NBA-ის ყველა-მოთამაშის გუნდი — ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოველ წლიური წოდებაა ლიგის საუკეთესო მოთამაშეებს შორის, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ სახელდება. გუნდების არჩევანი ხდება სპორტული სტატიების მწერლების და ტელე-წამყვანების მიერ აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე.[1] გუნდი 1946 წლიდან მოყოლებული, როდესაც ლიგა დაარსდა, მას მერე სახელდება ყოველ-წლიურად.[2] ყველა-მოთამაშის გუნდები თავდაპირველად ორ გუნდად იყო გაყოფილი, 1988 წლიდან მოყოლებული კი გუნდები სამად გაიყო, სადაც თითოეულ მათგანში 5 კაციანი შემადგენლობაა, სრულად კი 15 ადგილია.
მოთამაშეები იღებენ 5 ქულას პირველი გუნდში შესასვლელად, 3 ქულას მეორე გუნდში და 1 ქულას მესამე გუნდში შესასვლელად. ხუთი მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, ხვდება პირველ გუნდში, ხოლო შემდეგი 5 საუკეთესო ქულიანი მოთამაშე მეორე გუნდში და მესამე გუნდში ნაკლებ ქულიანები. ფრის შემთხვევაში შემადგენლობა იზრდება. ერთადერთი ფრის შემთხვევა 1952 წელს იყო, როდესად ბობ დევისმა და დოლფ შეისმა ქულები თანაბრად მიიღეს.[1] 1946-1955 წლებში მოთამაშეები პოზიციების მიხედვით არ ირჩეოდნან, ხოლო ყოველი გუნდში შეყვანა 2 ფორვარდის, 1 ცენტრის და 2 გარდის არჩევა 1956 წლიდან მოყოლებული მოდის.[2]
კარიმ აბდულ-ჯაბარი დღემდე ფლობს ყველაზე მეტ - 15 არჩევანს.[3] კარლ მელოუნი, შაკილ ო'ნილი და კობი ბრაიანტი 14-ჯერ დასახელებულნი არიან ამ გუნდებში, ხოლო ტიმ დანკანი კი 13-ჯერ იქნა დასახელებული.[3] დოლფ შეისი, ბობ ქასი, ჯერი უესტი, ჯაკიმ ოლეიუონი და დირკ ნოვიცკი ამ გუნდებში 12-ჯერ არიან დასახელებული.[3] მელოუნი პირველ გუნდში ყველაზე მეტი რაოდენობით - 11-ჯერ იქნა დასახელებული, როდესაც ქასი, ბობ პეტი, ელჯინ ბეილორი, აბდულ-ჯაბარი, მაიკლ ჯორდანი და ბრაიანტი ყველა თანაბრად მეორე ადგილოსნები არიან 10 დასახელებით პირველ გუნდში.[3]
| ^ |
აღნიშნულია NBA-ში კვლავ აქტიური მოთამაშეები |
| * |
არჩეული იქნა ნეისმითის კალათბურთის დიდების დარბაზში |
| მოთამაშე (X) |
აღნუშნულია ციფრით, თუ მერამდენეა მოთამაშისთვის |
მოთამაშე
(მუქი ტექსტით) |
აღნიშნავს მოთამაშეს, რომელმაც მოიგო NBA MVP ჯილდო იმავე წელს[a] |
ბობ ქასი არჩეული იქნა All-NBA გუნდში 12-ჯერ.
1946-47 წლებიდან 1954-55 წლების სეზონამდე, All-NBA გუნდში სახელდებოდა 2 გუნდი, სადაც თითოეულ მათგანში 5 მოთამაშე შედიოდა, გამონაკლისი ფრის შემთხვევაში იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, მოთამაშეები ყოველგვარი პოზიციის გარეშე ხვდებოდნენ ამ შემადგენლობაში.
ბილ რასელი (მარცხნივ) არჩეული იქნა All-NBA გუნდში 11-ჯერ.
კარიმ აბდულ-ჯაბარი, ასევე ცნობილი როგორც ლუ ალსინდორი All-NBA გუნდში ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ არის დასახელებული.
1955-56 წლებიდან 1987-88 წლებამდე, All-NBA იყოფოდა 2 გუნდად, ყოველ გუნდში 5 მოთამაშე იყო, გამონაკლისია ფრის შემთხვევაში. ამ დროის განმავლობაში, მოთამაშეები არჩეული იქნენ პოზიციის მიხედვით: 2 ფორვარდი, 1 ცენტრი და 2 გარდი.
1988-89 წლებიდან მოყოლებული, All-NBA გუნდი გაყოფილი იქნა 3 გუნდად, ყოველ მათგანში 5 მოთამაშით, გამონაკლისი მხოლოდ ფრის შემთხვევაშია. მოთამაშეები ირჩევიან პოზიციების მიხედვით: 2 ფორვარდი, 1 ცენტრი და 2 გარდი.
ყველაზე მეტჯერ არჩეული [რედაქტირება]
მიმდინარე ცხრილში შესულია მხოლოდ ის მოთამაშეები, რომლებიც სულ ცოტა 10-ჯერ იქნენ არჩეული.
| * |
აღნიშნულია ის მოთამაშეები, რომლებიც ნეისმითის კალათბურთის დარბაზში იქნენ შეყვანილი. |
| ^ |
აღნიშნულია კვლავ აქტიური მოთამაშეები |
| # |
მოთამაშე |
ტოტალი |
პირველი გუნდი |
მეორე გუნდი |
მესამე გუნდი |
MVP |
| 1 |
აბდულ-ჯაბარი, კარიმკარიმ აბდულ-ჯაბარი* |
15 |
10 |
5 |
0 |
6 |
| 2 |
ბრაიანტი, კობიკობი ბრაიანტი^ |
14 |
10 |
2 |
2 |
1 |
| 3 |
მელოუნი, კარლკარლ მელოუნი* |
14 |
11 |
2 |
1 |
2 |
| 4 |
ო'ნილი, შაკილშაკილ ო'ნილი |
14 |
8 |
2 |
4 |
1 |
| 5 |
დანკანი, ტიმტიმ დანკანი^ |
13 |
9 |
3 |
1 |
2 |
| 6 |
ქასი, ბობბობ ქასი* |
12 |
10 |
2 |
0 |
1 |
| 7 |
ნოვიცკი, დირკდირკ ნოვიცკი^ |
12 |
4 |
5 |
3 |
1 |
| 8 |
ოლეიუონი, ჰაკიმჰაკიმ ოლეიუონი* |
12 |
6 |
3 |
3 |
1 |
| 9 |
შეისი, დოლფდოლფ შეისი* |
12 |
6 |
6 |
0 |
0 |
| 10 |
უესტი, ჯერიჯერი უესტი* |
12 |
10 |
2 |
0 |
0 |
| 11 |
ბარკლი, ჩარლზჩარლზ ბარკლი* |
11 |
5 |
5 |
1 |
1 |
| 12 |
ჰევლიჩეკი, ჯონჯონ ჰევლიჩეკი* |
11 |
4 |
7 |
0 |
0 |
| 13 |
ჯორდანი, მაიკლმაიკლ ჯორდანი* |
11 |
10 |
1 |
0 |
5 |
| 14 |
პეტი, ბობბობ პეტი* |
11 |
10 |
1 |
0 |
2 |
| 15 |
რობერტსონი, ოსკაროსკარ რობერტსონი* |
11 |
9 |
2 |
0 |
1 |
| 16 |
რასელი, ბილბილ რასელი* |
11 |
3 |
8 |
0 |
5 |
| 17 |
სტოქტონი, ჯონჯონ სტოქტონი* |
11 |
2 |
6 |
3 |
0 |
| 18 |
ბეილორი, ელჯინელჯინ ბეილორი* |
10 |
10 |
0 |
0 |
0 |
| 19 |
ბირდი, ლარილარი ბირდი* |
10 |
9 |
1 |
0 |
3 |
| 20 |
ჩემბერლენი, უილტუილტ ჩემბერლენი* |
10 |
8 |
2 |
0 |
4 |
| 21 |
ჯონსონი, მეჯიკმეჯიკ ჯონსონი* |
10 |
9 |
1 |
0 |
3 |
| 22 |
რობინსონი, დევიდდევიდ რობინსონი* |
10 |
4 |
2 |
4 |
1 |
- a ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო, პირველად 1956 წელს გადაეცათ.
- b ლუ ალსინდორმა სახელი 1971-1972 წლებში შეიცვალა და გახდა კარიმ აბდულ-ჯაბარი.[4]
- c როდესაც ოლეიუონი ჩავიდა აშშ-ში, ჰიუსტონის უნივერსიტეტმა მისი სახელი არასწორად - აკიმი გამოთქვა. ამ სახელს ის 1991 წლის 9 მარტამდე იყენებდა, შემდეგ კი მან მის სახელს წინ ჰ ასო დაუმატა.[5][6]
- d რონ არტესტმა სახელი 2011 წლის 6 სექტემბერს შეიცვალა, რომელსაც ამჯერად მეტა უორლდ ფის ჰქვია.[7]
- e ამარ'ე სტაუდმაიერის სახელი ადრე არასწორად იწერებოდა, რომელსაც ყველა ამარე-თი წერდა, როდესაც NBA-ში შემოაბიჯა, მაგრამ 2008 წლის ოქტომბერში მან სახელი ამარ'ე-თი გადაირქვა.[8][9]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 MVP Nash Highlights All-NBA First Team. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc (May 17, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან 28 February 2007-ში. წაკითხვის თარიღი: January 18, 2007.
- ↑ 2.0 2.1 All-NBA Teams. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან 17 September 2008-ში. წაკითხვის თარიღი: August 7, 2008.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 All-League Selections by Player. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან 30 June 2008-ში. წაკითხვის თარიღი: August 7, 2008.
- ↑ Kareem Abdul-Jabbar Bio. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან 31 July 2008-ში. წაკითხვის თარიღი: August 4, 2008.
- ↑ Hakeem Olajuwon Bio: 1992-93. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან 16 May 2008-ში. წაკითხვის თარიღი: June 15, 2008.
- ↑ Dufresne, Chris. “Hakeem Still Can Be Called 'the Dream'“, Los Angeles Times, March 11, 1991, p. 2.
- ↑ Artest's Name Change to Metta World Peace Approved. The New York Times (September 16, 2011). წაკითხვის თარიღი: September 16, 2011.
- ↑ Bickley, Dan. “Bickley on Amaré: Awaking the giant“, The Arizona Republic, October 30, 2008. წაკითხვის თარიღი: March 25, 2009.
- ↑ McMenamin, Dave. “Change the name of the game for Stoudemire this season“, NBA.com, Turner Sports Interactive, Inc, November 20, 2008. წაკითხვის თარიღი: March 25, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან 27 February 2009-ში.