NBA-ის პლეი-ოფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
2007 წლის NBA-ის პლეი-ოფის ლოგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფი შედგება საუკეთესო შვიდ მატჩიანი სერიისგან, რომელშიც მონაწილეობას იღებს 16 გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციიდან და დასავლეთი კონფერენციიდან (რომელსაც 1970 წლამდე დივიზიონები ერქვა), სადაც საბოლოოდ ირკვევა 4 გუნდი, რომლებიც კონფერენციის ფინალებში თამაშობენ.

ფორმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

NBA-ის ახლანდელი პლეი-ოფის ფორმატი 2006 წლის 3 აგვისტოს განახლდა. NBA-ის რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, 8 გუნდი გადის ყოველი კონფერენციიდან, რომლებიც ერთმანეთს ერთიდან რვამდე უპირისპირდებიან ერთმანეთს.

3 დივიზიონის გამარჯვებული გუნდები იკავებენ მოწინავე პოზიციებს კონფერენციიდან გამსვლელებში. 3 ჩემპიონთან ერთად, მეოთხე გუნდი, რომელსაც საუკეთესო შედეგი ექნება (თუნდაც რომელიმე დივიზიონის გამარჯვებულზე) იკავებს შესაბამისად 1-4 ადგილს. ეს გარანტიას აძლევს დივიზიონის გამარჯვებულს, რომ ის ყველაზე მაქსიმუმ მე-4 ადგილს დაიკავებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ კონფერენციების საუკეთესო ორი გუნდი, რომლებსაც საუკეთესო შედეგი ექნებათ, აღნიშნულია როგორც ორ ტოპ გუნდად. მიუხედავად ამისა, NBA არ ახდენს ადგილების გადანაცვლებას, რადგან საშინაო არენის უპირატესობა ეძლევა ისეთ გუნდს, რომელსაც საუკეთესო შედეგი ჰქონდა, და არა რომელი უფრო საუკეთესო პოზიციით გავიდა.

ორი ან მეტი გუნდის ფრედ ყოფნის შემთხვევაში, საუკეთესო შედეგს ინაწილებს გუნდი შემდეგი სახით:

ორი გუნდის ფრის შემთხვევაში:

  1. დივიზიონის გამარჯვებული (ეს კრიტერიუმი არის იმ შემთხვევაშიც, თუ გუნდები ერთ დივიზიონში არიან)
  2. საუკეთესო შედეგი პირად შეხვედრებში
  3. მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი დივიზიონში (თუ გუნდები ერთ დივიზიონში არიან)
  4. მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი კონფერენციაში
  5. მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი პლეი-ოფში იმ გუნდთან, რომელიც მის კონფერენციაშია (ასევე შედის ფრის შემთხვევაშიც)
  6. მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი პლეი-ოფში იმ გუნდთან, რომელიც მეორე კონფერენციაშია (ასევე შედის ფრის შემთხვევაშიც)

სამი გუნდის ფრის შემთხვევაში:

  1. დივიზიონის გამარჯვებული (ეს კრიტერიუმი არის იმ შემთხვევაშიც, თუ გუნდები ერთ დივიზიონში არიან)
  2. საუკეთესო შედეგი პირად შეხვედრებში სამივე გუნდს შორის
  3. მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი დივიზიონში (თუ გუნდები ერთ დივიზიონში არიან)
  4. მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი კონფერენციაში
  5. მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი პლეი-ოფში იმ გუნდთან, რომელიც მის კონფერენციაშია (ასევე შედის ფრის შემთხვევაშიც)
  6. მაღალი ქულების სხვაობა რომელიც ჩააგდო და რომელიც ჩაუგდეს

ეს პოზიციები განკუთვნილია იმისთვის, რომ შეიქმნას პლეი-ოფის მატჩები. როდესაც პლეი-ოფი დაიწყება, ეს უკვე შესწორებულია და გუნდები აღარ შეიცვლიან ადგილს, განსხვავებით NHL-ისა, როდესაც ძლიერი კლუბი ხვდება ყველაზე სუსტ კლუბს. NBA-ის პირველი რაუნდი ან კონფერენციის 1/4 ფინალი შედგები 4 წყვილისგან, რომლებიც დაფუძნებულია გუნდების კონფერენციაში დაკავებული პოზიციაზე (1-8, 2-7, 3-6, 4-5). ამ 4 წყვილიდან გამარჯვებული მხოლოდ 4 გუნდი რჩება, რომლებიც გადიან მეორე რაუნდში, ან კონფერენციის ნახევარ-ფინალში, სადაც 1-8 ადგილებში გამარჯვებული ხვდება 4-5 ადგილებში გამარჯვებულს, ხოლო 2-7 გამარჯვებული კი 3-6 გამარჯვებულს. ამ ორი წყვილიდან გამარჯვებული კი გადის მესამე რაუნდში ან კონფერენციის ფინალში.

ყოველი რაუნდი შედგება შვიდ საუკეთესო სერიისგან. სერიების ფორმატი 2-2-1-1-1 სახისაა, სადაც საშინაო არენის უპირატესობიანი გუნდი თამაშობს 1, მე-2, მე-5 და მე-7 მატჩებს, ხოლო მათი მეტოქე კი მე-3, მე-4 და მე-6 მატჩებს ატარებს შინ. 5-7 მატჩები ტარდება იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება მოითხოვს. NBA-ის ფინალი ტარდება 2-3-2 ფორმატით, სადაც საშინაო არენის უპირატესობიანი გუნდი ატარებს 1, მე-2, მე-6 და მე-7 მატჩებს შინ, ხოლო მათი მეტოქე კი მე-3, მე-4 და მე-5 მატჩებს. საშინაო არენის უპირატესობა ყველა რაუნდში საუკეთესო შედეგით ან კონფერენციაში დაკავებული ადგილით წყდება.

  პირველი რაუნდი
საუკეთესო 7
კონფერენციის ნახევარ-ფინალი
საუკეთესო 7
კონფერენციის ფინალი
საუკეთესო 7
NBA-ის ფინალი
საუკეთესო 7
                                     
ა1*       
ა8       
          
 
          
ა5     
ა4*       
          
აღმოსავლეთი კონფერენცია
          
ა2       
ა7       
        
 
          
ა3*     
ა6       
        
        
დ1*       
დ8       
        
 
          
დ5     
დ4       
        
დასავლეთი კონფერენცია
          
დ2*       
დ7       
        
 
          
დ3*     
დ6       

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სეზონიდან მოყოლებული რომელიც 1947 წელს ჩატარდა NBA-ში (იმ დროისთვის ჯერ კიდევ BAA ერქვა, სანამ NBL არ შეუერთდებოდა 1949 წელს) საუკეთესო 3-3 გუნდი აღმოსავლეთ და დასავლეთ დივიზიონებში მიწვეული იყვნენ პლეი-ოფში. ორი დივიზიონის ჩემპიონი თამაშობდა ნახევარ-ფინალს საუკეთესო 7 მატჩიანი სერიით, რომ გასულიყო ფინალში. დანარჩენი 4 გუნდი თამაშობდა ორ რაუნდს საუკეთესო 3 მატჩიანი სერიით, რომლის გამარჯვებულებიც ნახევარ-ფინალში ხვდებოდნენ ერთმანეთს. იმ წელს ფილადელფია უორიორსმა 4-2 დაამარცხა ჩიკაგო სტეგსი და მოიგო პირველი BAA ჩემპიონის ტიტული.

1949 წლის პლეი-ოფში, დამატებითი გუნდი გაჩნდა ყოველი დივიზიონიდან, სადაც ორი საუკეთესო 3 მატჩიანი სერია იყო ჩატარებული, რომელსაც საუკეთესო 7 მატჩიანი საჩემპიონო მოჰყვებოდა. 1950 წელს, მინეაპოლის ლეიკერსი გახდა ახალი სახელ შეცვლილი ლიგის ჩემპიონი, რომელმაც სირაკუს ნეიშენალსი დაამარცხა 6 მატჩში.

1951 - 1953 წლის პლეი-ოფების დივიზიონის ფინალები შეიცვალა საუკეთესო 5 მატჩით. 1954 წელს, როდესაც ინდიანაპოლის ოლიმპიანსი გაუქმდა, NBA-ის პლეი-ოფი შედგა პირველად და ისტორიაში უკანასკნელად რაუნდ რობინის ფორმატით. 1955 - 1966 წლებში ლიგა კვლავ პირველად 6 გუნდის ფორმატს დაუბრუნდა, სადაც დივიზიონის ფინალები 1958 წლიდან საუკეთესო 7 მატჩის სერიისგან შედგებოდა, ხოლო 1961 წლიდან ნახევარ-ფინალები საუკეთესო 5 მატჩიანი სერიისგან.

1967 წლის პლეი-ოფი კვლავ 8 გუნდამდე გაიზარდა, 1 წლის მოგვიანებით კი დივიზიონის ნახევარ-ფინალები საუკეთესო 7 მატჩიან სერიაზე გადაერთო. 1975 და 1077 წლებში, მე-5 და მე-6 გუნდები დაემატნენ ყოველი დივიზიონიდან, სადაც პირველი რაუნდის საუკეთესო 3 მატჩიანი სერია გახადეს.

1984 წელს, ტურნირი 16 გუნდამდე გაიზარდა რაც დღემდე კვლავ აქტუალურია, ოღონდ დღევანდელისგან განსხვავებით, პირველი რაუნდი საუკეთესო 5 მატჩიანი სერიისგან ტარდებოდა. 2003 წლიდან მოყოლებული კი, პირველი რაუნდიც საუკეთესო 7 მატჩიანი სერიის ფორმატით თამაშდება.

2004 წლის დასაწყისში, როდესაც ლიგას 30-ე გუნდი დაემატა შარლოტ ბობკეტსის სახით, NBA ახალ დივიზიონებად დაიწყო, რის შედეგადაც ყოველ კონფერენციას 3 დივიზიონი ჰქონდა, რომელშიც 5 გუნდი იყოო განთავსებული თითოეულ მათგანში, ხოლო 3 დივიზიონის გამარჯვებულს გარანტირებული 3 საუკეთესო ადგილი ჰქონდა კონფერენციაში. 2005-06 წლების სეზონის შემდეგ ესეც შეიცვალა და დივიზიონის გამარჯვებულები ავტომატურად იღებენ პლეი-ოფში გასასვლელ ადგილს, მაგრამ ამჯერად ისინი საუკეთესო ოთხეულში ხვდებიან.

2006 წლის პლეი-ოფის დავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინა ფორმატი, რომელიც 2004-05 და 2005-06 წლების სეზონებში იყო ძალაში ახალი 6 დივიზიონის მიხედვით, გამიწვია დიდი დავა 2005-06 წლების სეზონში და პლეი-ოფში, რომლის შედეგადაც ახალი რეგლამენტი 2006-07 წლების სეზონის შემდეგ მოდის.[1]

NBA-ის დივიზიონის გამარჯვებულები იკავებდნენ უმაღლეს ადგილებს, ვიდრე სხვა დანარჩენები. 2004 წლის მიხედვით, NBA-ში იყო ორი კონფერენცია ორი დივიზიონებით, სადაც ორი დივიზიონის გამარჯვებული იკავებდა ტოპ 2 ადგილს. ამის მიხედვით დივიზიონის გამარჯვებული მხოლოდ პირველ ან მეორე ადგილს იკავებდა (თუ გუნდები სხვადასხვა დივიზიონებში იყვნენ), ან პირველ და მესამეს (თუ გუნდები ერთ დივიზიონში იყვნენ). NBA პლეი-ოფის მიხედვით, ეს ორი გუნდი კონფერენციის ფინალამდე ვერ შეხვდებოდა ერთმანეთს.

მას შემდეგ, რაც NBA-ის კონფერენციები ორი დივიზიონიდან გადავიდნენ სამ დივიზიონზე, გამსვლელთა წესები მოითხოვდა ცვლილებებს. ტოპ 3 ადგილი შეხვდა სამ დივიზიონის გამარჯვებულს. ეს ნიშნავდა იმას, რომ ორი საუკეთესო გუნდი (შედეგით) რომლებიც ერთ დივიზიონში ასპარეზობდნენ, შეიძლება პირველ და მეოთხე ადგილზე გასულიყვნან, რითაც კონფერენციის ნახევარ-ფინალში შეხვდებოდნენ ერთმანეთს, იმის გათვალისწინებით რომ ორივე მათგანი მოახერხებდა პირველ რაუნდში გამარჯვებას.

ფორმატის მეორე წელს 2005-06 წლების სეზონში, სან-ანტონიო სპურსმა და დალას მევერიქსმა ზუსტად ანალოგიური რამ მოახდინეს, რის გამოც ფორმატმა ძალიან დიდი კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკა წამოვიდა იმის შესახებ, რომ გუნდები უფრო ადრე შეიძლება გამოთიშულიყვნენ ასპარეზობას, ვიდრე ამას იმსახურებდნენ.[2]

ფინიქს სანსი, რომელმაც წყნარი ოკეანის დივიზიონის მოგება მოახერხა და ჰქონდა კონფერენციაში მესამე საუკეთესო შედეგი, გავიდა მეორე ადგილით, ხოლო დენვერ ნაგეტსი, რომელმაც ჩრდილო-დასავლეთი დივიზიონის მოგება მოახერხა, ეკავა კონფერენციაში მხოლოდ მეშვიდე ადგილი მოგებების მიხედვით, თუმცა დივიზიონის გამარჯვებიდან გამომდინარე მესამე ადგილი დაიკავა.

მემფის გრიზლი და ლოს-ანჯელეს კლიპერსი შეხვდნენ რეგულარული სეზონის უკანასკნელ მატჩში, როდესაც მეოთხე ადგილი კონფერენციაში უკვე გარკვეული იყო. გუნდებს უკვე ჰქონდათ გარანტირებული მეხუთე და მეექვსე ადგილები კონფერენციაში, თუმცა უნდა გაერკვიათ, რომელი უფრო ზედა პოზიციას დაიკავებდა. მეხუთე ადგილოსანს უნდა დაემარცხებინა ორი კონფერენციის საუკეთესო გუნდი, რომ გასულიყო კონფერენციის ფინალში, რადგან პირველ ეტაპზე შეხვდებოდა დალასი, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ნახევარ-ფინალში სან-ანტონიო სპურსთან თამაში მოუწევდა. მეექვსე ადგილზე გასული შეხვდებოდა დენვერს და ექნებოდა საშინაო არენის უპირატესობა, ხოლო დალას-სპურსიდან ერთ-ერთის წინააღმდეგ თამაში მხოლოდ კონფერენციის ფინალში მოუწევდა.

დიდი სპეკულაცია მოხდა გრიზლის ან კლიპერსის მიმართ, რომ გუნდები წააგებდნენ სპეციალურად მე-6 ადგილზე გასვლისთვის. კლიპერსი დამარცხდა მემფისთან ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე.[3] პირველ რაუნდში კლიპერსმა მოახერხა ნაგეტსის დამარცხება 5 მატჩში, ხოლო შემდეგში 0-4 დამარცხდა დალასთან. დალასი და სპურსი კი მეორე რაუნდში შეხვდნენ, სადაც დალასმა 7 მატჩში მოახერხა გამარჯვება და საბოლოოდ NBA-ის ფინალში გასვლაც.

დროის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1947: პლეი-ოფი 3 სტადიანი ტურნირის სახით შედგა. ორი პირველ ადგილზე გასული გუნდი გადიოდა ნახევარ-ფინალში, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ საუკეთესო 7 მატჩიან სერიას მართავდნენ. გუნდები, რომლებიც მე-2 და მე-3 ადგილებზე ამთავრებდნენ, მეოთხედ-ფინალს საუკეთესო 3 მატჩიანი სერიის ფორმატით მართავდნენ. ორი 1/4 ფინალის გამარჯვებული ერთმანეთს მეორე ნახევარ-ფინალში ეთამაშებოდნენ 3 საუკეთესო მატჩის სერიის ფორმატით. ორი ნახევარ-ფინალის გამარჯვებული მართავდა BAA-ს ფინალს 7 მატჩიანი სერიით.
  1/4 ფინალი
საუკეთესო 3
ნახევარ-ფინალი
საუკეთესო 3 (ერთი სერია)

საუკეთესო 3 (ერთი სერია)

BAA-ს ფინალი
საუკეთესო 7
                           
  ა3  ნიქსი 2  
დ3  რებელსი 1  
  ა3  ნიქსი 0  
    ა2  როიალზი 2  
დ2  ბლექჰოუქსი 1
  ა2  როიალზი 2  
    ა2  როიალზი 4
  დ1  სტეგსი 1
          
        
დ1  სტეგსი 4
    ა1  ბულეტსი 2  
      
  • 1949: პლეი-ოფი გაიზარდა 8 გუნდამდე. გუნდები, რომლებიც პირველ ადგილს იკავებდნენ, აღარ გადიოდნენ პირდაპირ ნახევარ-ფინალში. დივიზიონის პირველი 4 გუნდი გადიოდა პლეი-ოფში. მეოთხედ-ფინალებს და ნახევარ-ფინალებს შეეცვალა სახელი და წარდგა, როგორც დივიზიონის ნახევარ-ფინალები და დივიზიონის ფინალები, სადაც ორივე მათგანი საუკეთესო 3 მატჩიანი სერიისგან, ხოლო ფინალი კვლავ საუკეთესო 7 მატჩიანი სერიისგან შედგებოდა.
  დივიზიონის ნახევარ-ფინალი
საუკეთესო 3
დივიზიონის ფინალი
საუკეთესო 3
BAA ფინალი
საუკეთესო 7
                           
  ა1  კეპიტოლზი 2  
ა4  უორიორსი 0  
  ა1  კეპიტოლზი 2  
აღმოსავლეთ დივიზიონი
    ა2  ნიქსი 1  
ა2  ნიქსი 2
  ა3  ბულეტსი 1  
    ა1  კეპიტოლზი 2
  დ2  ლეიკერსი 4
  დ1  როიალზი 2  
დ4  ჰოუქსი 0  
დ1  როიალზი 0
დასავლეთ დივიზიონი
    დ2  ლეიკერსი 2  
დ2  ლეიკერსი 2
  დ3  სტეგსი 0  
  • 1950: BAA-ს შეეცვალა სახელი და გახდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA). 3 დივიზიონიდან სულ 12 გუნდი გადიოდა ამჯერად პლეი-ოფში, ყოველი დივიზიონიდან ტოპ-4 გუნდი, სადაც ყოველი მათგანი საუკეთესო 3 მატჩიან სერიას თამაშობდა დივიზიონის ნახევარ-ფინალში. გამარჯვებულები ერთმანეთს დივიზიონის ფინალში ხვდებოდნენ საუკეთესო 3 მატჩიანი სერიით. გამარჯვებული 3 გუნდიდან, 1 გუნდი, რომელსაც რეგულარულ სეზონში საუკეთესო შედეგი ჰქონდა, ავტომატურად ფინალში გადიოდა, ხოლო დანარჩენი ორი მათგანი საუკეთესო 3 მატჩიანი სერიით არკვევდნენ მეორე ფინალსტის ვინაობას.
  • 1951: NBA დაუბრუნდა 2 დივიზიონს, ხოლო დივიზიონის ნახევარ-ფინალები კი 1949 წლის ფორმატის მსგავსი გახდა მხოლოდ 8 გუნდით. დივიზიონის ფინალები კი საუკეთესო 5 მატჩიანი სერიით შეიცვალა.
  დივიზიონის ნახევარ-ფინალი
საუკეთესო 3
დივიზიონის ფინალი
საუკეთესო 5
NBA-ის ფინალი
საუკეთესო 7
                           
  ა1  უორიორსი 0  
ა4  ნეიშენალსი 2  
          
აღმოსავლეთ დივიზიონი
            
ა2  ნიქსი 2
  ა3  სელტიქსი 0  
          
        
  დ1  ლეიკერსი 2  
დ4  ოლიმპიანსი 1  
      
დასავლეთ დივიზიონი
            
დ2  პისტონსი 1
  დ3  როიალზი 2  
  • 1954: პლეი-ოფის გუნდების რაოდენობა დაყვანილი იქნა 6-მდე. დივიზიონის ნახევარ-ფინალი შეცვლილი იქნა ორმაგი რაუნდ-რობინის ფორმატით, სადაც დივიზიონის ტოპ-3 გუნდი გადიოდნენ (ყოველი მათგანი 4 მატჩს მართავდა). რაუნდ-რობინის შემდეგ, ორი საუკეთესო გუნდი გადიოდა დივიზიონის ფინალში, სადაც საუკეთესო 3 მატჩიან სერიას მართავდნენ, მას კი შემდეგ ეტაპზე საუკეთესო 7 მატჩიანი ფინალური სერია მოჰყვებოდა.
  • 1955: პლეი-ოფში არსებული გუნდების რაოდენობა დარჩა კვლავ 6, თუმცა რაუნდ-რობინი გაუქმდა. დივიზიონის საუკეთესო მაჩვენებლიანი გუნდი, დივიზიონის ფინალში გადიოდა, სადაც საუკეთესო 5 მატჩიან სერიას მართავდა. გუნდები, რომლებიც მეორე და მესამე ადგილს იკავებდნენ, ატარებდნენ საუკეთესო 3 მატჩიან სერიას დივიზიონის ნახევარ-ფინალში.
  • 1958: დივიზიონის ფინალი გადაყვანილი იქნა საუკეთესო 7 მატჩიან სერიის ფორმატზე.
  • 1961: დივიზიონის ნახევარ-ფინალი გადაყვანილი იქნა საუკეთესო 5 მატჩიან სერიის ფორმატზე.
  დივიზიონის ნახევარ-ფინალი
საუკეთესო 3 (1955–1960),

საუკეთესო 5 (1961–1966)

დივიიზონის ფინალი
საუკეთესო 5 (1955–1957),

საუკეთესო 7 (1958–1966)

NBA-ის ფინალი
საუკეთესო 7
                           
        
  ა1  სელტიქსი 4  
აღმოსავლეთ დივიზიონი
    ა3  ნეიშენალსი 1  
ა2  უორიორსი 0
  ა3  ნეიშენალსი 3  
          
        
          
        
დ1  ჰოუქსი 4
დასავლეთ დივიზიონი
    დ2  ლეიკერსი 3  
დ2  პისტონსი 3
  დ3  ლეიკერსი 2  
  • 1967: პლეი-ოფის გუნდების რაოდენობა კიდევ ერთხელ გაზრდილი იქნა 8-მდე. დივიზიონის ნახევარ-ფინალი შედგებოდა 4 საუკეთესო გუნდით თითო კონფერენციიდან. პირველ ადგილზე გასული გუნდი, ამჯერად აღარ იღებდა ფინალის საგზურს. ისინი ამჯერად დივიზიონში მე-4 ადგილზე გასულს უპირისპირდებოდნენ დივიზიონის ნახევარ-ფინალში, რომლებიც საუკეთესო 5 მატჩიან სერიას ატარებდნენ.
  • 1968: დივიზიონის ნახევარ-ფინალი გაზრდილი იქნა საუკეთესო 7 მატჩიანი სერიის ფორმატით.
  დივიზიონის ნახევარ-ფინალები
საუკეთესო 5(1967),

საუკეთესო 7 (1968-1970)

დივიზიონის ფინალები
საუკეთესო 7 (1968-1970)
NBA-ის ფინალი
საუკეთესო 7
                           
  ა1  სიქსერსი 4  
ა4  პისტონსი 2  
          
აღმოსავლეთ დივიზიონი
            
ა2   
  ა3     
          
        
  დ1     
დ4     
      
დასავლეთ დივიზიონი
            
დ2   
  დ3     
  • 1970: გუნდების რაოდენობის გაზრდის გამო, დივიზიონებმა კონფერენციის სახელი მიიღეს, სადა თითოეული მათგანი გაიყო 2-2 დივიზიონად. კვლავ 8 გუნდი გადიოდა პლეი-ოფში ყოველი კონფერენციიდან. ორი დივიზიონის გამარჯვებული გარანტირებულ #2 ადგილს იკავებდა, ხოლო დანარჩენი ორი ადგილი საუკეთესო მე-3 და მე-4 ადგილოსნებს ხვდებოდათ. დივიზიონის ნახევარ-ფინალები და დივიზიონის ფინალები ცნობილი გახდა, როგორც კონფერენციის ნახევარ-ფინალები და კონფერენციის ფინალები.
  კონფერენციის ნახევარ-ფინალები
საუკეთესო 7
კონფერენციის ფინალები
საუკეთესო 7
NBA-ის ფინალები
საუკეთესო 7
                           
  ა1*     
ა4     
          
აღმოსავლეთ კონფერენცია
            
ა2*   
  ა3     
          
        
  დ1*     
დ4     
      
დასავლეთ კონფერენცია
            
დ2*   
  დ3     
  • 1975: პლეი-ოფში გუნდების რაოდენობა 8-იდან 10-მდე გაიზარდა. მე-4 და მე-5 ადგილზე გასულები ატარებდნენ საუკეთესო 3 მატჩიან სერიას, ხოლო ტოპ სამეული ამ რაუნდს ტოვებდა.
  პირველი რაუნდი
საუკეთესო 3
კონფერენციის ნახევარ-ფინალები
საუკეთესო 7
კონფერენციის ფინალები
საუკეთესო 7
NBA-ის ფინალი
საუკეთესო 7
                                     
        
  ა1*     
    ა4     
ა4   
ა5     
          
აღმოსავლეთ კონფერენცია
          
        
        
  ა2*   
    ა3     
      
        
        
        
        
        
  დ1*   
    დ4     
დ4   
დ5     
        
დასავლეთ კონფერენცია
          
        
        
  დ2*   
    დ3     
      
  • 1977: პლეი-ოფის გუნდებირ რაოდენობა 10-იდან 12-მდე გაიზარდა. პირველ რაუნდში ამჯერად კონფერენციიდან 6 საუკეთესო გუნდი გადიოდა. მხოლოდ დივიზიონის გამარჯვებული იღებდა პირდაპირ შემდეგი რაუნდის საგზურს. ეს იყო ანალოგიური, როგორიც ამჟამად NFL-ის პლეი-ოფშია.
  პირველი რაუნდი
საუკეთესო 3
კონფერენციის ნახევარ-ფინალები
საუკეთესო 7
კონფერენციის ფინალები
საუკეთესო 7
NBA-ის ფინალი
საუკეთესო 7
                                     
        
  ა1*    
       
ა4   
ა5    
          
აღმოსავლეთ კონფერენცია
          
ა3     
ა6    
  ა2*  
       
      
        
        
        
        
        
  დ1*  
       
დ4   
დ5     
        
დასავლეთ კონფერენცია
          
დ3     
დ6     
  დ2*  
       
      
  • 1984: პლეი-ოფის გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა. ამჯერად ყოველი გუნდი იღებდა მონაწილეობას პირველ რუანდში, რომელიც საუკეთესო 5 მატჩიანი სერიისგან შედგებოდა.
  პირველი რაუნდი
საუკეთესო 5
კონფერენციის ნახევარ-ფინალები
საუკეთესო 7
კონფერენციის ფინალები
საუკეთესო 7
NBA-ის ფინალი
საუკეთესო 7
                                     
ა1*       
ა8       
          
 
          
ა4     
ა5       
          
აღმოსავლეთ კონფერენცია
          
ა2*       
ა7       
        
 
          
ა3     
ა6       
        
        
დ1*       
დ8       
        
 
          
დ4     
დ5       
        
დასავლეთ კონფერენცია
          
დ2*       
დ7       
        
 
          
დ3     
დ6       
  • 2003: პირველი რაუნდი გადავიდა საუკეთესო 7 მატჩიან სერიის ფორმატზე. ეს ნიშნავდა, რომ გუნდი რომელიც პირველ სერიას 4-0 მოიგებდა უნდა დალოდებოდა 2 კვირა მათ მომდევნო მეტოქეს, რომელიც სერიას 4-3 დაამთავრებდა.
  პირველი რაუნდი
საუკეთესო 7
კონფერენციის ნახევარ-ფინალები
საუკეთესო 7
კონფერენციის ფინალები
საუკეთესო 7
NBA-ის ფინალი
საუკეთესო 7
                                     
ა1*       
ა8       
          
 
          
ა4     
ა5       
          
აღმოსავლეთ კონფერენცია
          
ა2*       
ა7       
        
 
          
ა3     
ა6       
        
        
დ1*       
დ8       
        
 
          
დ4     
დ5       
        
დასავლეთ კონფერენცია
          
დ2*       
დ7       
        
 
          
დ3     
დ6       
  • 2005: ორივე კონფერენციაში შედიოდა უკვე 3 დივიზიონი, რის მიხედვითაც სამივე დივიზიონის გამარჯვებული ტოპ 3 ადგილს იკავებდა. მომდევნო 5 საუკეთესო შედეგიანი გუნდი ასევე გადიოდა პლეი-ოფში.
  პირველი რაუნდი
საუკეთესო 7
კონფერენციის ნახევარ-ფინალები
საუკეთესო 7
კონფერენციის ფინალები
საუკეთესო 7
NBA-ის ფინალი
საუკეთესო 7
                                     
ა1*       
ა8       
          
 
          
ა4     
ა5       
          
აღმოსავლეთ კონფერენცია
          
ა2*       
ა7       
        
 
          
ა3     
ა6       
        
        
დ1*       
დ8       
        
 
          
დ4     
დ5       
        
დასავლეთ კონფერენცია
          
დ2*       
დ7       
        
 
          
დ3     
დ6       
  • 2007: დივიზიონის ჩემპიონების ტოპ 3 ადგილმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რის მიხედვითაც წესები შეიცვალა და დივიზიონის გამარჯვებულებს მხოლოდ საუკეთესო 4 ადგილი შეხვდა, რის მიხედვითაც, მე-2 ადგილზე მყოფი სრულად შესაძლებელია არ იყო დივიზიონის გამარჯვებული. ამის საშუალებით აცილებულია ის ფაქტი, რომ ორი საუკეთესო გუნდი, რომლებსაც რეგულარულ სეზონში ერთნაირი შედეგი ექნებათ, პირველ და მეოთხე ადგილზე აღარ განთავსდებიან.
  პირველი რაუნდი
საუკეთესო 7
კონფერენციის ნახევარ-ფინალები
საუკეთესო 7
კონფერენციის ფინალები
საუკეთესო 7
NBA-ის ფინალი
საუკეთესო 7
                                     
ა1*       
ა8       
          
 
          
ა4     
ა5       
          
აღმოსავლეთ კონფერენცია
          
ა2*       
ა7       
        
 
          
ა3     
ა6       
        
        
დ1*       
დ8       
        
 
          
დ4     
დ5       
        
დასავლეთ კონფერენცია
          
დ2*       
დ7       
        
 
          
დ3     
დ6       

რეკორდები და სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მხოლოდ 5 გუნდმა მოახერხა მე-8 ადგილიდან დაემარცხებინა პირველი ადგილიდან გასული გუნდი: დენვერ ნაგეტსი გახდა გამარჯვებული სიეტლ სუპერსონიქსის წინააღმდეგ 3-2 1994 წელს. ნიუ-იორკ ნიქსმა 3-2 მოუგო მაიამი ჰიტის 1999 წელს (რომელიც ლოკაუტის გამო რეგულარული სეზონი შემოკლებით ჩატარდა). გოლდენ სტეიტ უორიორსმა დაამარცხა 4-2 დალას მევერიქსი 2007 წლის პირველ რაუნდში (რომელიც გახდა პირველი მე-8 ადგილოსანი, რომელმაც ახალი საუკეთესო 7 მატჩიან სერიაში გაიმარჯვა). 2011 წელს მემფის გრიზლიმ მოახერხა 4-2 დაემარცხებინა სან-ანტონიო სპურსი და 2012 წელს ფილადელფია სიქსერსი გამოვიდა გამარჯვებული 4-2 ჩიკაგო ბულზის წინააღმდეგ (რომელიც ასევე ლოკაუტის გამო შემოკლებული სეზონით ჩატარდა).
  • 1999 წელს, ნიქსი გახდა ერთადერთი მე-8 ადგილიდან გასული გუნდი, რომელმაც NBA-ის ფინალამდე მიაღწია.
  • 1958-59 წლის მინეაპოლის ლეიკერსი და 1980-81 წლების ჰიუსტონ როკეტსი არიან მხოლოდ ის გუნდები რომლებმაც წაგებული (33-39 და 40-42) შედეგებით მაინც გავიდნენ NBA-ის ფინალამდე. ასევე დასავლეთ კონფერენციის მეორე ფინალისტი კანზას-სიტი კინგსი ასევე 40-42 შედეგით იყო გასული.
  • 1994-95 წლების ჰიუსტონ როკეტსი რომელიც მე-6 ადგილით 47-35 შედეგით იყო, არის ყველაზე დაბალი ადგილით გასული გუნდი, რომელმაც NBA-ის ფინალის მოგება შეძლო, სადაც როკეტსმა ორლანდო მეჯიკი (57-25) 4 მატჩში დაამარცხა. როკეტსმა შეძლო 4 გუნდის დამარცხება, რომლებსაც რეგულარულ სეზონში 50 ან მეტი გამარჯვება ჰქონდა (იუტა ჯაზი 60-22, ფინიქს სანსი 59-23, სან-ანტონიო სპურსი 62-20 და ორლანდო მეჯიკი 57-25), რაც მანამდე არასდროს მომხდარა.
  • სან-ანტონიო სპურსის ანგარიშზეა NBA-ის პლეი-ოფის ყველაზე გრძელი მოგებების სერია ზედიზედ ერთ სეზონში, რაც ზედიზედ 12 მოგებას უდრის 1999 წლის პლეი-ოფში 15-2 საბოლოო დასრულებით. ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ანგარიშზე კი ყველაზე დომინირებული პლეი-ოფია 15-1 შედეგით 2001 წლის პლეი-ოფში. მათ ანგარიშზე ასევე ყველაზე გრძელ პლეი-ოფში გამარჯვებებით მე-2 ადგილი უკავიათ 11 მოგებით.
  • ყველა გუნდის ჩათვლით რომლებსაც NBA-ის ფინალში მიუღიათ მონაწილეობა, ჩიკაგო ბულზი და სან-ანტონიო სპურსი არიან მხოლოდ ის გუნდები, რომლებსაც არასდროს წაუგიათ NBA-ის ფინალში და შეძლეს 6 და 4 ტიტულის მოგება შესაბამისად.
  • ბოსტონ სელტიქსის ანგარიშზე ყველაზე მეტი NBA-ის ფინალური სერიის გამარჯვება არის 17-4 შედეგით, მაშინ როდესაც ლოს-ანჯელეს / მინეაპოლის ლეიკერსის ანგარიშზე ყველაზე მეტი (31) ფინალში ნათამაშებია და შედეგი კი 16-15 აქვს.
  • ყველაზე გრძელი პლეი-ოფში მონაწილეობის შედეგი ამჯერად სან-ანტონიო სპურსს ეკუთვნის, რომელმაც 15-ჯერ მოახერხა, მაშინ როდესაც მის მომდევნო დალას მევერიქსის ანგარიშზე მხოლოდ 11 არის. ყველაზე გრძელი ზედიზედ პლეი-ოფში მონაწილობა კი სირაკუს ნეიშენალსს/ფილადელფია სიქსერსის ანგარიშზეა რომელმაც ზედიზედ 22-ჯერ მოახერხა გასვლა 1949-50 წლების სეზონიდან 1970-71 წლების სეზონის ჩათვლით. ხოლო ყველაზე გრძელი პლეი-ოფში ზედიზედ ასპარეზობა ერთ ქალაქის გუნდით ეკუთვნის პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს, რომელმაც ზედიზედ 21-ჯერ მოახერხა 1982-83 წლებიდან 2002-03 წლების სეზონის ჩათვლით გასვლა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]