მილუოკი ბაქსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მილუოკი ბაქსი
Milwaukee Bucks
მილუოკი ბაქსის სეზონი 2012–13
მილუოკი ბაქსი ლოგო
კონფერენცია აღმოსავლეთი
დივიზიონი ცენტრალური
დაარსდა 1968
ისტორია მილუოკი ბაქსი
(1968–დღემდე)
არენა Bradley Center
ქალაქი მილუოკი, ვისკონსინი
გუნდის ფერები მწვანე, წითელი, ვერცხლისფერი, თეთრი
                   
მფლობელ(ებ)ი ჰერბ კოლი
გენერალური მენეჯერი ჯონ ჰემონდი
მთავარი მწვრთნელი სკოტ სკილზი
D-ლიგის კლუბი Fort Wayne Mad Ants
ჩემპიონები 1 (1971)
კონფერენციის ტიტულები 2 (1971, 1974)
დივიზიონის ტიტულები 13 (1971, 1972, 1973, 1974, 1976, 1980, 1981, 1982, 1983, 1984, 1985, 1986, 2001)
გაუქმებული ნომრები 7 1, 2, 4, 14, 16, 32, 33
ოფიციალური საიტი
Kit body thinsidesonwhite.png
{{{title}}} jersey
Kit shorts blanksides2.png
გუნდის ფერები
ძირითადი
Kit body thinredsides.png
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
სარეზერვო

მილუოკი ბაქსი (ინგლ. Milwaukee Bucks) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც ქალაქ მილუოკში, ვისკონსინის შტატში მდებარეობს. ბაქსი არის წევრი ცენტრალური დივიზიონის, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). გუნდი შეიქმნა 1968 წელს, როგორც ლიგის დამატებითი გუნდი, რომელიც ახლა BMO Harris Bradley Center ატარებს საშინაო მატჩებ. აშშ სენატორი ჰერბ კოლი არის გუნდის მფლობელი სკოტ სკილზთან ერთად, რომლებსაც როგორც მთავარი მწვრთნელის, ასევე გენერალური მენეჯერის პოსტზე ჯონ ჰემონდი ჰყავთ დანიშნული. ბაქსმა არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთხელ შეძლო NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვება (1971), ორჯერ მოახერხა კონფერენციის ტიტულის მოგება (1971, 1974), ასევე 13 დივიზიონის ტიტული (1971, 1972, 1973, 1974, 1976, 1980, 1981, 1982, 1983, 1984, 1985, 1986, 2001). გუნდი დაკავშირებულია ისეთ მოთამაშეებთან, როგორებიც არიან კარიმ აბდულ-ჯაბარი, ოსკარ რობერტსონი, ბობ ლენიერი, რეი ალენი, მაიკლ რიდი, ენდრუ ბოგატი და ჯონ მაკგლოკინი.

გუნდის ისტორია[რედაქტირება]

გუნდის შექმნა[რედაქტირება]

მილუოკი ბაქსი შეიქმნა 1968 წლის იანვარში, როდესაც NBA დაასაჩუქრა მილუოკის პროფესიონალური სპორტი და სერვისი გუნდის შექმნით, ჯგუფს კი უესლი პავალონი და მერვინ ფიშმენი ლიდერობდნენ. გუნდმა NBA რეგულარული სეზონის პირველი მატჩი ჩიკაგო ბულზის წინააღმდეგ ჩაატარა მილუოკის არენაში, სადაც თამაშს 8 467 მაყურებელი ესწრებოდა. როგორც ყველა ახლად დამატებული გუნდი, ბაქსის პირველი სეზონი 1968-69 წლების არეულობით და დიდი ბრძოლით დაიწყო. გუნდის პირველი გამარჯვება მე-6 თამაშში მოვიდა, როდესაც ბაქსმა დეტროიტ პისტონსი 134-118 დაამარცხა. ბაქსმა გუნდის ისტორიის არსებობის პირველ წელს, 26 თამაშის მოგება მოახერხა. სეზონის დამთავრების შემდეგ, ბაქსმა გამოიმუშავა საშუალება, რომ აეგდოთ მონეტა, თუ ვინ მოიგებდა დრაფტის პირველ არჩევანს, სადაც მისი მეტოქე ფინიქს სანსი იყო. ბაქსმა მოიგო არჩევანის უფლება, მაგრამ ამის შემდეგ უნდა მოეგო ფულადი სახსრებით ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (ABA) გუნდისთვის.

1969-1975: კარიმ აბდულ-ჯაბარის ერა[რედაქტირება]

არავინ ელოდა გუნდის 1969-70 წლების სეზონს. მათ ამ სეზონში 56-26 შედეგით დაასრულეს - რაც წინა სეზონთან შედარებით გაორმაგებული შედეგი იყო. ეს შედეგი იყო საკმარისი გუნდის ლიგაში მე-2 ადგილის დასაკავებლად, რაც მხოლოდ ნიუ-იორკ ნიქსს ჩამოუვარდებოდა. წინა სეზონთან შედარებით ბაქსმა 29 მოგებით გააუმჯობესა, რაც ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი იყო ერთი სეზონის ნახტომით ლიგაში, ეს რეკორდი კიდევ 10 წელი ხელ-შეუხებელი იყო, საბოლოოდ კი 1978-19 წლების სეზონში ბოსტონ სელტიკსმა 29 თამაში მოიგო, ხოლო 1979-80 წლების სეზონში კი 61 მატჩი (რაც ახალბედა ლარი ბირდის დიდი დამსახურება იყო). ბაქსმა შეძლო დაემარცხებინა აღმოსავლეთი კონფერენციის ნახევარ-ფინალში ფილადელფია სიქსერსი 5 თამაშში, მაგრამ დამარცხდა კონფერენციის ფინალში ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ 5 თამაშში.

მომდევნო სეზონში, ბაქსს შეხვდა მოულოდნელი საჩუქარი, როდესაც მათ ოსკარ რობერტსონი აიყვანეს, ცნობილი როგორც „დიდი O“, ცინცინატი როიალზიდან. გუნდის არსებობის მხოლოდ მესამე სეზონში, ბაქსმა 66-16 შედეგით დაასრულა რეგულარული სეზონი, რაც მეორე საუკეთესო მოგებითი შედეგი იყო NBA ისტორიაში იმ დროისთვის, ასევე დღემდე საუკეთესო შედეგი გუნდის ისტორიაში. რეგულარული სეზონის განმავლობაში, ბაქსმა დაამყარა რეკორდი იმ დროს 20 თამაშიანი ზედიზედ გამარჯვებებით. გუნდმა პლეი-ოფი 12-2 შედეგით დაასრულა და 1971 წლის 30 აპრილს მოიგო NBA ჩემპიონის ტიტული, როდესაც ბალტიმორ ბულეტსი 4-0 დაამარცხეს. გუნდის არსებობის მანძილზე მხოლოდ მესამე სეზონში გამარჯვებული ჩემპიონობით, ბაქსი გახდა ყველაზე სწრაფი ახლად შექმნილი გუნდი NBA ისტორიაში, რომელმაც მალევე მოახერხა ჩემპიონობის მოგება, თუმცა მას შემდეგ 4 დეკადის გასვლის მიუხედავად, გუნდის ისტორიაში ეს ტიტული კვლავ ერთადერთ გამარჯვებად რჩება.

1972 წელს, გუნდმა სეზონი 60 მოგებით დაასრულა, რაც იმ დროისთვის პირველი გუნდი იყო, რომელმაც ესეთი მოგებებით დაიწყო. ამავე წელს, ლუ ალსინდორმა მიიღო ისლამი და შეიცვალა სახელი - კარიმ აბდულ-ჯაბარი. მილუოკმა პლეი-ოფში დაამარცხეს უორიორსი 4-1, თუმცა დამარცხდნენ კონფერენციის ფინალში ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ 2-4. ტრავმებმა ზეგავლენა მოახდინა გუნდის 1973 წლის სეზონზე, რის გამოც ვერ მოახერხეს პლეი-ოფში გასვლა, მაგრამ გუნდი დაბრუნდა NBA ფინალში მომდევნო - 1974 წლის სეზონში, სადაც ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ აღმოჩნდა. მე-6 თამაშში, ჯაბარმა ცალ-ხელით შორიდან ჩააგდო ფარში, რაც დაეხმარა გუნდს ორმაგი დამატებითი დრო, ბაქსის მოგებით დასრულებულიყო. მაგრამ ბაქსმა წააგო მე-7 თამაში და დათმო ტიტული. 2012 წლის მონაცემებით, გუნდს იგივე წარმატება აღარ გაუმეორებია და არ დაბრუნებულან NBA ფინალში. 1974-75 წლების სეზონი ჯაბარის ტრავმით დაიწყო, რასაც გუნდის მიერ 3-13 დაწყება მოჰყვა. ჯაბარის დაბრუნების შემდეგ კი გუნდში სხვა წამყვანი მოთამაშეების ტრავმები მოჰყვა, რამაც გუნდი დივიზიონის ფსკერზე გაუშვა 38-44 შედეგით. სეზონის დასრულების შემდეგ, ჯაბარმა განაცხადა, რომ აღარ სურდა ეთამაშა ბაქსის მაისურით, ასევე ამბობდა რომ სურდა დიდ ქალაქში გადასვლა. მისი განცხადების თანახმად, ის ითხოვდა ლოს-ანჯელესის ან ნიუ-იორკის რიგებში გადასვლას. გუნდის პერსონალს არ შეეძლო მისი შენარჩუნება, ამიტომ 1975 წლის 16 ივნისს, გუნდმა მეგა-გაცვლა მოახდინა, როდესაც ჯაბარი ლეიკერსში გაუშვა ელმორ სმიტის, ჯუნიორ ბრიჯმენის, ბრაიან უინტერის და დევიდ მეიერსის ნაცვლად. საბოლოოდ ამ გაცვლამ, გუნდი მფლობელების შეცვლამდე მიიყვანა. ჯიმ ფიტზჯერალდმა, რომელიც ყველაზე დიდი წილს ფლობდა, სურდა მისი წილის გაყიდვა. მიუხედავად დიდი წილის ქონისა, ფიტზჯერალდს არ შეეძლო გუნდის კონტროლი.

1976–1987: დონ ნელსონის ერა[რედაქტირება]

მეგა-გაცვლის შემდეგ, გუნდს რამდენიმე დასამახსოვრებელი სეზონი ჰქონდა, მაგრამ უმეტესწილად ეს კონკრეტულ მოთამაშეებზე იყო დამოკიდებული. ჯიმ ფიტზჯერალდმა გუნდი გაყიდა 1976 წლისთვის, რითაც გუნდის ახალი ერა დაიწყო. ეს დაიწყო როდესაც გუნდის მწვრთნელის რანგში 1976 წლის ნოემბერში მოვიდა დონ ნელსონი. 1977 წლის დრაფტზე, ბაქს ჰქონდა 3 პირველი რაუნდის არჩევნის უფლება, რაც მათ კენტ ბენსონის, მარკუს ჯონსონის და ერნი გრანფილდის აყვანას მოახმარეს. ასევე 1979 წელს ახალბედის დებიუტი ჰქონდა სიდნი მონკრიფს.

1977 წლის 18 ოქტომბერს, როდესაც ბაქსი ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ თამაშობდა, რომელთა რიგებშიც კარიმ აბდულ-ჯაბარი ირიცხებოდა უკვე, სადაც მას ბენსონი მეურვეობდა. ფარის ქვეშ, ჯაბართან ბენსონი ძალიან აგრესიული იყო, რასაც საბოლოოდ ჯაბარის გაღიზიანება და დარტყმა მოჰყვა, თუმცა მისი ხელის ტრავმა მოჰყვა ამას. საბოლოოდ ჯაბარი 5 000 აშშ დოლარით დაჯარიმდა, ასევე გამოტოვა შემდეგი 20 მატჩი. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ ბენსონს მის წინააღმდეგ აგრესიულად აღარ უთამაშია. 1980 წლის თებერვალში, ბაქსმა კენტ ბენსონი გაუშვა დეტროიტ პისტონსის რიგებში ვეტერანი ბობ ლენიერ ნაცვლად, რომელმაც მთელი არენა შეავსო, რაც ჯაბარის წასვლის შემდეგ ეკლდა. გუნდმა 1980 წელს მოიგო შუა-დასავლეთ დივიზიონის ტიტული, თუმცა დამარცხებული იქნა ნახევარ-ფინალში სიეტლ სუპერსონიქსის მიერ. სეზონის დასრულების შემდეგ, ბაქსი აღმოსავლეთი კონფერენციის ცენტრალურ დივიზიონში გადავიდა.

აქ გუნდმა ზედიზედ 6 დივიზიონის ტიტულის მოპოვება შეძლო, ხოლო 11 სეზონის განმავლობაში .500 მაჩვენებელი ჰქონდა სეზონში. ამ წლების განმავლობაში, ბაქსი ერთერთი მოწინავე გუნდი გახდა რაც მონკრიფის, პოლ პრესის, კრეგ ჰოჯის და ტერი კამინგსის დამსახურება იყო. თუმცა მიუხედავად სამისა, გუნდი ვერ ახერხებდა NBA ფინალამდე მისვლას, სადაც ყოველ ჯერზე სელტიკსის ან სიქსერსის მიერ იქნა გამოვარდნილი.

მფლობელების და არენის შეცვლა[რედაქტირება]

1985 წელს, ფიტზჯერალდმა და მისმა პარტნიორებმა (ერთერთი მათგანი სტიუარტ შედელი) გადაწყვიტეს ბაქსის გაყიდვა. მას ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები, ამის გამო რამდენიმე მის ინვესტორს სურდა მისი გასვლა საქმიდან. ბაქსს იმ დროისთვის ყველაზე პატარა არენა ჰქონდა NBA-ში, ხოლო ქალაქს არ სურდა ახალის აშენება. მილუოკელმა ბიზნესმენმა (ამჟამად აშშ სენატორმა) ჰერბ კოლმა გადაწყვიტა გუნდის შეძენა, მიუხედავად იმისა რომ იყო შიში გუნდის ახალი მფლობელის შესყიდვის შემდეგ მილუოკიდან გუნდის გადასვლის. სანამ ყველა დოკუმენტი გაფორმდებოდა, ჯეინი და ლოიდ პეტი, რომლებიც მილუოკის გამომცხადებლები იყვნენ, გუნდის ახალ არენას ბრედლის ცენტრს უწოდებდნენ. 2003 წელს, კოლმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა არ მიეყიდა გუნდი მაიკლ ჯორდანზე, ასევე "განაგრძობდა გუნდის მფლობელობას, გაუმჯობესებას და ვისკონსინის შტატში მის გაფართოებას.

2012 წელს, არენამ გაყიდა სახელზე არსებული უფლებები BMO Harris Bank division of Bank of Montreal, რომელმაც გუნდის საშინაო არენას BMO Harris Bradley Center დაარქვა.

1990–1998: გადახალისება[რედაქტირება]

1990 წლების უმეტესი პერიოდი, უმეტესწილად არეულობაში იყო მწვრთნელ ფრენკ ჰემბლენის, მაიკ დანლევის და კრის ფორდის დროს. 1991 წლიდან 1998 წლამდე, გუნდის 7 სეზონის განმავლობაში წაგებებით სრულდებოდა. ამ დროის გნამავლობაში ბაქსმა დრაფტზე აიყვანა გლენ რობინსონი რომელიც პირველი არჩევანი გახდა 1994 წლის NBA დრაფტზე, ასევე 1996 წელს აიყვანეს ახალბედა რეი ალენი დრაფტის დღეს მინესოტა ტიმბერვულვზიდან. ორივე მოთამაშემ დიდი როლი ითამაშა 1990 წლების მოგვიანებით გუნდის თამაშის გაუმჯობესებაში.

ბაქსის ლოგო გამოიყენებოდა 1993–2006 წლებში. ახლანდელი ლოგო არის იგივე, ოღონდ იისფერი ჩაანაცვლა წითელმა, ასევე განსხვავებული ტექსტის ფონტი, ასევე ბაქს აქვს მწვანე თვალები

1993 წელს, გუნდის არსებობის 25 წლისთავზე, ბაქსმა შეიცვალა ლოგო და უნიფორმა. ფერები იყო მწვანე, იისფერი და ვერცხლისფერი. ასევე ძველი ლოგო, რომელზეც გამოსახული იყო ანიმაციური ირემი, ჩანაცვლებული იქნა უფრო რეალურით. იისფერი გასვილითი ფორმამ ჩაანაცვლა ყოფილი მწვანე გასვლითი ფორმა.

1998–2003: რეი ალენის ერა[რედაქტირება]

გუნდის რამდენიმე წლიანმა ფსკერისკენ სვლამ, გუნდი სერიოზულ საკალათბურთო ოპერაციებზე დააფიქრა. 1998 წელს, გუნდმა ვეტერანი მწვრთნელი - ჯორჯ კარლი აიყვანა, რომელიც NBA ფინალში სიეტლ სუპერსონიქსთან ერთად გააღწია. კარლის და გენერალური მენეჯერ ერნი გრანფილდის ლიდერობით, გუნდმა შეძლო ისეთი ტალანტების დამატება, როგორებიც არიან ტიმ თომასი და სემ კასელი, რითაც შეეცადნენ აღმოსავლეთი კონფერენციის ელიტარულ კლუბებში შესულიყვნენ. გუნდის „დიდი სამეული“ დაკომპლექტებული იყო ალენი, კასელი და რობინსონით, რომლითაც კარლმა შექმნა წარმატებული ერა მილუოკში. გუნდმა ზენიტს 2000-01 წლების სეზონში მიაღწია, როდესაც 52 თამაშის მოგება შეძლეს, რაც საკმარისი იყო ცენტრალური დივიზიონის ტიტულის მოსაპოვებლად. იმ წელს ბაქსმა შეძლო გასულიყო 2001 წლის აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალში, სადაც 7 თამაშში დამარცხდნენ ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ.

ალტერნატიული ლოგო 1993–2006 წლებში

მას შემდეგ რაც გუნდი 2001 წელს ახლოს იყო ფინალთან, ბაქსმა დაიწყო მნიშვნელოვანი მოთამაშეების დამატება სეზონის უქმეებზე, რომელიც დაეხმარებოდა მათ NBA ფინალში გასვლაში. ჯორჯ კარლის ბრწყინვალე მონდომებით და ინიციატივით, ბაქსმა ფორვარდი ენტონი მეისონი აიყვანა 2001-02 წლების სეზონში. ამ აყვანის შემდეგ გაზეთების ფურცლებზე გაჩნდა ლაპარაკი, სადაც გუნდს საკმარისი რესურსი ჰქონდა აღმოსავლეთის მოსაგებად. შუა-სეზონის პერიოდში, ბაქსი მე-4 ადგილზე იმყოფებოდა კონფერენციაში, თუმცა გუნდს დაეწყო ჩავარდნა. კულმინაცია იყო რეგულარული სეზონის უკანასკნელ მატჩში დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ მარცხი, რომელმაც ბაქსი პლეი-ოფის საგზურს დაამშიდობა. მიზეზი იყო მოთამაშეებისა და მწვრთნელის გაუგებრობა, რასაც სეზონის ბოლო გლენ რობინსონის ატლანტაში გაშვება (ტონი კუკოჩი, რომელიც 2003 წლის პირველი რაუნდის არჩევანი იყო და თი ჯეი ფორდის სანაცვლოდ) მოჰყვა.

2002-03 წლების სეზონში, ბაქსმა რეი ალენი და რონალდ მიურეი გაუშვა სიეტლ სუპერსონიქსში გარი პეიტონის და დესმონდ მეისონის ნაცვლად. საბოლოოდ გუნდმა სეზონი 42-40 დაასრულა, რაც საკმარისი იყო პლეი-ოფში გასასვლელად, თუმცა პირველივე რაუნდში, რომელიც ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ იყო, ბაქსი დამარცხდა 6 თამაშში. სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდმა სემ კასელი და ირვინ ჯონსონი გაუშვა მინესოტა ტიმბერვულვზის რიგებში ჯოუ სმიტის სანაცვლოდ. ასევე გუნდი დატოვა პეიტონმა თავისუფალი აგენტის სტატუსით, მას შემდეგ რაც ბაქსში მხოლოდ 28 მატჩი ჩაატარა. ასევე მწვრთნელ ჯორჯ კარლმა დაასრულა ბაქსში კარიერა სეზონის დასრულების შემდეგ. მხოლოდ 1 წელიწადში, გუნდმა დაკარგა მწვრთნელი და ის მოთამაშეეები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით გუნდის იმ დროინდელ წარმატებაში.

2003–2008: პლეი-ოფის ჩავარდნა[რედაქტირება]

ბაქსის ლოგო 2006–დღემდე

ახალი გენერალური მენეჯერის - ლარი ჰერისის მსვლელობით, ბაქსში არეულობა დაიწყო და ტრავმების ეპიდემია შემდეგი 6 სეზონის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში, გუნდი მხოლოდ 2-ჯერ გავიდა პლეი-ოფში, პირველი მათგანი როდესაც გუნდს ტერი პორტერი წვრთნიდა 2004 წელს და მეორე მათგანი როდესაც ტერი სტოტსი წვრთნიდა გუნდს 2006 წელს. ორივე შემთხვევაში, პირველივე რაუნდში გუნდი დამარცხებული იქნა დეტროიტ პისტონსის მიერ 5 თამაშში. ამ პერიოდის განმავლობაში, მაიკლ რიდი გახდა გუნდის ახალი სახე. ასევე ბაქსმა მიიღო #1 არჩევის უფლება 2005 წლის NBA დრაფტზე, რომელიც გუნდმა ენდრუ ბოგატის არჩევანს მოახმარა. ენდრუ პირველი 4 წლის მანძილზე ტრავმებს ებრძოდა, მაგრამ როდესაც ჯანმრთელი არ იყო, ის ხდებოდა გუნდის მნიშვნელოვანი დამხმარე.

2008 წლის მარტში, გუნდის დაარსებიდან 40 წლისთავზე, გულშემატკივრებმა აირჩიეს გუნდი, რომელშიც შედიოდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან: კარიმ აბდულ-ჯაბარი, ოსკარ რობერტსონი, რეი ალენი, სიდნი მონკრიფი და მაიკლ რიდი.

ასევე მარტში, გუნდმა განაცხადა, რომ არ აპირებდა გენერალური მენეჯერ - ლარი ჰარისის კონტრაქტის განახლებას, რომლის ვადაც ივნისში იწურებოდა. აპრილში, ბაქსმა ჯონ ჰემონდი აიყვანა გენერალური მენეჯერის ადგილას, რომელიც ყოფილი ვიცე პრეზიდენტი იყო კალათბურთის ოპერაციებში დეტროიტ პისტონსში. ჰემონდმა შეძლო ახალი მიზნები და სიახლე შემოეტანა მილუოკისთვის, რომელიც წარმატებასთან ასოცირდებოდა.

ასევე აპრილში, ბაქსმა განაცხადა, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი სკოტ სკილზი იქნებოდა, რომელიც მანამდე ჩიკაგო ბულზის და ფინიქს სანსის მწვრთნელი იყო.

2008 წლის 26 ივნისს, ბაქსმა აიყვანა რიჩარდ ჯეფერსონი ნიუ-ჯერსი ნეტსიდან, რომელიც მთავარი გაცვლა იყო იმ წლის, მის სანაცვლოდ კი გუნდმა 2007 წლის პირველი რაუნდის არჩევანი იი იანლიენი და ბობი სიმონსი გაუშვა. დღის მეორე ნახევარში, ბაქსმა ჯოუ ალექსანდერი აირჩია მე-8 არჩევნად მთლიან კენჭისყრაზე. ალექსანდერი გახდა პირველი ტაივანში დაბადებული NBA მოთამაშე.

2009–2012: ნაბიჯები გაუმჯობესებისკენ[რედაქტირება]

ბრენდონ ჯენინგსი
მონტა ელისი ბაქსმა 2012 წელს აიყვანა

2009 წლის NBA დრაფტზე, მილუოკი ბაქსმა აირჩია პოინტ გარდი ბრენდონ ჯენინგსი, რომელიც არ ყოფილა კოლეჯის მოთამაშე, თუმცა წინა წლებში თამაშობდა იტალიაში. სეზონის განმავლობაში, ბაქსის გენერალურმა მენეჯერმა ჯონ ჰემონდმა ჰაკიმ უარიკი გაუშვა ჩიკაგო ბულზის რიგებში, ჯონ სელმონსის ნაცვლად. ბაქსის უნიფორმით, სელმონსმა საშუალო 19.9 თითოეულ მატჩში ულიდერა გუნდს. ჯენინგსის თამაში, გაუმჯობესებული ენდრუ ბოგატის გვერდით, ერსან ილიასოვას და ჯონ სელმონსის გადმობირება ვერ დაეხმარა გუნდს პლეი-ოფში გასასვლელად. სეზონის დაწყებასთან, გუნდი ხვდებოდა რომ ახალ სეზონში შეძლებდა პლეი-ოფის საგზურის მოპოვებას, რომელშიც მონაწილეობა 4 წლის მანძილზე არ ჰქონდათ მიღებული.ოქტომბერში, გუნდი ცენტრალურ დივიზიონში კლივლენდ კავალიერსის უკან აღმოჩნდა, მაგრამ გუნდმა პლეი-ოფში საგზური 2010 წლის 6 აპრილს მოიპოვა, როდესაც გასვლითი შეხვედრა მოუგეს ჩიკაგო ბულზს. ეს იყო გუნდის მიერ შექმნილ ფრაზის „გეშინოდეთ ირემის“ ("Fear The Deer") პერიოში, რომელსაც ხშირად კარგად იყენებდნენ ESPN კომენტატორები. ეს ფრაზა გადავიდა გულშემატკივრებზეც, რომლებიც ხშირად ასრულებდნენ სტადიონზე შეკრების დროს. გუნდმა რეგულარული სეზონი 46-36 შედეგით დაასრულა, რაც დაეხმარა გუნდს მე-6 ადგილი დაეკავა პლეი-ოფში გამსვლელებს შორის. თუმცა პლეი-ოფში გასულს ატლანტა ჰოუქსი შეხვდა, სადაც მძიმე ბრძოლიან 7 მატჩიან სერიაში დამარცხდა ბაქსი. ბაქსის ხანმოკლე პლეი-ოფში გამოსვლა ერთგავარად ენდრუ ბოგატის მხარის ტრავმის ბრალი იყო, როდესაც ჩატენვის შემდეგ დაცემას მოჰყვა. 2010-11 წლების სეზონი, ბაქსმა მე-9 ადგილზე დაასრულეს, რაც ერთი საფეხურთი დაბალი იყო, ვიდრე გამსვლელი 8 პოზიცია პლეი-ოფში.

2012-დღემდე: ცვლილებები[რედაქტირება]

ენდრუ ბოგეტთან და სტეფან ჯექსონთან გავლილი ცუდი სეზონის შემდეგ, მთავარ მწვრთნელ - სკოტ სკილზმა გადაწყვიტა ორივე მოთამაშის გაშვება გუნდიდან. 2012 წლის 13 მარტს, გაცვლების დასრულებამდე 48 საათით ადრე, ორივე მათგანი გუნდმა გოლდენ სტეიტ უორიორსის რიგებში გაუშვა მონტა ელისის, ეკპე უდოსი და კვამე ბრაუნის სანაცვლოდ.

2012 წლის NBA დრაფტამდე, ბაქსმა გაგზავნა არჩევნები შონ ლივინგსტონი, ჯონ ბროკმენი და ჯონ ლოიერი ჰიუსტონ როკეტსში მოწინავე არჩევნის და სამუელ დალემბერტის სანაცვლოდ.

2012 წლის NBA დრაფტზე ბაქსმა დორონ ლემბი და ჯონ ჰენსონი აირჩია.

ცნობილი პირველი ბაქსი[რედაქტირება]

პირველი დრაფტის არჩევანი: 1968 წლის დრაფტზე, ბაქსმა პირველ რაუნდში ჩარლი პოლკი აიყვანა, რომელიც სრულ დრაფტზე მე-7 არჩევანი გახდა.

პირველი ჩატარეული მატჩი:1968 წლის 16 ოქტომბერს, ჩიკაგო ბულზის წინააღმდეგ, რომელიც 89-84 დამარცხდა ბაქსი მილუოკ არენაში 8 467 მაყურებლის თვალწინ, როდესაც ბაქსში გაი როჯერსი, ჯონ მაკგოკლინი, ფრედ ჰეტზელი, ლენ ჩეპელი და უეინ ემბრი იყვნენ. მაკგოლინმა მოუტანა გუნდს ისტორიაში პირველი ქულა, ხოლო როჯერსმა 16 ქულა დააგროვა მატჩში.

პირველი გამარჯვება გუნდმა მოიპოვა 1968 წლის 31 ოქტომბერს, როდესაც 134-118 მოიგეს დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ მილუოკ არენაში.

პირველი NBA ჩემპიონი გუნდმა 1971 წელს მოიპოვა, რაც ყველაზე მალე მოგებული ტიტული გახდა ისტორიის მანძიზლე, რომელიც როდისმე რომელიმე გუნდს დაარსებიდან მოეგო. 1970-71 წლების სეზონში, გუნდმა 66-16 დაასრულა რეგულარული სეზონი, როდესაც გუნდს ლარი კოსტელო წვრთნიდა. პლეი-ოფში გუნდმა შეძლო სან-ფრანცისკოს დამარცხება (4-1), შემდეგ ეტაპზე გუნდმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსი დაამარცხა (4-1) და გავიდა NBA ფინალში, სადაც ბალტიმორ ბულეტსს 4-0 მოუგო სერია.

პირველი ბრედლი ცენტრის თამაში შედგა სრულად გაყიდული ბილეთებისგან შეგროვილი 18 649 მაყურებლით თვალწინ 1988 წლის 5 ნოემბერს, როდესაც ბაქსი 107-94 დამარცხდა ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ. ტერი კამინგსი ლიდერობდა გუნდს 19 ქულით.

პირველი ბრედლი ცენტრის გამარჯვება გუნდმა მეორე საშინაო მატჩშივე მოიპოვეს, 1988 წლის 9 ნოემბერს, როდესაც ბაქსმა 114-103 დაამარცხა ფილადელფია სიქსერსი. ამ თამაშშიც ტერი კამინგსი ლიდერობდა გუნდს, ამჯერად 31 ქულით.

არენა[რედაქტირება]

  • მილუოკი არენა (1968–1988)
  • ბრედლი ცენტრი (1988–დღემდე)

სეზონის შედეგები[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მილუოკი ბაქსის სეზონები.

მოთამაშეები[რედაქტირება]

ახლანდელი შემადგენლობა[რედაქტირება]

2012–13 მილუოკი ბაქსი შემადგენლობა
მოთამაშეები მწვრთნელები
პოზ. # სახელი სიმაღლე წონა დ.თ. (წ–თ–დ) საიდან
C 21 დელემბერტი, სამუელ 6 ft 11 in (2.11 მ) 250 lb (113 კგ) 1981–05–10 Seton Hall
G 11 ელისი, მონტა 6 ft 3 in (1.91 მ) 185 lb (84 კგ) 1985–10–26 Lanier HS (MS)
F/C 0 გუდენი, დრუ 6 ft 10 in (2.08 მ) 250 lb (113 კგ) 1981–09–24 კანზასი
F 15 ჰარისი, ტობიასი 6 ft 8 in (2.03 მ) 226 lb (103 კგ) 1992–07–15 ტენესი
F 31 ჰენსონი, ჯონ 6 ft 11 in (2.11 მ) 220 lb (100 კგ) 1990–12–28 ჩრდილოეთი კაროლინა
F 7 ილიასოვა, ერსენ 6 ft 10 in (2.08 მ) 235 lb (107 კგ) 1987–05–15 თურქეთი
G 3 ჯენინგსი, ბრენდონ (C) 6 ft 1 in (1.85 მ) 169 lb (77 კგ) 1989–09–23 Oak Hill Academy (VA)
G 20 ლემბი, დორონ 6 ft 4 in (1.93 მ) 210 lb (95 კგ) 1991–11–06 კენტუკი
F 12 მბა ე მაუტი, ლაკ 6 ft 8 in (2.03 მ) 230 lb (104 კგ) 1986–09–09 UCLA
C 10 პრზიბილია, ჯოელ 7 ft 1 in (2.16 მ) 255 lb (116 კგ) 1979–10–10 მინესოტა
F/C 8 სანდერსი, ლარი 6 ft 11 in (2.11 მ) 235 lb (107 კგ) 1988–11–21 Virginia Commonwealth
F/C 13 იუდო, ეკპი 6 ft 10 in (2.08 მ) 245 lb (111 კგ) 1987–05–20 Baylor
G 19 ადრიჰი, ბენო 6 ft 3 in (1.91 მ) 205 lb (93 კგ) 1982–07–05 სლოვენია
მთავარი მწვრთნელი
  • სკოტ სკილზი
მწვრთნელის ასისტენ(ებ)ი
ათლეტების ტრენერი
  • მარკ ბოფი
სიძლიერის და კონდიციების მწვრთნელ(ებ)ი
  • ჯეფ მეისი

მნიშვნელობები
  • (C) გუნდის კაპიტანი
  • (და) დრაფტზე არ იქნა არჩეული
  • (თა) თავისუფალი აგენტი
  • (დ) დასჯილი
  • (DL) D-ლიგა
  • ტრავმირებული ტრავმირებული

შემადგენლობაოპერაციები
უკანასკნელი ოპერაცია: 2012–07–01

დიდების დარბაზის წევრები[რედაქტირება]

  • ოსკარ რობერტსონი, G-F, 1970–1974, 1980 წლის კლასი
  • დეივ კოვინსი, C-F, 1982–1983, 1991 წლის კლასი
  • ტინი არჩიბალდი, G, 1983–1984,1991 წლის კლასი
  • ბობ ლენიერი, C, 1979–1984, 1992 წლის კლასი
  • კარიმ აბდულ-ჯაბარი, C, 1969–1975, 1995 წლის კლასი
  • ალექს ინგლიში, F, 1976–1978, 1997 წლის კლასი
  • უეინ ემბრი, გენერალური მენეჯერი, 1971–1979, 1999 წლის კლასი
  • მოსის მელოუნი, C-F 1991–1993, 2001 წლის კლასი
  • ადრიან დენტლი, F-G, 1990–1991, 2008 წლის კლასი

გაუქმებული ნომრები[რედაქტირება]

  • 1 ოსკარ რობერტსონი, G, 1970–74
  • 2 ჯუნიორ ბრიჯმენი, F, 1975–84 & 1986–87
  • 4 სიდნი მონკრიფი, G, 1979–89
  • 14 ჯონ მაკგლოკინი, G, 1968–76
  • 16 ბობ ლენიერი, C, 1980–84
  • 32 ბრაიან უინტერსი, G, 1975–83
  • 33 კარიმ აბდულ-ჯაბარი, C, 1969–75

პერსონალი[რედაქტირება]

მთავარი მწვრთნელები[რედაქტირება]

ახლანდელი სამწვრთნელო შტაბი[რედაქტირება]

  • მთავარი მწვრთნელი: სკოტ სკილზი
  • დამხმარე მწვრთნელები: ჯიმ ბოილენი, ჯოუ უოლფი, სიდნი მონკრიფი

გენერალური მენეჯერები[რედაქტირება]

  • ჯონ ერიქსონი
  • რეი პეტერსონი
  • უეინ ემბრი
  • მაიკ დანლევი
  • ბობ ვაინაუერი
  • ერნი გრანფილდი
  • ლარი ჰერისი
  • ჯონ ჰემონდი

პირადი ჯოლდოები[რედაქტირება]

NBA წლის MVP

NBA ფინალის MVP

NBA წლის მცველი

  • სიდნი მონკრიფი – 1983, 1984

NBA წლის ახალბედა

NBA წლის მეექვსე კაცი

  • რიკი პირსი – 1987, 1990

NBA წლის მწვრთნელი

  • დონ ნელსონი – 1983, 1985

NBA წლის აღმასრულებელი

  • ჯონ ჰემონდი – 2010

ყველა-NBA პირველი გუნდი

ყველა-NBA მეორე გუნდი

  • კარიმ აბდულ-ჯაბარი – 1970
  • ოსკარ რობეტსონი – 1971
  • მარკუს ჯონსონი – 1980, 1981
  • სიდნი მონკრიფი – 1982, 1984, 1985, 1986
  • ტერი კამინგსი – 1985

ყველა-NBA მესამე გუნდი

  • ტერი კამინგსი – 1989
  • ვინ ბეკერი – 1997
  • რეი ალენი – 2001
  • მაიკლ რედი – 2004
  • ენდრუ ბოგატი – 2010

NBA ყველა-დაცვითი პირველი გუნდი

NBA ყველა-დაცვითი მეორე გუნდი

  • კარიმ აბდულ-ჯაბარი – 1970, 1971
  • ქუინ ბაკნერი – 1978, 1980, 1981, 1982
  • სიდნი მონკრიფი – 1982
  • პოლ პრესი – 1987
  • ელვინ რობერტსონი – 1990

NBA ახალბედა პირველი გუნდი

  • კარიმ აბდულ-ჯაბარი – 1970
  • ბობ დენდრიჯი – 1970
  • მარკეს ჯონსონი – 1978
  • ვინ ბეკერი – 1994
  • გლენ რობინსონი – 1995
  • ენდრუ ბოგატი – 2005
  • ბრენდონ ჯენინგსი – 2010

NBA ახალბედა მეორე გუნდი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]