ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი
2008 NBA Playoffs Symposium in Taiwan the Champion Trophy.jpg
ჯილდო NBA ფინალის გამარჯვებული
წარადგენს NBA
ქვეყანა აშშ
პირველად გადაეცა 1977 (როგორც უოლტერ ბრაუნის თასი)
1984 (როგორც ლარი ობრაიანის თასი)
მიმდინარე მფლობელი მაიამი ჰიტი
http://www.nba.com/

ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი (ინგლ. Larry O'Brien NBA Championship Trophy) — გადაეცემა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გუნდს, რომელიც ყოველი NBA სეზონის შემდეგ დასკვნით NBA ფინალში იმარჯვებს.

ახლანდელი თასი შექმნილია 1977 წელს,[1] მან უოლტერ ბრაუნის თასი ჩაანაცვლა. ახალი თასის სახელი შეიცვალა 1984 წლის NBA ფინალისთვის, როდესაც ყოფილი NBA რწმუნებულის - ლარი ობრაიანის სახელი დაერქვა. ლარი ლიგას 1975-1983 წლებში ედგა სათავეში.

აღწერა[რედაქტირება]

Kevin Garnett holding the 2008 Celtics' Larry O'Brien Trophy
Kobe Bryant holding the 2009 Lakers' Larry O'Brien Trophy
ობრაიანის თასი ჩემპიონების პარადზე.

თასი დამზადებულია 6.5 კგ წონის სრული წონის ვერცხლისგან. მას 24 კარატის ოქრო აქვს შემოვლებული და დგას 60 სმ სიმაღლეზე. თასი ვიზუალურად ასახავს ბურთის კალათში ჩავარდნას. ბურთი 22 სმ-ით არის იმავე ზომის, რაც NBA-ში რეგულარული ბურთია. თასი რომლის ღირებულებაც 13.500 აშშ დოლარია, ყოველ წელს მზადდება Tiffany & Co. ვერცხლის მაღაზიის მიერ. გამარჯვების წელი და გუნდის სახელი გამოსახულია თასის დასადგამზე.[2][3][4]

ხელის შეწყობა[რედაქტირება]

ობრაიანის თასი წარდგენილი იქნა 2005 წელს NBA ლეგენდების ტურის ფარგლებში ნიუ-იორკ სიტიში მდებარე NBA მაღაზიაში.

მიუხედავად ყველაფრისა, ობრაიანის თასი ხშირად შედარებულია ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) სტენლის თასზე, თუმცა რეალურად, კავშირი ამ ორ თასს შორის არასოდეს ყოფილა.[5] აზრთა სხვადასხვაობის შესამცირებლად NBA-მ ობრაიანის თასისთვის ხელის შეწყობა დაიწყო, მისი ცნობადობისა და პოპულარობის გაზრდით.[6] მას შემდეგ რაც 2004 წლის NBA ფინალში დეტროიტ პისტონსი გამარჯვებული გახდა, თასით ჩატარებული ტურნე მოიცავდა მთლიანად მიჩიგანის შტატს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გამარჯვებულმა გუნდმა მთელი შტატში შემოიარა ტურნეთი.[7] 2005 წელს, NBA ლეგენდების ტურმა დაიწყო მოძრაობა ნიუ-იორკ სიტიში. ტურნეს ფარგლებში, ობრაიანის თასი ასევე წარდგენილი იყო სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის იქ, სადაც ადრე პლეი-ოფები ტარდებოდა. ეს ყველაფერი გულშემატკივრებისთვის იყო, რომელთაც შეეძლოთ ავტოგრაფების მიღება და ფოტოსესიის მოწყობა. თასს ესკორტირებას ბევრი ყოფილი მოთამაშე უწევდა, მათ შორის აღსანიშნავია იულიურ ირვინგი, კარიმ აბდულ-ჯაბარი და ბილ რასელი.[4][6] 2007 წელს, NBA-მ წარადგინა NBA შტაბბინის მეორე ცხოვრება, რომელიც დაფუძნებული იყო ინტერნეტ-რეალობაზე. ამით შესაძლებლობა ეძლეოდათ გულშემატკივრებს გადაეღოთ სურათები ჩემპიონის თასთან ვირტუალურ ტოიოტას ლარი ობრაიანის თასის ოთახში.[8] აგვისტოში, თასმა იმოგზაურა ჰონკონგში პირველად NBA სიგიჟის აზიური ტურნის ფარგლებში.[9]

გამარჯვებულები[რედაქტირება]

Four trophies on display behind a glassed wall
სან-ანტონიო სპურსის ლარი ობრაიანის თასები 1999, 2003, 2005 და 2007 წლებში მოპოვებული, რომელიც გამოფენილია AT&T ცენტრში

NBA ფინალის გამარჯვებული გუნდი იღებს ლარი ობრაიანის თასს, რომელიც 1997 წლიდან მოყოლებული გადაეცემა, პირველი გამარჯვებული კი პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი გახდა, რომელსაც სინამდვილეში უოლტერ ბრაუნის თასი გადაეცა. ყველა წარმატებული ჩემპიონი იღებდა თასის არსებულ ვერსიას, რომელსაც მომდევნო ჩემპიონამდე ინარჩუნებდა. ეს ფორმატი 1983 წლამდე ვრცელდებოდა, ამის შემდეგ კი გუნდები იტოვებენ თასს და ყოველწლიურად ახალი იქმნება. ბოსტონ სელტიკსი იყო თასის პირველი გამარჯვებული, რომელმაც NBA ფინალში 4-3 დაამარცხა ლოს-ანჯელეს ლეიკერსი.[10] თასის ყველაზე მეტჯერ მოიპოვა ლოს-ანჯელეს ლეიკერსიმა, რომელმაც 8-ჯერ შეძლო გამარჯვება. ჩიკაგო ბულზის ანგარიშზე ლარი ობრაიანის თასი 6 რიცხვს აღწევს ხოლო სან-ანტონიო სპურსის ანგარიშზე 4 ასეთი თასია. დეტროიტ პისტონსმა და ბოსტონ სელტიკსმა ამ თასის მოგება 3-3 შეძლეს, ხოლო ჰიუსტონ როკეტსის და მაიამი ჰიტის ანგარიშზე 2-2 თასია. მაიამი ჰიტი თასის ამჟამინდელი მფლობელია, რომელმაც ის 2012 წლის NBA ფინალში მოიგო.[11]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. O'Brien acknowledges problem. The Star-News (May 16, 1977). წაკითხვის თარიღი: June 17, 2009.
  2. The trophies. St. Petersburg Times (April 10, 2003). წაკითხვის თარიღი: July 26, 2008.
  3. Larry O'Brien Championship Trophy. NBA.com/Lakers. Turner Sports Interactive, Inc. წაკითხვის თარიღი: July 26, 2008.
  4. 4.0 4.1 NBA Legends Launch 2005 NBA Legends Tour: Destination Finals. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. წაკითხვის თარიღი: July 26, 2008.
  5. Sandomir, Richard. (June 9, 2004)This Trophy Is Fickle, And Her Name Is Larry. The New York Times. წაკითხვის თარიღი: October 19, 2008.
  6. 6.0 6.1 NBA championship trophy going on tour. The China Daily (April 15, 2004). წაკითხვის თარიღი: October 17, 2008.
  7. Bremmer, Daniel. (September 27, 2004)The Trophy Tour. The Michigan Daily. წაკითხვის თარიღი: October 17, 2008.
  8. NBA Headquarters Unveiled in Second Life. Business Wire (May 1, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან July 17, 2012-ში. წაკითხვის თარიღი: October 17, 2008.
  9. DHL delivers the NBA Championship Trophy to "NBA Madness" in Hong Kong. DHL (August 17, 2007). წაკითხვის თარიღი: October 17, 2008.
  10. Celtics Win First Bird-Magic Finals Showdown. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. წაკითხვის თარიღი: October 26, 2008.
  11. NBA Finals: All-Time Champions. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. წაკითხვის თარიღი: October 26, 2008.