NBA-ს წლის მეექვსე კაცის ჯილდო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) წლის მეექვსე კაცის ჯილდო - გადაეცემა 1982-1983 წლების NBA სეზონიდან ლიგის ყველაზე ღირებულ მოთამაშეს, რომელიც გუნდში ძირითადში ვერ ხვდება, თუმცა შეცვლაზე შემოსული ბრწყინვალედ ატარებს მატჩს (ან უბრალოდ მეექვსე კაცი). სპორტის შესახებ მწერალ კორესპონდენტებს და ტელევიზიის წამყვანებს აშშ და კანადის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა ეცემათ მისცენ ხმა. ყოველ წამყვანს შეუძლია 3 ხმა, მათ შორის პირველ მათგანს 5 ქულა ეძლევა, მეორე მათგანს 3 ქულა და მესამეს კი 1 ქულა. მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, გადაეცემა ეს ჯილდო. შესაძლებელი რომ იყოს ამ ჯილდოს მოპოვება, მოთამაშემ სეზონში უფრო მატჩი უნდა ჩაატაროს სკამიდან შემოსვლით, ვიდრე დაიწყოს.[1]

ამ ჯილდოს პირველი გაცემიდან მოყოლებული, წლის მეექვსე კაცის ჯილდო 26 სხვადასხვა მოთამაშეს გადაეცა. კევინ მაკჰეილი, რიკი პირსი და დიტლეფ შრემპფმა შეძლეს ამ ჯილდოს 2-ჯერ მოპოვება. ფინიქს სანსის მოთამაშეებს, ეს ჯილდო 4-ჯერ აქვთ მოგებული, მაშინ როდესაც ბოსტონ სელტიკსის და დალას მევერიქსის მოთამაშეებმა ამ ჯილდოს მოპოვება 3-ჯერ შეძლეს.[2] მაკჰეილი და ბილ უოლტონი არიან მხოლოდ ის ჯილდოს მფლობელები, რომლებიც შემდეგ დიდების დარბაზში იქნენ შეყვანილი. უოლტონი ასევე არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ამ ჯილდოსთან ერთად, NBA MVP ჯილდო მოიგო.[3] უკანასკნელი გამარჯვებული არის ჯეიმზ ჰარდენი.[4] მანუ ჯინობილი, შრემპფი, ლეანდრო ბარბოსა, ტონი კუკოჩი და ბენ გორდონი არიან მხოლოდ ის ჯილდოს გამარჯვებულები, რომლებიც არ არიან აშშ ტერიტორიაზე დაბადებულნი. გორდონი იყო პირველი მოთამაშე, რომელმაც ეს ჯილდო, როგორც ახალბედა, ისე შეძლო მოგება.[5]

5 მოთამაშიდან, რომლებიც არ იყვნენ აშშ ტერიტორიაზე დაბადებულიდან, 3 მათგანს არ უვარჯიშიათ NBA-მდე ლიგაში: ჯინობილი, ბარბოსა და კუკოჩი. შრემპფი თამაშობდა 2 წელი ვაშინგტონის სკოლის კალათბურთის გუნდში, ასევე ვაშინგტონის კოლეჯში, ხოლო გორდონი აღზრდილი იქნა ნიუ-იორკის შტატში, ხოლო მოგვიანებით კონექტიკუტის შტატის კოლეჯში თამაშობდა კალათბურთს.

გამარჯვებულები[რედაქტირება]

Leandro Barbosa at a game
ლეანდრო ბარბოსამ 2006-07 წლების სეზონში მოიგო ჯილდო.
Manu Ginóbili at a training ground
მანუ ჯინობილმა ჯილდოს მოგება 2007-08 წლების სეზონში შეძლო.
ლამარ ოდომი 2010-11 წლების სეზონში გამარჯვებული გახდა.
^ აღნიშნულია კვლავ NBA-ში მოქმედი მოთამაშეები.
* არჩეული იქნა ნეისმითის კალათბურთის დიდების დარბაზში
მოთამაშე (X) აღნიშნულია ნუმერაციით, თუ მერამდენეა ეს ჯილდო მისთვის
სეზონი მოთამაშე პოზიცია ეროვნება გუნდი
1982-83 ბობი ჯონსი F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ფილადელფია სიქსერსი
1983-84 კევინ მაკჰეილი* F/C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბოსტონ სელტიკსი
1984-85 კევინ მაკჰეილი* (2) F/C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბოსტონ სელტიკსი
1985-86 ბილ უოლტონი* C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბოსტონ სელტიკსი
1986-87 რიკი პირსი G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ მილუოკი ბაქსი
1987-88 როი ტერფლეი F/C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დალას მევერიქსი
1988-89 ედი ჯონსონი F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ფინიქს სანსი
1989-90 რიკი პირსი (2) G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ მილუოკი ბაქსი
1990-91 დიტლეფ შრემპფი F დროშა: გერმანია გერმანია ინდიანა პეისერსი
1991-92 დიტლეფ შრემპფი (2) F დროშა: გერმანია გერმანია ინდიანა პეისერსი
1992-93 კლიფორდ რობინსონი F/C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი
1993-94 დელ ქარი G/F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ შარლოტ ჰორნეტსი
1994-95 ენთონი მეისონი F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ნიუ-იორკ ნიქსი
1995-96 ტონი კუკოჩი F ხორვატიის დროშა ხორვატია ჩიკაგო ბულზი
1996-97 ჯონ სტარკსი G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ნიუ-იორკ ნიქსი
1997-98 დენი მენინგი F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ფინიქს სანსი
1998-99 დარელ არმსტრონგი G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ორლანდო მეჯიკი
1999-00 როდნი როჯერსი F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ფინიქს სანსი
2000-01 აარონ მაკი G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ფილადელფია სიქსერსი
2001-02 კორლის უილიამსონი F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დეტროიტ პისტონსი
2002-03 ბობი ჯექსონი G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ საკრამენტო კინგსი
2003-04 ენტოუნ იამისონი^ F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დალას მევერიქსი
2004-05 ბენ გორდონი^ G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთ. სამეფო[a][6]
ჩიკაგო ბულზი
2005-06 მაიკ მილერი^ F/G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ მემფის გრიზლი
2006-07 ლეანდრო ბარბოსა^ G დროშა: ბრაზილია ბრაზილია ფინიქს სანსი
2007-08 მანუ ჯინობილი^ G დროშა: არგენტინა არგენტინა სან-ანტონიო სპურსი
2008-09 ჯეისონ ტერი^ G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დალას მევერიქსი
2009-10 ჯამალ ქროუფორდი^ G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ატლანტა ჰოუქსი
2010-11 ლამარ ოდომი^ F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი
2011-12 ჯეიმზ ჰარდენი^ G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ოკლაჰომა-სიტი თანდერი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

აღნიშვნა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Ginobili Wins 2007-08 Sixth Man of the Year Award Presented by Kia Motors. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc (April 21, 2008). წაკითხვის თარიღი: July 11, 2008.
  2. Phoenix’s Barbosa Wins 2006-07 NBA Sixth Man Award. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc (May 1, 2007). წაკითხვის თარიღი: July 11, 2008.
  3. Most Valuable Player. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. წაკითხვის თარიღი: June 15, 2009.
  4. NBA (May 10, 2012). "Thunder's James Harden wins Kia Sixth Man Award". პრეს-რელიზი. Archived from the original on May 10, 2012. http://www.webcitation.org/67Z2qAvnZ. 
  5. Gordon Wins NBA Sixth Man of the Year Award. NBA.com/Chicago Bulls. Turner Sports Interactive, Inc (May 3, 2005). წაკითხვის თარიღი: July 11, 2008.
  6. First Person: Ben Gordon, Bulls Guard. Sports Illustrated (November 13, 2006). წაკითხვის თარიღი: August 14, 2008.