NBA-ის ყველა-ვარსკვლავის კვირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) ატარებს ყველა ვარსკვლავის კვირას (ინგლ. All-Star Weekend) ყოველი წლის თებერვალში, სადაც შესულია საკალათბურთო ღონისძიებები, ხოლო კვირის კულმინაცია კი NBA-ის ყველა-ვარსკვლავის მატჩია, რომელიც კვირას საღამოს იმართება ხოლმე.

ყველა-ვარსკვლავის მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა-ვარსკვლავის მატჩი ტარდება კვირას, რაც კვირის მთავარ ღონისძიებად ითვლება. 2012 წლის მატჩი ჩატარდა ორლანდოში, ფლორიდის შტატში, NBA-ის წევრ ორლანდო მეჯიკის საშინაო არენაზე.

კვირეულის ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარასკევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • NBA ყველა-ვარსკვლავის კვირეულის ცნობილების მატჩი: პირველად 2004 წელს ჩატარდა, სადაც მონაწილეობას იღებენ ყოფილი NBA-ის მოთამაშეები, WNBA-ის მოთამაშეები, მსახიობები, მუსიკოსები და სხვა სპორტის სახეობის ათლეტები.
  • ამომავალი ვარსკვლავის გამოწვევა: 1995-1999 წლების პერიოდში, ღონისძიებას „ახალბედების მატჩი“ ეწოდებოდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ის მოთამაშეები, რომლებიც NBA-ში პირველ წელს ატარებდნენ. 2000-2011 წლების პერიოდში, ამ მატჩს „ახალბედას გამოწვევა“ ერქვა, სადაც პორველ წელს მყოფი მოთამაშეები (ახალბედები) ეთამაშებოდნენ მეორე წელს მყოფ მოთამაშეებს (სოფომორებს). 2012 წელს მატჩი წარდგა როგორც „ამომავალი ვარსკვლავის გამოწვევა“, რომელიც ახალი ფორმატით იყო. პირველი და მეორე წელს მოასპარეზე მოთამაშეები დარჩნენ, მაგრამ ამჯერად გუნდები ფენტეზი დრაფტის სახით იყო ორ გუნდად ორი კაპიტნის მიხედვით (ჩარლზ ბარკლი და შაკილ ო'ნილი 2012 წელს).
  • D-ლიგის ოცნების პარასკევი საღამო: პირველად 2008 წელს ჩატარდა, სადაც სლემ დანკის შეჯიბრი და 3-ქულიანი შეჯიბრსაც მოიცავდა. ეს ღონისძიება მოდელირებული NBA ყველა-ვარსკვლავის შაბათი საღამოს ღონისძიებაა.

შაბათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • D-ლიგის ყველა-ვარსკვლავის მატჩი:პირველად 2007 წელს ჩატარდა, სადაც D-ლიგის საუკეთესო მოთამაშეები იღებდნენ მონაწილეობას. პირველი გამარჯვებული იყო აღმოსავლეთი, რომელმაც 114-100 მოიგო. D-ლიგის ყველა-ვარსკვლავის მატჩი არ ჩატარდა იგივე არენაში, რომელშიც შაბათი საღამოს სხვა ღონისძიებები ჩატარდა. ის ჩატარებული იქნა NBA ჯემ სესიონის პრაქტიკის პარკეტზე.
  • ჩატენვის კონკურსი: ეს შეჯიბრი აჩვენებს ათლეტების კრეატიულობას და შესაძლებლობას საუკეთესო ახალგაზრდა NBA-ს ჩატენვის მოთამაშეებს. შეჯიბრის კონკრეტული წესები ყოველწლიურად ახლიდან წყდება, მაგრამ მონაწილეებში გამარჯვებული ყოველთვის ობიექტურად წყდება. ყოველი ჩატენვისა, ან ჩატენვის მცდელობისა, მონაწილეს ეძლება 10 ქულიდან კონკრეტული ქულა, მაქსიმალური ქულა კი 50-ია.
  • სამ-ქულიანის შეჯიბრი: ირჩევა ლიგის საუკეთესო 3-ქულიანის მსროლელები, სადაც ყოველ მონაწილეს ეძლევა 5 სხვადასხვა ადგილი, საიდანაც უნდა ჩააგდოს. ყოველი ჩაგდებისას, მონაწილეს 1 ქულა ეძლევა გარდა უკანასკნელისა (რომელიც ასევე ფულის ბურთად არის ცნობილი), რომელიც 2 ქულას ნიშნავს. ყველაზე მაქსიმუმი რაც მონაწილემ შეიძლება დააგროვოს ქულა არის 30. მონაწილეს 1 წუთი ეძლება ბურთების ჩასაგდებად.
  • შესაძლებლობების გამოწვევა: 2003 წლიდან მოყოლებული ტარდება, სადაც მოთამაშემ უნდა წარმოაჩინოს ბურთად ერთად სირბილის, სროლის და პასის შესაძლებლობები. ასევე ეს ყველაფერი დაკავშირებულია სისწრაფესთან.
  • ვარსკვლავების სროლის შეჯიბრი: ყოფილი NBA-ის მოთამაშეები, ახლანდელი NBA-ის და WNBA-ის მოთამაშეები, წარმოადგენენ მათ გუნდის ქალაქს ერთად სროლის შეჯიბრით.

კვირა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოფილი ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2 ბურთის შეჯიბრი: ტარდებოდა 1998, 2000-2001
  • Hoop-it-up ყველა-ვარსკვლავის ტურნირი: ტარდებოდა 2002-2003 წლებში
  • H–O–R–S–E შეჯიბრი: ტარდებოდა 2009-2010 წლებში[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. TNT to air H-O-R-S-E game featuring NBA players (Press release). NBA (February 5, 2009). ციტირების თარიღი: June 21, 2009.