Yellow Submarine Songtrack

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Yellow Submarine Songtrack
საუნდტრეკი - ბითლზი
გამოცემის თარიღი 13 სექტემბერი 1999
ჩაწერის თარიღი 1965–1968
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 45:38
ლეიბლი Apple
Capitol
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
ბითლზი - ქრონოლოგია
Anthology 3
(1996)
Yellow Submarine Songtrack
(1999)
1
(2000)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3/5 stars [1]
Blender 3/5 stars
Rolling Stone 3.5/5 stars [2]

Yellow Submarine Songtrack — ჯგუფ ბითლზის იმ სიმღერების კრებული, რომლებიც შეტანილი იქნა ფილმში „ყვითელი წყალქვეშა ნავი“. მასში შეტანილია ბევრი სიმღერა, რომელიც არ მოხვდა ალბომში Yellow Submarine. დისკის გამოცემა თან ახლდა ფილმის ხელახლა გამოცემას.

განსხვავებით ჯგუფის 2009 წლის რემასტერებისგან, ამ კრებულზე წარმოდგენილი სიმღერები წარმოადგენს ორიგინალური მრავალფირიანი ჩანაწერებიდან აღდგენილ ვარიანტებს, რასაც მანამდე ადგილი არ ჰქონია.

ორიგინალური ალბომის Yellow Submarine ორკესტრული კომპოზიციები შეტანილი იქნა DVD-ს დამატებით აუდიო ჩანაწერად, ფილმის CD/DVD შეფუთვაში.

ალბომი ბრიტანეთის ჩარტებში გამოცემისას #8 პოზიციაზე მოხვდა და პირველივე კვირის მანძილზე 19.000 ასლის ოდენობით გაიყიდა. იგი აგრეთვე Billboard 200-ის ჩარტის #15 პოზიციამდე ავიდა, გაიყიდა რა გამოცემიდან ერთი კვირის მანძილზე 68.000 ასლის სახით. საფრანგეთში იგი #13 პოზიციაზე მოხვდა.

2013 წლის 4 ივნისს ალბომი ბრიტანეტში CD-ზე ხელახლა გამოიცა (აშშ-ში - 5 ივნისს), ფილმის „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ახალ DVD და პირველ Blu-Ray გამოცემასთან ერთად. 1999 წლის ვარიანტი წარმოადგენდა სტანდარტულ ყუთს, ხოლო 2012 წლის ვერსია გამოიცა digipak-ის სახით, ბუკლეტით და ადრეული ვერსიის კატალოგის ნომრებით, დისკის ზედაპირზე საავტორო უფლებათა შესახებ ანოტაციებში 1999, ხოლო შეფუთვაზე - 2012 წლის მითითებით.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები არიან ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, გარდა სიმღერებისა 4, 7, 11 და 15 (ჯორჯ ჰარისონი).

# სახელწოდება წამყვანი ვოკალი ხანგრძლივობა
1. Yellow Submarine   რინგო სტარი 2:38
2. Hey Bulldog   ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი 3:14
3. Eleanor Rigby   პოლ მაკ-კარტნი 2:06
4. Love You To   ჯორჯ ჰარისონი 3:01
5. All Together Now   ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი 2:10
6. Lucy in the Sky with Diamonds   ჯონ ლენონი 3:28
7. Think for Yourself   ჯორჯ ჰარისონი 2:18
8. Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band   პოლ მაკ-კარტნი (სტროფები) და ჯონ ლენონი (მისამღერის წინ) 2:02
9. With a Little Help from My Friends   რინგო სტარი  
10. Baby, You're a Rich Man   ჯონ ლენონი 3:03
11. Only a Northern Song   ჯორჯ ჰარისონი 3:27
12. All You Need Is Love   ჯონ ლენონი 3:57
13. When I'm Sixty-Four   პოლ მაკ-კარტნი 2:37
14. Nowhere Man   ჯონ ლენონი (აგრეთვე პოლ მაკ-კარტნი და ჯორჯ ჰარისონი) 2:44
15. It's All Too Much   ჯორჯ ჰარისონი 6:28

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://www.allmusic.com/album/r430254
  2. Rolling Stone Music | Album Reviews. Rollingstone.com (30 August 2011). წაკითხვის თარიღი: 21 December 2011.