The Beatles Stereo Box Set

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Beatles Stereo Box Set
ალბომის The Beatles Stereo Box Set ყდა
The Beatles Stereo Box Set
გამოცემის თარიღი 9 სექტემბერი, 2009
ჩაწერის თარიღი 1962–1968, ები-როუდის სტუდია
ჟანრი როკ ენ როლი
ლეიბლი Apple, EMI
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
ქრონოლოგია: ბითლზი
Love
(2006)
The Beatles Stereo Box Set
(2009)
The Beatles in Mono
(2009)


 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 5/5 stars [1]
Rolling Stone 5/5 stars [2]
Pitchfork Media (დადებითი) [3]

The Beatles Stereo Box Set — ჯგუფ ბითლზის ალბომების კრებული, გამოცემული 2009 წლის 9 სექტემბერს. ის გამოვიდა პარალელურად მსგავსი კრებულისა The Beatles in Mono. სტერეო-ჩანაწერები დამზადდა ორიგინალური ფირებიდან, რომლებიც კომპანიის EMI არქივებში ინახებოდა. ამ რემასტერინგს გააჩნია სიმღერების გაუმჯობესებული ჟღერადობა, ხოლო სასაჩუქრო გამოცემები წარმოდგენილია როგორც მთლიანი ყუთის, ასევე ცალკეული ალბომების სახით, მუყაოს კონვერტებში, ანოტაციებით და ფოტოსურათებით.

ინფორმაცია[რედაქტირება]

16 დისკიანი კრებული მოიცავს ბითლზის ძირითადი კატალოგის სტერეო რემასტერინგებს. პირველი ოთხი ალბომი პირველად გამოიცა სტერეო-ჩანაწერების სახით (მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კრებულში ამ ალბომებში შეტანილი სიმღერები უკვე წარმოდგენილი იყო სტერეოში). Help! და Rubber Soul წარმოდგენილია ისეთი სახით, როგორც ორიგინალური აშშ ფირფიტები. Magical Mystery Tour-ის გაფორმება იდენტურია ორიგინალური ბრიტანული გამოცემისა. Yellow Submarine ორიგინალური 1969 წლის გამოცემის სახეს ატარებს. ძირითადად, ყველა ალბომის მთავარი გარეკანი ისეთია, როგორც ორიგინალურ ფირფიტებზე. ყოველ დისკს თან ახლავს მინი-დოკუმენტური ფილმები Quicktime ფორმატში. ალბომები The Beatles და Past Masters ორმაგი დისკების სახით იქნა გამოცემული.

დაკარგული სტერეო-მიქსები[რედაქტირება]

1963 წლის სინგლის She Loves You ან სინგლის Love Me Do სტერეო ვერსიების მოძიება შეუძლებელი იყო. ები-როუდის სტუდიებიში 1963 წლამდე ორიგინალური ფირები იშლებოდა ან კიდევ ერთხელ გამოიყენებოდა სხვა ჩანაწერისათვის მას შემდეგ, რაც საბოლოო ჩანაწერი გადატანილი იქნებოდა მონო ვერსიაში. ამ მიზეზით ნამდვილი სტერეო-მიქსები იკარგებოდა. სინგლის She Loves You გამოცემისათვის ეს ტრადიცია შეწყდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს ვერსია, თითქოს ზოგიერთი ფირი მაინც განადგურდა. ამიტომ ამ სინგლების (და მათი b-გვერდების) ვერსიები ამ კრებულში ან მონო ან ხელოვნურ სტერეო ვერსიებშია წარმოდგენილი. არსებობს ვერსიაც, თითქოს Love Me Do-ს ორიგინალური ვერსია გაანადგურეს გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით - ვინაიდან სტერეო და მონო ვერსიები მკვეთრად განსხვავდებოდა. 1980 წლიდან ამ სიმღერის კრებულებში შეტანისას გამოიყენება კოლექციონერებისგან შესყიდული სინგლების ასლები.

სტერეო-დისკებზე მონო-ჩანაწერების სახით გამოყენებულია კიდევ ორი სიმღერა - Only a Northern Song და You Know My Name (Look Up the Number). ამ სიმღერებიდან არც ერთი არ იქნა გადატანილი სტერეო-ჟღერადობაში ბითლზის სტუდიაში მუშაობისას. მიუხედავად ამისა, იმავე პერიოდის სიმღერები Strawberry Fields Forever, Penny Lane და Baby, You're a Rich Man 1971 წელს იქნა გადატანილი სტერეო-ჟღერადობაში. Yes It Is ასევე სტერეო-მიქსია, რომელიც 1986 წელს იქნა აღდგენილი. Day Tripper 2000 წლის ვერსიაა, რომელიც შეიტანეს ალბომში 1. Only a Northern Song გარდა ყველაფრისა, გამოჩნდა 5.1 ჩანაწერის სახით - 1999 წლის დისკზე Yellow Submarine Songtrack. 1996 წელს You Know My Name (Look Up the Number) კრებულში Anthology 2 განსხვავებული სახით იქნა შეტანილი. ეს არის ერთადერთი სიმღერა ბითლზის კატალოგიდან, რომელიც არასოდეს გამოსულა სტერეო-ჩანაწერის სახით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალფირიანი ვერსია.

ალბომები და სიმღერები[რედაქტირება]

შემდგომი გამოცემები[რედაქტირება]

1973 წლის კრებულები 1962–1966 და 1967–1970 რემასტერინგების სახით გამოიცა იმავე გუნდის მიერ, რომელმაც სტერეო და მონო კრებულებზე იმუშავა.[4] 1 და Yellow Submarine Songtrack ასევე იქნა ხელახლა გამოცემული.

შემდგომში იმავე გუნდმა იმუშავა ჯონ ლენონისა და პოლ მაკ-კარტნის, ასევე Apple Records-ზე გამოცემული სხვა ალბომების რემასტერინგებზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ბითლზის მუსიკის სხვა კრებულები:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://www.allmusic.com/album/r1626176
  2. Rolling Stone Music | Album Reviews. Rollingstone.com. წაკითხვის თარიღი: 2011-08-22.
  3. Album Reviews: The Beatles: Stereo Box / In Mono. Pitchfork. წაკითხვის თარიღი: 2011-08-22.
  4. The Beatles’ Classic 1973 ‘Red’ and ‘Blue’ Collections Remastered by Apple Corps Ltd. and EMI Music for Worldwide Release in October. emimusic.com (10 August 2010). წაკითხვის თარიღი: 16 August 2010.