Nowhere Man (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Nowhere Man“
სიმღერაThe Beatles
ალბომიდან Rubber Soul
გამოსვლის თარიღი 3 დეკემბერი 1965
ჩაიწერა 21–22 ოქტომბერი 1965,
EMI-ს სტუდიები, ლონდონი
ჟანრი ფოლკ-როკი[1], ფსიქოდელიური როკი[2]
ხანგრძლივობა 2:44
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი ლენონი/მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
Rubber Soulსიმღერები
„Nowhere Man“
სინგლიThe Beatles
B-მხარე What Goes On
გამოსვლის თარიღი 21 თებერვალი 1966 (აშშ)
ჩაიწერა 21–22 ოქტომბერი 1965,
EMI-ს სტუდიები, ლონდონი
ჟანრი ფოლკ-როკი[1]
ხანგრძლივობა 2:44
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი ლენონი/მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
The Beatles — სინგლების ქრონოლოგია
„We Can Work It Out /“
(1965)
Nowhere Man
(1966)
„Paperback Writer“
(1966)

Nowhere Man — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Rubber Soul, [3] რომელიც გამოვიდა 1965 წელს. სიმღერის ავტორები არიან ლენონი/მაკ-კარტნი.

სიმღერა ჩაიწერა 1965 წლის 21 და 22 ოქტომბერს. ეს არის ჯგუფის ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელიც თემატურად რომანტიკასა თუ სიყვარულს არ ეხება და აღინიშნება ლენონის ფილოსოფიური სტილის ლირიკით. [4] 1966 წლის 21 თებერვალს სიმღერა ბრიტანეთის ფარგლების გარეთ სინგლზე გამოიცა და ავსტრალიისა და კანადის ჩარტებში #1 ადგილი დაიკავა. ბილბორდის 100-ეულში იგი #3 პოზიციაზე მოხვდა.

სიმღერაში ლენონი, მაკ-კარტნი და ჯორჯ ჰარისონი მღერიან სამხმიანი ჰარმონიით. სიმღერა აგრეთვე ჟღერს ფილმში „ყვითელი წყალქვეშა ნავი“, სადაც ჯგუფის წევრები ამ სიმღერას უმღერიან ჯერემი ჰილარი ბუბს, „ადამიანს არსაიდან“ შეხვდებიან.

ინტერპრეტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ ლენონი ამტკიცებდა, რომ სიმღერა საკუთარი თავის შესახებ დაწერ. მან იგი დაწერა 5 საათიანი ფიქრის შემდეგ, ვინაიდან სურდა Rubber Soul-ისათვის კიდევ ერთი სიმღერის შექმნა. ჟურნალ Playboy-სთან ინტერვიუში მან განაცხადა:

„იმ დილით შინაარსიანი და კარგი სიმღერის წერაში 5 საათი გავატარე და საბოლოოდ შევეშვი და წამოვწექი. მხოლოდ მაშინ მოვიფიქრე „Nowhere Man“, სიტყვები და მუსიკა, როდესაც დავწექი.“[5]

პოლ მაკ-კარტნი:

„გათენდა და მთელი ღამის შემდეგ აი ეს იყო ჯონი. მე ვფიქრობ, იმ მომენტში, მას უბრალოდ აინტერესებდა...რა მიმართულებით წავიდოდა და, სიმართლეს ვიტყვი, მეც ასე ვიყავი. მასზე ღელვა დავიწყე“.[6]

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Alan W. Pollack's Notes on "Nowhere Man"
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-10. ციტირების თარიღი: 2013-02-22.
  3. Gilliland 1969, show 35.
  4. Unterberger 2009.
  5. Playboy, September 1980.
  6. Playboy, December 1984.