასხვა წყარო ამტკიცებს, რომ ლენონი ამ ფრაზას იყენებდა ჰამბურგული ტურის პერიოდში.

ალბომის გრამფირფიტის პირველ მხარეს შეტანილი ყველა სიმღერა გამოიყენება ფილმში. მეორე მხარეზე მოთავსებულია იმავე პერიოდში ჩაწერილი კომპოზიციები, მაგრამ არც ერთი მათგანი ფილმში არ მოხვედრილ (თუმცა, "I'll Cry Instead" შეტანილია ფილმის 1980 წლის ახალ ვერსიაში). ეს აგრეთვე არის ბითლზის პირველი სტუდიური ალბომი, რომელიც ჩაწერილი იქნა ოთხფირიან მაგნიტოფონზე, რამაც სტერეო-მიქსის საშუალება მისცა ჯგუფს. მიუხედავად ამისა, კომპაქტ დისკი მაინც მონო ვერსიას შეიცავს. ამასთან, რამდენიმე სტერეო-ვერსია გამოჩნდა კრებულზე The Capitol Albums, Volume 1 (2004).

2000 წელს გამოცემამ Q მოათავსა ეს ალბომი ყევლა დროის საუკეთესო ბრიტანული ალბომების მეხუთე ადგილზე.

1987 წლის 26 თებერვალს A Hard Day's Night ოფიციალურად გამოიცა კომპაქტ დისკზე, მონო ვერსიის სახით, ისევე როგორც ბითლზის დანარჩენი სამი ალბომი: Please please me, With the Beatles, და Beatles for sale. წარსულში აშშ-ში ვრცელდებოდა მხოლოდ ბრიტანეთიდან შემოტანილი ვერსია, ახალი გამოცემა კი დამოუკიდებლად გამოიცა გრამფირფიტაზე და კასეტაზე, 1987 წლის 21 ივლისს. სიმღერების "A Hard Day's Night", "Can't Buy Me Love" და "And I Love Her" სტერეო მიქსები შეტანილია კრებულში 1962–1966 (The Red Album).

[რედაქტირება] სიმღერები

ყველა სიმღერის ავტორები არიან ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი. ამ ორ მუსიკოსს ეკუთვნის ბითლზის სიმღერების უმრავლესობა, მაგრამ ამ ალბომზე ჯონ ლენონი უფრო დომინირებს.

  1. "A Hard Day's Night" – 2 წთ 34 წმ
  2. "I Should Have Known Better" – 2 წთ 46 წმ
  3. "If I Fell" – 2 წთ 24 წმ
  4. "I'm Happy Just to Dance with You" – 1 წთ 59 წმ
  5. "And I Love Her" – 2 წთ 33 წმ
  6. "Tell Me Why" – 2 წთ 12 წმ
  7. "Can't Buy Me Love" – 2 წთ 14 წმ
  8. "Any Time at All" – 2 წთ 15 წმ
  9. "I'll Cry Instead" – 1 წთ 49 წმ
  10. "Things We Said Today" – 2 წთ 40 წმ
  11. "When I Get Home" – 2 წთ 20 წმ
  12. "You Can't Do That" – 2 წთ 39 წმ
  13. "I'll Be Back" – 2 წთ 20 წმ

[რედაქტირება] ამერიკული გამოცემა

A hard day's night
ალბომის "A hard day's night" ყდა
A hard day's night
გამოცემის თარიღი 26 ივნისი 1964
ჩაწერის თარიღი ები როუდის სტუდია, 1964
ჟანრი როკ ენ როლი
ხანგრძლივობა 29:21
ლეიბლი/ები United Artists
UAL 3366 (მონო)
UAS 6366 (სტერეო)
პროდიუსერ(ებ)ი ჯორჯ მარტინი
ქრონოლოგია: ბითლზი
The Beatles' Second Album
(1964)
A Hard Day's Night
(1964)
Something New
(1964)


ალბომის ამერიკული გამოცემა გამოჩნდა 1964 წლის 26 ივნისს. მასში შეტანილი იყო შვიდი სიმღერა ფილმიდან. "I'll Cry Instead" ასევე შეტანილი იქნა დისკში, თუმცა ფილმშიც არ მოხვედრილა. დამატებით ინტერესს წარმოადგენს ჯორჯ მარტინის მიერ ორკესტრისათვის არანჟირებული სიმღერების ინსტრუმენტული ვერსიები.

[რედაქტირება] სიმღერები

[რედაქტირება] მხარე 1

  1. "A Hard Day's Night" − 2 წთ 28 წმ
  2. "Tell Me Why" − 2 წთ 4 წმ
  3. "I'll Cry Instead" − 2 წთ 6 წმ
  4. "I Should Have Known Better" (ინსტრუმენტული, ჯორჯ მარტინისა და ორკესტრის შესრულებით) − 2 წთ 16 წმ
  5. "I'm Happy Just to Dance with You" − 1 წთ 59 წმ
  6. "And I Love Her" (ინსტრუმენტული, ჯორჯ მარტინისა და ორკესტრის შესრულებით) − 3 წთ 42 წმ

[რედაქტირება] მხარე 2

  1. "I Should Have Known Better" − 2 წთ 42 წმ
  2. "If I Fell" − 2 წთ 16 წმ
  3. "And I Love Her" − 2 წთ 27 წმ
  4. "Ringo's Theme (This Boy)" (ინსტრუმენტული, ჯორჯ მარტინისა და ორკესტრის შესრულებით) − 3 წთ 6 წმ
  5. "Can't Buy Me Love" − 2 წთ 15 წმ
  6. "A Hard Day's Night" (ინსტრუმენტული, ჯორჯ მარტინისა და ორკესტრის შესრულებით) − 2 წთ
მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/A_Hard_Day%27s_Night"-დან
პირადი ხელსაწყოები