ნიუ-იორკ ნიქსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიუ-იორკ ნიქსი
New York Knicks
ნიუ-იორკ ნიქსის სეზონი 2012–13
ნიუ-იორკ ნიქსი ლოგო
კონფერენცია აღმოსავლეთი
დივიზიონი ატლანტიკის
დაარსდა 1946
ისტორია ნიუ-იორკ ნიქსი
(1946–დღემდე)
არენა მედისონ სკვერ გარდენი
ქალაქი მანჰეტენი, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი
გუნდის ფერები ლურჯი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი, თეთრი, შავი
                        
მფლობელ(ებ)ი ჯეიმზ დოლანი/Madison Square Garden, Inc.
გენერალური მენეჯერი გლენ გრუნვალდი [1]
მთავარი მწვრთნელი მაიკ ვუდსონი [1]
D-ლიგის კლუბი ერი ბეიჰოუქსი
ჩემპიონები 2 (1970, 1973)
კონფერენციის ტიტულები 8 (1951, 1952, 1953, 1970, 1972, 1973, 1994, 1999)
დივიზიონის ტიტულები 4 (1971, 1989, 1993, 1994)
გაუქმებული ნომრები 9 (10, 12, 15, 15, 19, 22, 24, 33, 613)
ოფიციალური საიტი
Kit body knicks12h.png
{{{title}}} jersey
Kit shorts knicks12h.png
გუნდის ფერები
ძირითადი
Kit body knicks12a.png
{{{title}}} jersey
Kit shorts knicks12a.png
გუნდის ფერები
სარეზერვო

ნიუ-იორკ ნიქერბოკერსი (ინგლ. New York Knickerbockers), მიღებული და ცნობილი, როგორც ნიქსი (ინგლ. Knicks) — კალათბურთის პროფესიონალური გუნდი, რომელიც მდებარეობს ნიუ-იორკ სიტიში. გუნდი არის ატლანტიკური დივიზიონის და აღმოსავლეთ კონფერენციის წევრი NBA-ში. დაარსებული იქნა 1946 წელს ამერიკის კალათბურთის ასოციაციის (Basketball Association of America) წევრის მიერ, რომელიც შემდგომ ნბა შეუერთდა.

ნიქსი არის იმ ორი გუნდიდან ერთერთი ნბა-ში, რომლის ადგილმდებარეობა დაარსებიდან მოყოლებული არ შეცვლილა. (მეორე გუნდი ბოსტონ სელტიკია).

ნიქსი იყო წარმატებული გუნდი ადრეულ წლებში, დაწყებული 1950 წლიდან, სადაც მათ 3 ფინალი ითამაშეს მაგრამ სამწუხაროდ სამივეში დამარცხდნენ. ნიქსის წარმატებაში ასევე უნდა აღინიშნოს რედ ჰოულცმენის სახელი, რომელიც გუნდს გუნდს 60იანების ბოლოში ჩაუდგა სათავეში და გუნდს დაეხმარა დომინირებაში იმ დროს. საბოლოოდ კი მან შეძლო გუნდისთვის ორი ჩემპიონის ტიტული მოეპოვებინა 1970 და 1973 წლებში.

ხოლო ბოლო ათ წლეულში მხოლოდ ორჯერ შეძლო გასვლა ფლეი-ოფში. ეს უკანასკნელი კი 2011-2012 წლის სეზონში მოახერხა, როდესაც პირველივე რაუნდში მაიამი ჰიტის მიერ იქნა დამარცხებული 5 სერიან თამაშებში ანგარიშით 4-1, მიუხედავად გუნდში სუპერ ვარსკვლავ ამარე სტაუდმაიერის და კარმელო ენტონის ყოფნისა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუნდს წინა ფლეი-ოფში 13 თამაშიანი წაგება ჰქონდა ზედიზედ და ზუსტად მაიამი ჰიტის წინააღმდეგ შეწყდა ეს დიდი წაგებების სერია.

სექციების სია

ისტორია[რედაქტირება]

ადრეული წლები (1946-1967)[რედაქტირება]

ყველაფერი 1946 წლის, 6 ივნის დაიწყო, როდესაც ამერიკის 18 წარმატებული ბიზნესმენი სასტუმრო კომოდორში შეიკრიბა და იმ მომენტისთვის სწრაფად მზარდი სპორტის, კალათბურთის ლიგის Basketball Association of America (BBA) დაარსება გადაწყვიტეს.

მაგ დროისთვის ლეგენდარულ მედისონ სკვერ გარდენში მხოლოდ ნიუ იორკის ჰოკეის გუნდი გამოდიოდა, რადგან და ვინაიდან დიდად პროდუქტიული არ იყო ამ ერთი გუნდის ყოლა "მსგ"-სთვის, ნედ ირშმა, კოლეჯის კალათბურთის პრომოუტერმა და სპორტულმა ანალიტიკოსმა, იმ მომენტისთვის კი მედისონის პრეზიდენტმა, გადაწყვიტა ქალაქისთვის მეორე პროფესიონალური გუნდი ეჩუქებინა რომელიც ამავე დარბაზში დაიდებდა სახლს. ასე დაარსდა New York Knickerbrockers!

ლეფჩიკი ლიდერობდა ნიუ-იორკ ნიქსს ადრეულ წლებში, მაგრამ ეს ლიდერობა არასდროს დასრულებულა NBA ჩემპიონობით

ნიქსმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ნილ კოჰელენის მეთაურობით გამართა ტორონტო ჰასკისთან, რომელშიც 68:66 იმარჯვა. ნიქსის გუნდს 12 ქულით, ლეო გოტლიბმა ულიდერა. მატჩს 7900 მაყურებელი ესწრებოდა! პირველივე სეზონში 33-27 (მოგება/წაგება) შედეგის შემდეგ, ნიქსმა მოახერხა პლეიოფში გასვლა, სადაც პირველ წრეში 2-1 დაამარცხა კლივლენდის გუნდი, შემდეგ წრეში კი ფილადელფია ვორიორზთან დამარცხდა 0-2. 1947 წლიდან მოყოლებული ნიქსმა შეძლო 7ჯერ ზედიზედ პლეიოფში გასვლა მაგრამ ვერა და ვერ მიუახლოვდა ჩემპიონობას..

1949-50 წლებში კი BBA-ს ლიგა NBL-ს შეუერთდა და დაარსდა ნაციონალური კალათბურთის ასოციაცია (National Basketball Association = NBA). ნიქსმა ამ ლიგაშიც, აღმოსავლეთ დივიზიონში შეინარჩუნა ადგილი და განაგრძობდა წარმატებულ თამაშს. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი რომ 50-ში სვიტვოტერ კლიფტონის გაიფორმეს, რომელიც იყო პირველი შავკანიანი კალათბურთელი რომელმაც NBA-ს მოედნებზე დადგა ფეხი. ამ პერიოდსი საკმაოდ ძლიერი კოლექტივი შეეკრიბა ნიქსს და სამჯერ ზედიზედ მოახერხეს NBA ფინალში თამაში, მაგრამ სამწუხაროდ ჩემპიონობამდე სულ ცოტა აკლდებოდათ.

ლაპჩიკი, მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 1956 წლამდე იყო, სანამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოუწია პოსტის დატოვება და მის მაგივრად, ვინს ბროილი მოვიდა, რომელიც მხოლოდ ორ სეზონს გაჩერდა გუნდში, წარუმატებელი ასპარეზობის და პლეიოფის ორჯერ ზედიზედ გამოტოვების შემდეგ 1958 წელს გათავისუფლებული იქნეა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.

აღმოსავლეთში წამყვანი პოზიციების დაბრუნების სურვილით და ამბიციით ნიქსმა დანიშნა ენდრიუ ლევაინი, რომლის მეთაურობით ნიქსმა საგრძნობლად გამოასწორა მოგება/წაგების მაჩვენებელი და სეზონი 40-32. მაგრამ დამარცხდა პლეიოფის პირველ წრეში. რადგან და ენდრიუმ ვერ გაუძლო ქალაქის და უფროსობის ზეწოლას შემდეგი სეზონის დასაწყისშივე გადადგა და ადგილი დაუთმო ახალ მთავარ მწვრთნელს, კარლ ბრაუნს, რომელიც გახდა გუნდის პირველი მოთამაშე-მწვრთნელი.

დიდად წარმატებული ეს ნაბიჯი არ აღმოჩნდა, ამიტომ ნიქსის მესვეურებმა დაიქირავეს ედი დონოვანი, რომელსაც მანამდე საკმაო წარმატებები ჰქონდა კოლეჯის კალათბურთში, მაგრამ ნიქსთან ერთად საერთოდ ვერაფერი გამოვიდა და რითაც დაგვამახსოვრა თავი იყო ის რომ 1962 წლის მარტში, ფილადელფია ვორიორზთან, მისმა გუნდმა წააგო 169-147 რომელშიც ლეგენდარულმა ვილტ ჩემბერლენმა დააგროვა ლიგისთვის რეკორდული 100(!) ქულა.

1964 წლიდან ნიქსნა დაიწყო ახალი ფრენჩაის შექმნა დრაფტზე აყვანილი უილის რიდთან ერთად, რომელიც შემდგომ გახდა "წლის ახალბედა". დონოვანმა გენერალური მენეჯერის პოსტზე გადაიწია, ხოლო მწვრთნელობა ჯერ გალატინმა ითავსა შემდეგ კი (კვლავ წარუმატებელი სეზონის გამო) პოსტი კიდევ ერთ ყოფილ ნიკერბროკერს დიკ მაკგის გადააბარა, რომელიც 1967-68 წლის შუა სეზონშივე იქნა გაშვებული უსახური თამაშის და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო 15-22.

ჩემპიონობის წლები (1967-1975)[რედაქტირება]

გუნდში მოვიდა რედ ჰოლზმანი, რომლის ზეგავლენაც გუნდს მაშინვე დაეტყო. დარჩენილი სეზონი 28-17 ზე დაამთავრა, რაც საბოლოოდ გუნდს 43-39 სეზონის დამთავრების შემდეგ დაეხმარა ფლეი-ოფში ასპარეზობისთვის, სადაც აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში კვლავ ფილადელფიის გუნდთან დამარცხდა. ნიქსის შემადგენლობა უფრო და უფრო იკვრებოდა და სერიოზულ ძალად ყალიბდებოდა. ახალწვეული ფილ ჯექსონი და ვოლტ ფრაზიერი, NBA All Rookie Team-ში მოხვდნენ ხოლო, დირკ ბარნეტი და ვილის რიდი 1968 წლის ოლ სტარის თამაშში იასპარეზეს.

შემდეგივე სეზონში გუნდმა დაიმატა დეივ დებუში დეტროიტ პისტონიდან, რეგულარული სეზონი 54-28ზე დაამთავრა, რომელიც 1953 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა ფლეიოფის საწყის ეტაპზე ბალტიმორთან (3-0), ხოლო კონფერენციის ფინალში ბოსტონელ სელტიკთან დამარცხდნენ.

უილიამ "რედ" ჰოლზმენი ედგა სათავეში გუნდს, როდესაც 2 ჩემპიონობა მოიპოვა.
უოლტ ფრეზიერი

ხოლო 1969-70 წწლის სეზონში ნიკერბროკერებმა მოახერხეს და გაიმარჯვეს 18 მატჩში ზედიზედ (იმ დროინდელი რეკორდი) და ნიქსის ისტორიაში საუკეთესო (60-22) შედეგით დაასრულეს რეგულარული. პლეიოფის პირველ წრეში გამოთიშეს ბალტიმორ ბულეტსი, აღმოსავლეთის ფინალში კი დაამარცხეს მილოუკ ბაქსი და ფინალში ლოს ანჯელეს ლეიკერსს დაუპირისპირდნენ. 2-2ზე ბოლო გადამწყვეტი მატჩის დასაწყისშივე, ტრავმის გამო ვილის რიდი გამოეთისა, მაგრამ ამან არ შეუშალა ხელი, მე-5 თამაშში, 16 ქულიანი სხვაობის აღმოფხვრას და ნიუ იორკ ნიკერბროკერსმა მაინც მოახერხეს გამარჯვება.

რიიდს მიერ გამოტოვებული და წაგებული მე-6 მატჩის მერე, ბოლო გადამწყვეტ თამაშში იყოს ის ლეგენდარული მომენტი ნბა-ს ისტორიაში როდესაც ტრავმირებული ფეხით შემოვიდა მოედანზე და გუნდის პირველი ორი ქულა ჩააგდო, რამაც ბიძგი და ჟინი შემატა ნიქსელებს და 113-99 დაამარცხეს ლეიკერსი და პირველად თავის ისტორიაში გახდნენ NBA-ს ჩემპიონები. იმ სეზონში ვილი რიიდი დასახელებული იყო ყველა ვარსკვლავის MVP-ით, რეგულარული სეზონის MVP-თ და ფინალური სერიის MVP-ს ტიტულიც მას მიანიჭეს, რამაც ის გახადა პირველი მოთამაშე რომელმაც შეძლო ერთ სეზონში სამივე ტიტულის მოგება.

1971-ში მილოუკისთან კონფერეციის ფინალების წაგების შემდეგ, ნიქსმა გაიფორმა ჯერი კულასი და ერლ "მარგალიტი" ("The Pearl")" მონრო. 1972 წელს ნბა-ს ფინალებში დაბრუნების შემდეგ ნიქსი დამარცხდა ლეიკერსთან, 5 მატჩში. მაგრამ შემდეგ წელს 1972-1973 სეზონში ნიქსმა კვლავ მოიპოვა ნბა ფინალების საგზური აქაც კვლავ ლეიკერს შეხვდა და ამჯერად მოახერხეს და ანგარიშით 4-1 დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონები და ისტორიაშე მეორედ (და უკანასკნელად) მოიპოვეს პირველობა ნბა-ში. შემდეგ სეზონში კიდევ ერთი წარმატებული წელი ჰქონდა ნიქს, მაგრამ კონფერენციის ფინალში სამწუხაროდ დამარცხდნენ ბოსტონთან, რის მერეც ლეგენდარულმა ენდი რიიდმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის მერე დაიწყო მძიმე წლები ნიქსში.

ჩემპიონობის შემდეგი წლები (1975-1985)[რედაქტირება]

1974-975 წლებში, 8 სეზონის შემდეგ ჰქონდა პირველი სეზონი როდესაც უფრო მეტი წაგებით დაამთავრა ვიდრე მოგებით (40-42) მაგრამ მაინც მოახერხა პლეიოფში გასვლა სადაც პირველივე ეტაპზე გამოვარდა ჰიუსტონ როკეტსთან. შემდეგი ორი მარცხებით დასრულებული სეზონების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰოლცმენი, ვილის რიდმა შეცვალა, რომელმაც გუნდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. რიდის პირველ სეზონში ნიქსმა ცოტა გამოასწორა შედეგი და 43-39ზე დაამთავრდა, მაგრამ კონფერენციის ნახევარ-ფინალში კვლავ ფილადელფიასთან დამარცხდა. შემდეგ სეზონშივე მძიმე სტარტის შემდეგ, როდესაც გუნდმა 6-8 შედეგი დააგროვა, ჰოლცმენი დააბრუნეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ხოლო რიდი დანიშნეს მედისონ სკუერ გარდენის პრეზიდენტად, რომელმაც სონი უერბლინი ჩაანაცვლა. მიუხედადავად ჰოლცმენის დაბრუნებისა, გუნდმა მაინც ვერ გამოასწორა სეზონი და საბოლოოდ სეზონი 31-51 დაასრულა რომელიც 13 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი შედეგი იყო.

შემდეგი 1979-80 წლებში გაუმჯობესებული სეზონის 39-43 დასრულების შემდეგ, გუნდმა კვლავ გააუმჯობესა ეს შედეგი 1980-1981 წლებში, როდესაც სეზონი 50-32 დაასრულა. ფლეი-ოფში გასულებს კი ჩიკაგო ბულზი დახვდა, რომელმაც გამოაგდო ნიქსი. ჰოლცმენის შემდეგი სეზონი კი 33-49 დასრულდა, მიუხედავად ამისა, მან ბევრ მოთამაშის კარიერაზე მაოხდინა გავლენა. ერთერთი მათგანი ფილ ჯექსონია რომელიც საბოლოოდ ჩიკაგო ბულზში და ლოს ანჯელეს ლეიკერსის მწვრთნელის რანგში 11 NBA ჩემპიონის ტიტულის მოგება მოახერხა, რითაც რედ აუერბეხის რეკორდი გააუმჯობესა.

როგორც ნიქსის მწვრთნელი კი ჰოლცმენი ჰაბი ბრაუნმა ჩაანაცვლა, რომლის პირველი სეზონი 44-38 დამთავრდა, სადაც პლეი-ოფის მეორე რაუნდში ფილადელფიასთან გამოვარდნენ. გუნდმა ბერნარნ კინგი მოიყვანა, რომელმაც სეზონის 47-35 დაასრულებაში დაეხმარა გუნდს და პლეი-ოფის პირველ რაუნდში დეტროიტ პისტონის წინააღმდეგ გაიმარჯვა, ხოლო მეორე რაუნდში კი სელტიკთან 7 მატჩიან სერიებში დამარცხდა. გუნდი შემდეგ სეზონში კი კვლავ უარესობისკენ წავიდა, როდესაც სეზონის ბოლო 12 მატჩი წააგეს და საბოლოოდ 24-58 დაასრულეს. პირველი წაგება დაიწყო 1985 წელს 23 მარტს, როდესაც კინგმა მუხლი დაიზიანა და შემდეგი 24 თვე რეაბილიტაციას მოანდომა.

პატრიკ იუინგის ერა (1985-2000)[რედაქტირება]

1985 წლის დრაფტ ალტარეაში გამარჯვების შემდეგ, პირველ პიკად ნიქსმა აიყვანა ცენტრი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან, პატრიკ იუინგი. რომელიც თავისივე სადებიუტო სეზონში საშუალოდ აგროვედა 20 ქულას და 9 მოხსნას, გახდა წლის ახალბედა. თუმცა ამის მიუხედავად, გუნდმა პირველ სეზონში 23-59 დააგროვა.

იუინგის მეორე სეზონის დროს, გუნდმა 4-12 დაიწყო სეზონი, რასაც ჰაბი ბრაუნის გაშვება და მისი ასისტენტის ბობ ჰილის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა მოჰყვა, თუმცა ამის მიუხედავად გუნდმა 24-58 დაასრულა და სეზონის ბოლოს ჰილი იქნა გაშვებული.

ჰუბი ბრაუნის და ბობ ჰილის წარუმატებელი მწვრთნელობების შემდეგ გუნდში მოვიდა რიკ პიტინო, რომელცა პოინ გარდის პოზიციაზე მარკ ჯექსონის აყვანის შემდეგ (რომელიც გახდა წლის რუქი) ნიქსმა გამოასწორა თამაში და ხანგძლივი პაუზის შემდეგ კვლავ მოიპოვა პლეიოფის საგზური 88 წელს, სადაც ბოსტონთან დამარცხდა.

1988-89 წლის სეზონების დაწყებამდე გუნდში მოვიდა ჩარლზ ოუკლი, რომელმაც საგრძნობლად გააძლიერა ნიქსი და 52-30 შედეგის მერე პირველად მოიპოვა დივიზიონის ჩემპიონობა 18 წლიანი პაუზის შემდეგ. პლეიოფის პირველ წრეში გამოაგდეს სიქსერსი და დამარცხდნენ მაიკლ ჯორდანის ბულსთან აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ ფინალში.

90 წლის სეზონში პიტინო ჩაანაცვლა მისმა ასისტენტმა, სტიუ ჯექსონმა, რომელიც რიგით მე14 მწვრთნელი იყო ნიქსის. ჯექსონმა გუნდი პლეიოფში გაიყვანა მაგრამ დამარცხდნენ მოქმედ ჩემპიონებთან დეტროიტ პისტონსთან. შემდეგი სეზონის ცუდი სტარტის გამო, სტიუ გაუშვეს და მოვიდა ჯონ მაკლეოდი რომელმაც აგრეთვე ვერაფერი მნიშვნელოვანი წარმატება ვერ მოუტანა გუნდს.

იმდროინდელი ნიქსის პრეზიდენტი დეივ ჩეკეტში ხვდებოდა რომ გუნდს საჩემპიონო ამბიციები თუ გააჩნდა უკეთესი მწვრთნელი სჭირდებოდა, ამიტომ პოსტზე მან მოიყვანა ლეგენდარული პეტ რაილი 1991-92 სეზონის დასაწყისში, რომელსაც 4 ტიტული ჰქონდა მოგებული ლეიკერსთან ერთად. გაძლიერებული დაცვითი სათამაშო სტილის შემდეგ, რომლის მთავარი გასაღები იყო რთული და მძიმე წარსულის მქონე ჯონ სტარკსი, რომელიც მალევე გახდა ნიკერბროკერების გულშემატკივრების ფავორიტი. ის სეზონი 51-31 დაამთავრეს, მოიგეს ატლანტიკის დივიზიონი, პლეიოფის პირველ წრეში მოუგეს პისტონსს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე კვლავ ბულზს და ჯორდანს გადაეყრანენ, სადაც მე7 ბოლო თამაშში ჯორდანის ფაქტორმა მაინც გადაწონა და ნიქსი კვლავ გამოეთიშა ტიტულისთვის ასპარეზობას.

1992-93 წლები კიდევ უფრო წარმატებული იყო ნიქსისთვის როდესაც რეგულარი სეზონი 60 გამარჯვებით დაამთავრეს. სეზონის წინ გუნდმა მარკ ჯექსონი დაატრეიდა, ჩარლზ სმიტსა და დოკ რივერსში. ამჯერად ნიქსი კონფერენციის ფინალში გავიდა სადაც გადაეყარა კვლავ ბულს. 2-0 უპირატესობის მერე ბულსმა მაინც მოახერხა და 4 თამაში ზედიზედ დაამარცხა ნიქსი და გამოთიშა ბრძოლას.

შემდეგ წელს ჯორდანის ნბა-დან წასვლამ, ნიქსის ბალელშიკებს გაუჩინა რეალური შესაძლებლობა ჩემპიონობის.. დაიმატეს მათ დერეკ ჰარპერი გარდის პოზიციაზე, დაამთავრეს რეგულარული 57-25ზე და მოიგეს ატლანტიკის დივიზიონი. პირველ წრეში გამოთიშეს ნიუ ჯერსი ნეთსი, მეორე წრეში მოახერხეს და იმარჯვეს როგორც იქნა ბულსზე ხოლო კონფერენციის ფინალში გაუმკლავდნენ ინდიანა პეისერს. და 74 წლის მერე პირველ შეაბიჯეს ნბა-ს ფინალებში! ჰიუსტონ როკეტსთან 7 მატჩიანი ფინალი გაიმართა. 3-2 უპიარტესობა რომელიც ნიქსმა მედისონზე მოიპოვა, ჰიუსტონის ჩასულებს მძიმე მატჩი გამართეს, რომ არა ბოლო წამზე ჰაკი ოლაჯუვონის დაფარება ჯონ სტარკზე ისტორია სხვანაირად დატრიალდებოდა. ის მატჩი 86:84 დათმო ნიქსმა და შემდეგი მატჩიც 90:84 დათმო სადაც, ჯონ სტარკს არაფერი გამოუვიდა (2/18 FG).

შემდეგ სეზონში ნიქსმა კვლავ მოიგო ატლანტიკის დივიზიონი, გაიარა პირველი პლეიოფის წრე. დაუპირისპირდა ინდიანა პეისერს, სადაც თავი კდიევ ერთხელ გამოიჩინა რეჯი მილერმა როგორც ქლაჩ შუუთერმა.. სერია მე-7 მატჩამდე მივიდა. 97:95-ზე იუვინგს ჰქონდა შანსი ანგარიში გაეთანარებინა როცა დამატებას ცდილობდა ფარქვეშიდან, მაგრამ ის ბურთი არ ჩავარდა და ნიქსი გამოეთისა ბეჭდებისთვის ბრძოლას. მეორე დღესვე რაილი გადადგა პოსტიდან.

მის ადგილზე მოსული დონ ნელსონი ვერ მოერგო ნიუ იორკს და 59 მატჩის მერე გაუშვეს. მისი პოიზიცია მისმა ასისტენტმა ჯეფ ვან განდიმ დაიკავა, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, გაიყვანა პლეიოფში გუნდი და პირველ წრეში კავალიერსის მშრალზე მოგების შემდეგ დამარცხდა კვლავ ბულსთან (რომლებსაც იმ წელს 72(!) მოგებიანი სეზონი ჰქონდათ)

შემდეგ ზაფხულს ნიქსმა დაიმატა ალან ჰიუსტონი და ლარი ჯონსონი. დაამთავრა რეგულარული 57 მოგებით, გაიარე პლეიოფის პირველი წრე (შარლოტ ჰორნეთსს მოუგო) და დაეჯახა პეტ რაილის მაიამი ჰიტს! 3-1 უპირატესობის მერე იყო მთელი არეულობების და დისკვალიფიკაციების რიგირ, ჩხუბის და ტექნიკურების გამო. შესაბამისად მე-6 თამაში უივინგოდ და უჰიუსტონოდ დამარცხდნენ მე6 მატჩში და უისტარკოდ და უჯონსონოდ მე7-ში, ორივე მატჩს აგრეთვე დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა ჩარლი ვარდი.

1997-1998 წლებში უირვინგოდ დარჩენილმა ნიქსმა (მარჯის ტრავმის გამო) მოუკლო მოგებებს მაგრამ პლეიოფში მაინც გავიდა, სადაც შეხვდა კვლავ მაიამი ჰიტს. სადაც მაინც მოახერხა ამჯერად ჰიტის დამარცხება და შემდეგ ეტაპზე შეხვდა ინდიანას რომლებთანაც გამოვარდა 5 მატჩში.

ლოკაუტის გამო შემცირებული 1999 წლის სეზონის წინ ნიქსმა ჯონ სტარკი გაუშვა გოლდენ სტეიტში ლეტრელ სპრიულში, ხოლო ოაკლი მარკუს კემბიში. მძიმე რეგულარულის შემდეგ მე-8 პოზიციით გავიდა პლეიოფში და პირველ განთავსებულ გუნდს მაიამი ჰიტს შეხვდა. ჰიტი ნიქსის დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა.. სასწაული სანახობა გაიმართა მაიამის და ნიუ იორკის პარკეტებზე.. ყველაფერი მე-5 თამაშში დამთავრდა როდესაც ალან ჰიუსტონმა 0.8 წამით ადრე ჩააგდოო გეიმ ვინერი და ნიქსი გახადა ნბა-ს ისტორიაში მეორე გუნდი გახადა რომელმაც მე-8 სიიდიდან გამოაგდო პირველი ადგილით გასული! შემდეგ წრეში დაამარცხეს ატლანტა ჰოუქსი ხოლო კონფერენციის ფინალებში შეხვდნენ ინდიანა პეისერს, რომლებთან ორთაბრძოლაში, მესამე თამაშში სეზონის ბოლომდე დაკარგეს პატრიკ იუნგი ტრავმის გამო. სერიის მოგება ნიქსმა მაინც მოახერხა და გახდა პირველი გუნდი ნბა ისტორიაში ვინც მოახერხა მე8 სიიდით ნბას ფინალებში გასვლა! ტრავმებისგან შესუსტებული ნიქსი სუპერფინალში დევიდ რობინსონის და ტიმ დანკანის სპურსთან დამარცხდა 5 თამაშში.

2000-ის სეზონი იყო ბოლო იუინგის როგორც ნიკერბროკერის ისტორიაში. 50-32იანი რეგულარულის შემდეგ დაეჯახნენ კვლავ ჰიტს და კვლავ 7 მატჩიანი ბლოკბასტერი გამოდგა, სადაც ბოლო წამზე პატრიკის ორ ქულიანით მოიგეს მე7 მატჩში! ხოლო კონფერენციის ფინალში დამარცხდნენ პეისერსთან. იმავე ზაფხულს იუინგი გადავიდა სიეტლში და აქ დამთავრდა მისი ერა, სამწუხაროდ ბეჭდების გარეშე.

პატრიკ იუინგის ერის შემდგომი წლები (2000-2008)[რედაქტირება]

მედისონ სკვერ გარდენის ახალი ვერსია ნიქსის საშინაო არენად 1968 წლიდან ითვლება

იმის მიუხედავად რომ გუნდმა იუვინგი დაკარგა, ნიქსმა მაინც შეძლო რეგულარული სეზონის წარმატებით დამთავრება და 48-34. პლეი-ოფის პირველ რაუნდში კი 5 თამაშიან სერიაში დამარცხდა ტორონტო რეპტორსის მიერ, ეს კი დეკადის პირველი შემთხვევა იყო როდესაც გუნდი პირველივე სერიაში დამარცხდა. შემდეგი სეზონი გუნდმა ცუდად დაიწყო თუმცა მაინც შეძლო შემდგომ 10-9 მიეყვანა, თუმცა ამ დროს ვან გუნდი გადადგა მთავარი მწვრთნელობის თანამდებობიდან 2001 წლის 8 დეკმებერს, რომელმაც თავისი ქმედება ახსნა "დაკარგული ჰქონდა ფოკუსი" და ვერ შეძლებდა გუნდის გაწვრთნას. გუნდმა კი მისი ასისტენტი - დონ ჩეინი ამოწია ამ ვაკანტურ თანამდებობაზე, სეზონი კი საბოლოოდ 30-52 დასრულდა, რის შედეგადაც 1986-1987 წლიდან მოყოლებული, პირველად ვერ შეძლეს ფლეი-ოფში გასვლა.

2002 წლის ოქტომბერში გუნდმა კვლავ ჩეინი არჩია მწვრთნელის თანამდებობაზე და მისცეს შანსი კვლავ ერთი წელი რომ გამოესწორებინა მისი შედეგი. ამას მოჰყვა ვეტერანი ანტინიო მაკდაისის დამატება რომელიც წინა რამდენიმე წელი მუხლის ტრავმას ებრძოდა. ამას კი საბოლოოდ ბევრი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა მხოლოდ ამით არ იყო გუნდის კრიტიკა გამოწვეული, არამედ გუნდის შემადგენლობის მიერ უსახური თამაშის გამო. სეზონის პირველ 20 მატჩში კი მხოლოდ 7 თამაშის გამარჯვება შეძლეს, რასაც სეზონი დასასრულს 37-45 დასრულება მოჰყვა. ეს კი გუნდის ზედიზედ მეორე სეზონი იყო პლეი-ოფის გარეშე.

2003-2004 წლის სეზონი გუნდმა 10-18 დაიწყო. 2003 წლის 22 დეკემბერს კი გუნდის პრეზიდენტან ისაია ტომასი იქნა არჩეული მას შემდეგ, რაც გუნდმა თანამდებობიდან სკოტ ლეიდენი გაუშვა. ტომასმა კი გუნდის მდგომარეობა უფრო უარესობისკენ წაიყვანა, როდესაც ჩეინი გაუშვა და დიდების დარბაზის წევრის ლენი უილკინსი მოიყვანა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე. გუნდმა ასევე დაიწყო შემადგენლობის "გადახალისება" როდესაც გარდი სტეფონ მარბარი დაიმატა. გუნდმა შეძლო და ფლეი-ოფში გავიდა 39-43 რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, თუმცა პირველი რაუნდში გამოთიშული იქნენ ნიუ ჯერსი ნეტსის მიერ. მას შემდეგ რაც გუნდმა შემდეგი სეზონი 17-22 დაიწყო, უილკინსმა დატოვა მწვრთნელის პოსტი, მისი ადგილი იყო ჰერბ უილიამსმა დაიკავა დროებითი მწვრთნელის პოსტით, რომელმაც გუნდს მანამდე ორლანდო მეჯიქთან ედგა სათავეში ამ პოზიციით. ამის მიუხედავად გუნდის სეზონი მთლად სახარბიელოდ არ წასულა და საბოლოოდ 33-49 დასრულა, რაც გუნდის მორიგი პლეი-ოფის გარეშე დარჩენას უდრიდა.

იმედის ძიებაში რომ ვინმე შეძლებდა გუნდზე ლიდერობას, ნიუ-იორკ ნიქსმა აიყვანა მთავარ მწვრთნელად ლერი ბრაუნი. ბრაუნი, რომელიც გუნდს ბავშვობიდან ქომაგობდა კარგად იყო დაჯილდოებული მწვრთნელის შესაძლებლობებით, მისმა მოსვლამ კი გუნდში იმედი დაბადა. იმედი, რომ იგი შეძლებდა ახალი პატრიკ იუინგის პოვნას, აქედან გამომდინარე გუნდმა დრაფტზე აიყვანა ცენტრი ჩენინგ ფრაიე, ხოლო გადმოყვანილი იქნა ჯერომ ჯეიმზი და ედი ქური. ქური რომელსაც გულის პრობლემები აღმოაჩნდა DNA ტესტზე ჩიკაგო ბულსში, რომელიც საბოლოოდ იქნა გამოშვებული ნიქსში ანტიონიო დეივისთან ერთად, ტიმ ტომასის და მაიკლ სვიტნის ნაცვლად. თუმცა შემადგენლობის ცვლილებების მიუხედავად, გუნდმა სეზონი ნბა-ში ყველაზე ცუდი შედეგით მე-2 ადგილი დაიკავა 23-59. სეზონი დამთავრდა იმით, რომ გუნდმა გაუშვა ლერი ბრაუნი, რომელმაც ერთ სეზონში მოასწრო და მოახერხა რომ 18.5 მილიონით გადაეჭარბებინა სახელფასო სახურავი.

მას შემდეგ რაც გუნდის მწვრთნელი პოზიციიდან იქნა გაშვებული ბრაუნი, მისი თანამდებობა ისაია ტომასმა შეითავსა. ტომასმა განაგრძო მოთამაშეების მოყვანა დიდი ხელფასებით, მაშინ როდესაც გუნდი ცდილობდა მისი ტალანტების მოძებნას. ამ გაუგებრობას ისიც დაემართა რომ 2006 წლის 16 დეკემბერს ნიქსი და დენვერ ნაგეტსი ხელჩართულ ბრძოლაში ჩაერთნენ მედისონ სკვერ გარდენში ჩატარებული მატჩის დროს. გუნდმა წინა სეზონისგან განსხვავებით, შედეგი 10 თამაშის გააუმჯობესა და ამჯერად 33-49 დაასრულა, 50 წაგება კი მას შემდეგ აიცილა, რაც გუნდმა შარლოტა ბობქეტსი 94-93 დაამარცხა სეზონის ბოლო თამაშში.

ნიქსის შიდა სამზარეულოში დიდი არეულობები მოხდა 2007 წლის სეზონში. გუნდის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა - ანუჩა ბროუნმა სარჩელი შეიტანა ისაია ტომასის და მედისონ სკვერ გარდენის წინააღმდეგ, სადაც ის გუნდს სექსუალურ ძალადობაში ავლენდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ისაია ტომაში ძებნაში გამოცხადდა და დაეკისრა მედისონ სკვერ გარდენზე პასუხისმგებლობა. ასევე სასამართლომ 11.6 მილიონის გადახდა დააკისრა მედისონ სკვერ გარდენს, რომელიც შემდგომ ორივე მხარის მოლაპარაკებებით შემცირებული იქნა და 11.5 ჩამოვიდა. სეზონი კი გუდნმა 2-9 დაიწყო, რაც ბევრი გულშემატკივრის უკმაყოფილება და ტომასის წინააღმდეგ აქციები მოჰყვა, სადაც ხშირადაც კი მღეროდნენ მის გაგდების შესახებ "გაუშვით ისაია" ("Fire Isiah") გახდა მიღებული ნიქსის საშინაო მატჩებზე. 2007 წლის 29 ნოემბერს, ნიქსმა გუნდის ისტორიაში ერთერთი სამარცხვინო მარცხი განიცადა, როდესაც ბოსტონ სელტიკის მიერ 104-59 დამარცხდა. სეზონი კი გუნდის ყველაზე უარესი შედეგის გამეორებით 23-59 დასრულდა.

ახალი მიმართულება (2008-დღემდე)[რედაქტირება]

მფლობელ ჯეიმზ დოლანმა ინდიანა პეისერსის ყოფილი პრეზიდენტი დონი უოლში დაიქირავა, რომელმაც ისაია თომასის, როგორც პრეზიდენტობას წერტილი დაუსვა.პირველ პრესკონფერენციაზე, უოლშმა განაცხადა მომავლის გეგმები, რომელშიც გუნდის სახელფასო ქუდი და განვითარება შედიოდა. 2007-2008 სეზონის დამსრულების შემდეგ კი, უოლშმა მწვრთნელობის რანგიდან თომაში გაუშვა და მის მაგივრად ფენიქს სანსის მწვრთნელი - მაიკ დენტონი მოიყვანა. დენტონიმ გუნდთან 4 წლიან კოტრაქტს მოაწერა ხელი რომელიც გუნდს 24 მილიონი $ დაუჯდა. გუნდი ინარჩუნებს მე-6 არჩევანს NBA 2008 წლის დრაფტზე, სადაც დენილო გალინარი აიყვანა 20 მაისს.

2008 წლის 21 ნოემბერს გუნდმა ერთერთი ტოპ მსროლელი - ჯამალ კროუფორდი გაუშვა გოლდენ სტეიტ ვირიორზში ელ ჰერინგტონის სანაცვლოდ. რამდენიმე საათის შემდეგ კი ზაქ რენდოლფი გაუშვა ლოს-ანჯელეს კლიპერსში მერდი კოლინსთან ერთად. ეს კი ქმედება კი იმით იყო გამოწვეული, რომ ნიქსს უნდოდა აყვანა ისეთი კალათბურთელების, როგორიც ლებრონ ჯეიმზი, დუეინ უეიდი, კრის ბაში და ამარე სტედემაიერია. 2009 წლის თებერვალში ნიქსმა ტიმ ტომასი, ჯერომ ჯეიმზი და ენტონი რობერსონი გაუშვა ჩიკაგო ბულზში ლერი ჰიუზის სანაცვლოდ, რომელსაც ასევე მელიკ როუზის ოკლაჰომა სიტი თანდერში გადასვლა მოჰყვა კრის უილკოქსის სანაცვლოდ.

ხოლო დიდი საღა სტეფან მერბერის შესახებ დასრულდა და მერბერი ბოსოტნ სელტიკში გადაბარგდა 2009 წლის 27 თებერვალს. ნიქსმა კი წინა სეზონთან შედარებით, 9 მოგებით გააუმჯობესა მაიკ დენტონის პირველ წელსვე, რომელიც საბოლოოდ 32-50 დასრულდა. დევიდ ლი კი გუნდს ამ სეზონში 65 double-doubles ლიდერობდა, რომელიც ასევე ლიგაში უმაღლესი იყო.

2009 წლის NBA დრაფტზე, ნიქსმა აირჩია ფორვარდი ჯორდან ჰილი. ხოლო ტონი დაგლასი, რომელიც ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მიერ იქნა არჩეული, ნიქსმა გადმობირება.ნიქსმა სეზონი ყველაზე ცუდად დაიწყო გუნდის არსებობის ისტორიაში, სადაც 10 თამაშიდან 9 წააგო. ნიქსმა 9 თამაში მოიგო და 6 წააგო დეკემბერსი, ხოლო 2010 წლის 24 იანვარს, გუნდმა ყველაზე ცუდი საშინაო მატჩი ჩაატარა გუნდის არსებობის ისტორიაში მედისონ სკვერ გარდენში, სადაც დალას მავერიკის წინააღმდეგ 50 ქულის სხვაობით დამარცხდა, რაც ასევე გუნდის ისტორიაში მეორე ასეთი შემთხვევა იყო.

17 თებერვალს, ნიქსმა შემადგენლობა გადაახალი, მილიჩიჩი მინესოტა ტიმვერვულვზში გაუშვა. ერთი დღის შემდეგ ნიქსი და ბოსტონ სელტიკსი ნეით რობინსონის და ედი ჰაუსის გაცვლაზე შეთანხმდნენ. კონტრაქტი ასევე ითვალისიწნებდა რომ მარკუს ლენდრი წავიდოდა სელტიკში, ხოლო ჯეი არ გიდენსი და ბილ უოლკერი ნიქსში გადმოვიდოდნენ. ნიქსმა ასევე ჰიუსტონ როკეტსიდან ტრეისი მაკგრიდი გადმოიბირა ხოლო საკრამენტო კინგსიდან სერხიო როდრიგესი, რასაც ლერი ჰიუზის საკრამენტოში და ჯორდან ჰილის და ჯარედ ჯეფრისის ჰიუსტონში გადასვლა მოჰყვა. ამ გაცვლებით ნიქსმა 30 მილიონიანი თავისუფალი ადგილი მოიპოვა სახელფასო ჭერზე, ხოლო ამ გაცვლებიდან 3 კვირის შემდეგ, დალას მავერიკს ხვდებოდა ამერიკან ეირლაინს ცენტრში, სადაც ნიუ-იორკელებმა 128-94 მოიგეს, ეს კი იმ სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება იყო. გუნდმა სეზონი 29-53 დაასრულა, რაც მაიკ დენტონის პირველი სეზონის შემდეგ რეგრესისკენ სვლა იყო.

ნიქსი და ფენიქს სანი კი შეთანხმდნენ ფენიქსის სუპერ ვარსკვლავ ამარე სტედემაიერის კონტრაქტზე 2010 წლის 5 ივლისს, ხოლო ოფიციალურად კი 8 ივლის გაიმართა გაცვლა, რომლის მიხედვითაც სტედემაიერი 100$ დოლარს აიღებდა 5 წლის ნიუ-იორკში ყოფნისას. გუნდის პრეზიდენტმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ სტედემაიერის გასმოსვლა იქნებოდა გადამწყვეტი მომენტი გუნდის მომავლის წარმატებისთვის. ნიქსი კი განაგრძობდა გუნდის გადახალისებას, როდესაც დევიდ ლი გოლდენ სტეიტ ვირიორში გაუშვეს ენტონი რენდოლფის, კელენა ზუბუიკის და რონი ტურიაფის სანაცვლოდ. ნიქსმა ასევე მიაღწია შეთანხმებას ბობკასტის გარდ რეიმონდ ფელტონთან და რუს ცენტ ტიმოფეი მოგზოვთან. სტედემაიერის გადმობირებით, გუნდმა ყველა სეზონური ბილეთის გაყიდვა მოახერხა, რომელიც 2002 წლიდან მოყოლებული პირველი შემთხვევა იყო.

დენტონი მის ახალ გუნდთან ერთად, რომელშიც ვარსკვლავი სტედემაიერი ახალგაზრდა მოთამაშე დენილო გალინარი, ფელტონი, მოზგოვი, უილსონ ჩენდლერი და ახალბედა ლენდრი ფილდსი იყვნენ, მიაღწიეს 26-28 შედეგს NBA ALL STAR შესვენებამდე. ნიუ-იორკმა ამ შესვენების პერიოდში ასევე დენვერ ნაგეტსის სუპერ ვარსკვლავი კარმელო ენტონი გადმოიბირა, რომელიც 2011 წლის 21 თებერვალს მოხდა. ენტონის ასევე ჩონსი ბილაფსი, შელდენ უილიამსი, ენტონი კარტერი და ნიუ-იორკის ყოფილი მოთამაშე რენალდო ბალკმენი გადმოყვნენ. სანაცვლოდ კი დენვერმა ფელტონი, გალინარი, მოზგოვი, კოსტა კოფუსი და 2014 წლის პირველი რაუნდის დრაფტის არჩევანი მიიღო.

2004 წლიდან მოყოლებული ნიქსმა პირველად შეძლო ფლეი-ოფში გასვლა. ენტონი კი გუნდს დაეხმარა 2011 წლის 10 აპრილს ინდიანა პეისერსთან გამარჯვებაში, რომელიც გუნდს 2000 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებულა, თვით ენტონიმ კი გამარჯვების ქულა მოუტანა და ასევე დაბლოკა დენი გრენგერის ბოლო წამზე ნასროლი. პლეი-ოფის პირველ რაუნდში კი გუნდი ბოსტონის სელტიკს შეხვდა, სადაც 4-0 დამარცხდა. ამ წარმატების მიუხედავად, 2011 წლის ივნისში გუნდის პრეზიდენტის და გენერალური მენეჯერის რანგი დატოვა დონი უოლშმა, რომელმაც დაპირების შესრულება ვერ შეძლო. ამ პოსტებზე კი ვაკანტური ადგილი გლენ გრანვოლდმა შეავსო.

2011 წლის NBA lockout-ის შემდეგ, ნიქსმა დალას მავერიკიდან ცენტრი ტაისონ ჩენდლერი გადმოიბირა ამავე წლის 10 დეკემბერს. ჩენდლერმა კი გუნდთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რითაც 58 მილიონი $ აიღო. ნიქსმა სანაცვლოდ ენდი როიტინი და 11 მილიონინი გაცვლის დასაწყისი გაუგზავნა, რომელსაც ასევე რონი ტურიაფის გაშვება მოყვა ვაშინტონ ვიზარდში, ვაშინტონი კი მესამე გუნდად იყო ჩარეული ამ გაცვლაში. ჩონსი ბილაფსი კი ამნესტიით იქნა გაშვებული გუნდიდან, მის ადგილას კი გუნდმა ვეტერანი მაიკ ბიბი 1 წლიანი კონტრაქტით აიყვანა. 19 დეკემბერს გუნდმა ასევე ვეტერანი პოინტ გარდი ბარონ დეივისი აიყვანა 1 წლიანი კონტრაქტით, რომელიც იმ დროს ტრავმიანი იყო და განსაზღვრული დროით 7-8 კვირა არ შეეძლო თამაში, გუნდის დამწყებ გარდობა კი ტონი დაგლასს გადაეცა. სეზონის დასაწყისში ნიქსი იბრძოდა რომ დაეწყო გუნდი, მაგრამ დაგლასს და ბიბის ეს არ გამოსდიოდათ, დამწყები პოინტ გარდობა კი საბოლოოდ ახალბედა იმან შამპარტს გადაეცა, ხოლო დაგლასმა სკამზე გადაინაცვლა. მწვრთნელმა მაიკ დენტონიმ ასევე გადაწყვიტა კარმელო ენტონი რომელიც point forward-ი იყო, დაეწია უკან, მაგრამ ეს საბოლოოდ იქამდე მივიდა რომ ენტონი ბურთს დიდხანს აკონტროლებდა და იმდენად სარგებლიანი ვერ გახდა გუნდისთვის.

სეზონის 8-15 დაწყების შემდეგ, დენტონიმ 2012 წლის 4 თებერვალს ახლად გადმობირებულ პოინტ გარდ ჯერემი ლინს მისცა საშუალება ეთამაშა ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ, ლინი რომელიც 27 დეკემბერს გადმობირებული იქნა იმან შამპერტის ტრავმის გამო, 25 ქულა მოუტანა გუნდს და 7 ასისტენტი, რომელიც ნიქსს გამარჯვებაში დაეხმარა. ლინმა კი საბოლოოდ მოუტანა გუნდს ის, რაც ეკლდა პირველი 23 ტურის შემდეგ. მან მოიპოვა გუნდის დამწყებ ხუთეულში ადგილი იუტა ჯაზის წინააღმდეგ. მას შემდეგ ლინის ლიდერობით გუნდმა 7 მოგება მოიპოვა ზედიზედ, სადაც გუნდი კარმელო ენტონის და და მათ შორის 5 მატჩში ამარე სტედემაიერის გარეშე მიაღწია. ლინის ბრწყინვალე ჩატარებული მატჩების გამო, ამ ყველაფერს მსოფლიოს გარშემო მეტსახელად ლინ-შეშლილობა (Linsanity) შეარქვეს. 2012 წლის 18 თებერვალს კი გუნდმა ჯეი არ სმიტი გადმოიბირა. გუნდმა კი კარმელო ენტონის დაბრუნების შემდეგ 8 თამაშიდან, მხოლოდ 1 მოიგო და 7 მატჩი ზედიზედ წააგო, ეს კი მანამ გაგრძელდა, სანამ 2012 წლის 14 მარტს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაიკ დენტონი არ იქნა გაგდებული. ეს პოსტი კი მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა მაიკ ვუდსონმა შეავსო რომელიც ნიქსის დროებით მწვრთნელის რანგში აგრძელებს გუნდის სეზონს.

ვუდსონის მწვრთნელობის დროს, ნიქსმა შეძლო დაემთავრებინა რეგულარული სეზონი 18-6 და შეძლო პლეი-ოფის საგზურის მოპოვება, რაც უკვე მეორე წელია ზედიზედ ახერხებს. გუნდი მე-7 ადგილით გავიდა და შეხვდა პირველივე რაუნდში მაიამი ჰიტის სადაც პირველ 3 თამაშში დამარცხდა, რაც გუნდისთვის უკვე ყველაზე გრძელი 13 თამაშიანი პლეი-ოფის ზედიზედ წაგებებად ითვლებოდა. მე-4 თამაშში კი შეძლეს მოგება, რითაც შეწყვიტეს წაგებების სერია, მიუხედავად ამისა, ნიქსი მე-5 თამაშში იქნა დამარცხებული და სერიაც შესაბამისად 4-1 წააგო. მიუხედავად იმედგაცრუებული პლეი-ოფისა, ნიქსმა მოუხსნა მაიკ ვუდსონს დროებითი მწვრთნელის სტატუსი და 2012 წლის 25 მაისს ოფიციალურად იქნა დანიშნული სრულ მთავარ მწვრთნელად.

არენა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მედისონ სკვერ გარდენი.

მეტოქეობა[რედაქტირება]

ჩიკაგო ბულზი[რედაქტირება]

ჩიკაგო ბულზის და ნიუ-იორკ ნიქსის მეტოქეობა განსაკუთრებით აქტუალური იყო 1989-1996 წლებში. მეტოქეობა ამ დროს არა მხოლოდ ამ ორ გუნდის სახელთან ასოცირდებოდა, არამედ მაიკლ ჯორდანის, სკოტი პიპენის, პატრიკ იუვინგის და ჯონ სტარკზის მეტოქეობას ჰქონდა დიდი კავშირი, რომლებსაც იმ დროისთვის თავის გუნდების ლიდერები და NBA ვარსკლავები იყვნენ.

ფლეი-ოფში მათი შეხვედრა 1981 წელს მოხდა, როდესაც ჩიკაგომ 2-0 დაამარცხა ნიუ-იორკი და შემდეგ ეტაპზეც გავიდა. თუმცა მათი მეტოქეობა ჰანსაკუთრებით აღსანიშნავი 1989 წლიდან გახდა, როდესაც ნიქსმა ატლანტიკის დივიზიონი პირველად მოიგო 1971 წლის შემდეგ 52-30 ჩანაწერით, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი დაიკავეს. 47 გამარჯვებით აღმოსავლეთ დივიზიონში მე-6 ადგილზე გასულმა ჩიკაგოს NBA MVP და წლის საუკეთესო მცველი - მაიკლ ჯორდანი ჰყავდა. ბულზმა პირველი მატჩი მოუგო ნიქსს, რომელიც გარდენში იმართებოდა, ხოლო დანარჩეინ 3 მატჩი კი ჩიკაგოში, რითაც შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ისინი კვლავ შეხვდნენ ფლეი-ოფში ოდნავ მოგვიანებით - 1991 წელს, ოღონდ ამჯერად როლები შეცვლილი იყო: ბულზმა აღმოსავლეთ დივიზიონი მოიგო 61 გამარჯვებით, რომელიც იმ დროისთვის გუნდის არსებობის მანძილზე ყველაზე ბევრი გამარჯვება იყო ერთი სეზონის მანძილზე, ხოლო ნიქსი 39-43 შედეგით მე-8 ადგილიდან გავიდა ფლეი-ოფში. ჩიკაგო ამჯერადაც დომინირებდა ნიუ-იორკში, სადაც 3 თამაშის მოგება მოახერხა, თითო მატჩი კი საშუალოდ 20 ქულით წინ იყო.

1992 წელს, ჯორდანი და პიპენი ლიდერობდნენ ბულზს, როდესაც ზედიზედ მეორე ტიტულისთვის იბრძოდნენ, მათ კვლავ ნიქსი შეხვდა, იუვინგის და ნიქსის ახალი მთავარი მწვრთნელ პეტ რაილით, მატჩი კი აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ ფინალი იყო. სერიები საბოლოოდ მე-7 მატჩამდე მივიდა, სადაც ბულზმა 110-81 გაიმარჯვა. ამ შედეგებმა კი უმალვე მიიყვანა აღმოსავლეთ კონფერენციის ყველაზე დაძაბულ მეტოქეობად იმ დროს, რომელმაც ბოსტონი და პისტონი ჩაანაცვლა.

მაგრამ მალევე გაჩნდა მომენტი როდესაც კალათბურთელებს შორის მეტოქეობა გვერდზე იქნა გადადებული როდესაც იუვინგი, ჯორდანი და პიპენი იყვნენ "ოცნების გუნდში", რომელმაც მოახერხა და 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვა. იუვინგი, ჯორდანი და კრის მიულინი - მხოლოდ ეს სამი კალათბურთელია რომლებმაც შეძლეს და ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგეს როგორც მოყვარულებმა, ასევე პროფესიონალებმა, რომლებსაც ეს ჯილდო 1984 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჰქონდათ მოგებული. ჯორდანი და პიპენი კი ორადორი კალათბურთელია, რომლებმაც ერთ წელს მოახერხეს ოლიმპიური ოქროს მედლის და NBA ჩემპიონის ტიტულის მოგება, ხოლო პიპენი არის ერთადერთი კალათბურთელი რომელმაც ეს ორჯერ მოახრხა, მეორედ კი 1996 წელს, როდესაც ბულზმა კვლავ NBA ჩემპიონის ტიტული მოიგო, ხოლო აშშ ნაკრებმა ოლიმპიური ოქროს მედალი.

სტატისტიკა
ჩიკაგო ბულზი ნიუ-იორკ ნიქსი
ტოტალური გამარჯვება 132 108
ჩიკაგოში 85 37
ნიუ-იორკში 47 71
რეგულარული სეზონში გამარჯვება 108 96
ჩიკაგოში 67 36
ნიუ-იორკში 41 60
ფლეი-ოფში გამარჯვება 24 12
ჩიკაგოში 18 1
ნიუ-იორკში 6 11
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჩიკაგო ბულზი.

ინდიანა პეისერსი[რედაქტირება]

ნიქსი-პეისერსის მეტოქეობა 1993 წელს დაიწყო და ერთერთი ყველაზე დაძაბული დაპირისპირება გახდა NBA ისტორიაში. 1993-2000 წლების მანძილზე, ნიქსი და პეისერსი ერთმანეთს ექვსჯერ შეხვდნენ ფლეი-ოფში. მეტოქეობას კი უფრო და უფრო ამძაფრებდა მილერის და ნიქსის ყველაზე ცნობილი ფან - სპაიკ ლის მტრობა. მილერმა ეს აღნიშნა როგორც Hatfield–McCoy მტრობა, რომელიც შემდგომ 1998 წელს ნიუ-იორკ თაიმსმა აღწერა როგორც ყველაზე დიდი მტრობა რაც კი იმ დროისთვის ნებისმიერ ლიგაში იყო.

მეტოქეობამ მილერს ზედმეტსახელიც კი მოუტანა "The Knick-Killer".

1993 წელს ეს ორი გუნდი პირველად შეხვდა ფლეი-ოფში, ნიქსს, რომელსაც ლიდერობდნენ იუვინგი, ჩარლზ ოუკლი, ჯონ სტარკზი, დოკ რივერსი და წლის მწვრთნელი - პეტ რაილი, რომლებმაც სეზონი 60-22 დაამთავრეს რომელიც საუკეთესო იყო აღმოსავლეთ კოფნერენციაში. პეისერსი, მილერთან, დანკის მოყვარულ რიკ სმიტთან, დეტლეფ შრემპფთან და დეილ დეივისთან ერთად შეძლეს სეზონის 41-41 დამთავრება. ნიქსმა პირველი ორი მატჩი მოიგო მედისონ სკვერ გარდენში. მესამე თამაში კი ცნობილია მილერის და სტარკზის შელაპარაკებით, რომელიც საბოლოოდ მილერის გაძევებით დასრულდა მესამე პერიოდში. საბოლოოდ სერიები 4-1 დასრულდა ნიქსის გამარჯვებით,

პეისერს შურის ძიების შანსი შემდეგ სეზონშივე მიეცა, როდესაც 1994 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. პეისერსმა 47-35 რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, მე-5 ადგილზე დაამთავრა, რომლებმაც ბოლო 8 მატჩში ზედიზედ მოახერხეს გამარჯვება. რაც შეეხება ნიქსს, რეგულარული სეზონის 57-25 დასრულების შემდეგ, ფლეი-ოფში ნეტსი დაამარცხეს პირველივე 4 მატჩში, ხოლო ნახევარ-ფინალში როგორც იქნა მოუგეს ჯორდანის ჩიკაგო ბულზს 7 მატჩიან დრამაში და გავიდნენ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, სადაც უკვე პეისერსი ელოდათ.

ორივე გუნდმა მოახერხა პირველი 2 საშინაო მატჩის მოგება, ხოლო მეხუთე მატჩში, რომელიც ნიუ-იორკში ტარდებოდა, მილერმა 39 ქულა დააგროვა (25 მეოთხე პერიოდში) და დაეხმარა პეისერს 93-86 გამარჯვებაში. მილერმა მესამე პერიოდის დროს, რამდენიმეჯერ დაარტყა სპაიკ ლის დისკუსიის დროს, რომელიც მოედანთან ახლოს იჯდა. საბოლოოდ ინდიანამ ლიდერობა 3-2 მოიპოვა, რომლის შემდეგაც ჟურნალ ნიუ-იორკ დეილი ნიუსმა გამოაქვეყნა სტატია სარკაზმული სათაურით "დიდი მადლობა, სპაიკ". მიუხედავად ამისა, ინდიანამ შემდეგი ორი მატჩი წააგო. ბოლო მატჩი კი 94-90 დასრულდა, სადაც იუვინგმა გადამწყვეტი ქულა მატჩის დასრულებამდე 26.9 წამით ადრე დანკით ჩაუგდო ბურთი კალათში.

1995 წელს კი ეს ორი გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ ფინალში შეხვდა, რომელიც წინა წლის 7 თამაშიანი სერიის შემდეგ მეტოქეებად ჩამოყალიბდნენ, მაგრამ პეისერს ჯერ პასუხი არ ჰქონდა გაცემული ორი წინა საპლეი-ოფის შეხვედრის გამო. მილერი გუნდს საშუალოდ 19.6 ქულით ლიდერობდა გუნდს ერთ თამაშში, რომელიც იმ წლის NBA ALL STAR დამწყები მოთამშე იყო.

ნიქსი კი უფრო ახალი ენერგიით ცდილობდა წინა წლის მსგავსად, ფინალში გასვლას. ენტონი მეისონი რომლის საშუალო მაჩვენებელი 9.9 ქულა და 8.4 მოხსნა იყო, ხოლო იუვინგი (რომელიც ტოპ 10ში იყო მოხსნების, ჩაგდებების და ბლოკებით) და სტარკძი (15.3 ქულით) გუნდს პროდუქტიანობას აძლიერებდნენ. ნიქსმა მეორე ადგილი დაიკავა ატლანტიკურ დივიზიონში, რომელიც მხოლოდ ორლანდო მეჯიქს ჩამორჩებოდა.

პირველ თამაშში მილერმა შესანიშნავად ჩაატარა ბოლო წუთები რომელმაც ბოლო 18.7 წამში 8 ქულა მოაგროვა, რომელმაც ასევე ბურთის მოპარვით და საჯარიმო სროლით გაათანაბრა ანგარიში და მოიგო კიდეც. ნიქსი 105-99 ლიდერობდა, ხოლო მილერის ამ ბრწყინვალე თამაშით კი 107-105 მოიგო. მეორე მატჩში 96-77 მოიგო ნიქსმა, შემდეგი ორ თამაშში კი ინდიანამ 97-95 და 98-84 გაიმარჯვა და სერიებში 3-1 დაწინაურდა. მეხუთე თამაშში რომელიც გარდენში ტარდებოდა, 96-95 მოიგო, სადაც იუვინგმა თამაშის დასრულებამდე1.8 წამით ადრე მოაგებინა, მეექვსე თამაში კი 92-82 დასრულდა ნიქსის გამარჯვებით. საბოლოოდ სერია 7 თამაშიანში მივიდა, და პეისერმა გარდენში შეძლო გამარჯვება ანგარიშით 97-95.

ნიუ-იორკ ნიქსი 17-18 ინდიანა პეისერსი
შეხვედრის ადგილი სერიები
1993 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი რაუნდი ნიქსმა მოიგო 3-1
1994 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი ნიქსმა მოიგო 4-3
1995 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალი პეისერსმა მოიგო 4-3
1998 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალი პეისერსმა მოიგო 4-1
1999 წლის აღმოასვლეთ კონფერენციის ფინალი ნიქსმა მოიგო 4-2
2000 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი პეისერსმა მოიგო 4-2
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ინდიანა პეისერსი.

მაიამი ჰიტი[რედაქტირება]

ამ ორი გუნდის დაპირისპირება ცნობილია როგორც ერთერთი ყველაზე მძვინვარე დაპირისპრება NBA ისტორიაში, რომელიც იწყება რეგულარული სეზონით და ასევე პლეი-ოფის შეხვედრებსაც მოიცავს. ეს დაპირისპირება ნბა საუკეთესო დაპირისპირებებში მესამე ადგილს იკავებს. მათი მეტოქეობა ზედიზედ 4 სეზონის მანძილზე, ფლეი-ოფში შეხვედრებს, რომელიც სერიების მაქსიმალურ რაოდენობით 7 თამაშიანს მოიცავდა. ეს პერიოდი იყო 1997-2000 წლების სეზონში. ამ გუნდების დაპირსპირების აღნიშვნა შეიძლება აგრესიულობით, დაცვითი ჯარიმიბებით და ინტენსიური ფიზიკური თამაშებით, რომელიც ასევე პეტ რეილის დამსახურებაც არის, პეტ რეილი - ორივე გუნდის მწვრთნელი რანგში იყო და მთავარი ფიგურა დაპირისპირების.

1991 წლის 1 მარტს დეივ ჩეკეტსი იქნა ნიქსის პრეზიდენტან არჩეული, რომელმაც პეტ რაილი აიყვანა მთავარი მწვრთნელის რანგში 1992 წლის სეზონში. რაილმა მოახრხა გუნდით წარმატების მიღწევა მოკლე დროში, რომელმაც საბოლოოდ გუნდი 1994 წლის NBA ფინალში გაიყვანა, სადაც ჰიუსტონ როკეტსთან დამარცხდა, ხოლო ნიუ-იორკმა კი ვერ შეძლო ერთ სეზონში ორი თასის მოგება. (რეინჯერსმა შეძლო სტენლის თასის მოგება იმავე წელს). მას შემდეგ რაც იგივე გზის გავლა 1995 წელს შეუძლებელი გახდა, რაილიმ დატოვა მთავარი მწვრთნელის პოსტი, ბერი კი ფიქრობდა რომ ამ ნაბიჯით მას უბრალოდ აღარ უნდოდა ძალაუფლებაში ყოფნა, თუმცა ამ ყველაფერს მალევე პასუხი გაეცა როდესაც რაილი 1995 წლის 2 სექტემბერს იქნა მაიამი ჰიტის პრეზიდენტის მიერ აყვანილი, როგორც ჰიტის მთავარ მწვრთნელად, რამაც ბევრი აჟიოტაჟი გამოიწვიე: პირველი რიგში ნიქსი მაიამის ადანაშაულებდა კონტრაქტის ფალსიფიცერებაში, ჯერ კიდევ რაილის ნიქსში ყოფნისას, როდესაც ჰიტმა 1996 წლის პირველი არჩეული უოლტერ მაკარტი და 1 მილიონი ნაღდი ფული გაუგზავნა ნიქსს. მეორე სეზონს ატარებდა რაილი მაიამიში როგორც მწვრთნელი როდესაც აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში ატლანტიკური დივიზიონის ნიუ-იორკ ნიქსს შეხვდა. ეს თამაში NBA ისტორიაში შესულია როგორც ერთერთი დრამატული თამაში. პირველი მატჩი ნიქსის 88-79 გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მეორე მატჩში ჰიტმა 88-84 გაიმარჯვა. მესამე მატჩში, რომელიც ნიუ-იორკში ტარდებოდა, იუვინგმა დაბლოკა ტიმ ჰარდევეის მიერ ნასროლი, რომელიც პოტენციურად თამაშის გამთანაბრებლად ჩაითვლებოდა, ნიქსმა კი საბოლოოდ 77-73 გაიმარჯვა. ნიქსმა შემდეგ მატჩშიც მოახერხა გამარჯვება 89-76 ანგარიშით, რითაც სერიებს 3-1 დაწინაურდა. მაგრამ მაიამისთვის ჯერ ყველაფერი არ იყო დამთავრებული, მათ მე-5 მატჩში 96-81, ხოლო მე-6 მატჩში 95-90 გაიმარჯვა. მეშვიდე და გადამწყვეტ მატჩში კი მაიამიმ 101-90 დაამარცხა ნიუ-იორკი და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა კიდეც. (სადაც ჩიკაგოსთან 4-1 დამარცხდა)

შემდეგი ორი შეხვედრა გუნდებმა შემდეგსავე ორ სეზონშია მოახერხეს აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი რაუნდში, სადაც ორივე შემთხვევაში ნიქსმა 3-2 დაამარცხა მაიამი.

2000 წელს კი ეს გუნდები კვლავ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ ფინალში შეხვდნენ. პირველი ორი შეხვედრა მაიამიში გაიმართა და გუნდები 1-1 მოგებას დასჯერდნენ, შემდეგ კი გუნდებმა მედისონ სკვერ გარდენში გადაინაცვლეს, სადაც ასევე 1-1 მოგებებს და სერიები 2-2 მიიიყვანეს. მე-5 მატჩი რომელიც მაიამიში ჩატარდა, მასპინძლებმა 87-81 მოიგეს და სერიებში დაწინაურდნენ, ხოლო მე-6 შეხვედრა, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდა ნიქსის გამარჯვებით 72-70 დამთავრდა და სერიები კვლავ მაქსიმალურ რაოდენობამდე - შვიდამდე მიიყვანეს. თამაში რომელიც კვლავ მაიამიში ტარდებოდა, პირველ ნახევარში ჰიტი 11 ქულით ლიდერობდა, მაგრამ ნიქსმა შეძლო ლიდერობის მოპოვება. ხოლო 1:32 ადრე ტიმ ჰარდევეიმ სამ ქულიანი სროლით მაიამი დააწინაურა ანგარიშით 82-81, ამას კი იუვინგის დანკით ჩაგდებული ბურთი მოყვა, რომლითაც ლიდერობა ნიუ-იორკელებს 83-82 გადაბარდათ. მაიამის დრო კიდევ ჰქონდა მატჩის მოსაგებად, თუმცა თამაშის დამთავრებამდე 7 წამით ადრე კლერენს ვითერსპუნმა დააცდინა ბურთი და შანსი მისცა ნიქსს რომ კიდევ ერთხელ გასულიყო შემდეგ ეტაპზე. მაგრამ ფინალში გასული ნიქსი დამარცხდა 6 თამაშიან სერიებში ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ.

სტატისტიკა
მაიამი ჰიტი ნიუ-იორკ ნიქსი
ტოტალური გამარჯვება 58 68
მაიამიში 36 29
ნიუ-იორკში 22 39
რეგულარული სეზონში გამარჯვება 43 54
მაიამიში 26 22
ნიუ-იორკში 17 32
ფლეი-ოფში გამარჯვება 15 14
მაიამიში 10 7
ნიუ-იორკში 5 7
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მაიამი ჰიტი.

ბრუკლინ ნეტსი[რედაქტირება]

ბრუკლინ ნეტსი ერთერთი ყველაზე დაძაბულ მეტოქედ ითვლება ნიქსისთვის, რომელიც მის ახლო მდებარეობაშია (გუნდები ერთმანეთისგან ზუსტად 8 მაილის მოშორებით არიან დაშორებულნი), რომელიც 2012-2013 წლიდან უფრო ახლოს გადაინაცვლებს გუნდთან ბრუკლინში დაბინავების შემდეგ. რაც შეეხება ნეტსს. ნბა-ში გადმობარგების შემდეგ, გუნდი იქნა დაჯარიმებული, რითაც ABA ჩემპიონს და ნიუ ჯერსის ვარსკვლავ ჯულიუს ირვინგის შენარჩუნება გახდა. მიუხედავად ამისა, ორივე გუნდი ერთი ქალაქის მედიაზე მუშაობს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნიუ-იორკ ნიქსი უფრო პოპულარულია და უფრო მეტ ყურადღება ეთმობა მედიის მხრიდან, ვიდრე ნეტსი, ეს კი სრულიად არ არის დამოკიდებული თU როგორ სეზონს ატარებენ გუნდები. მეტოქეობა ამ ორ გუნდს შორის კი ადრეულ 2000 წლებში იწყება, სტეფან მერბერის გაცვლა ჯეისონ კიდში Suns-იდან ნეტსში, გუნდი 2001 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის წარმატებულ გუნდად აქცია, ხოლო კიდი ნეტსს შეპირდა, რომ მისთვის მეორე სტადიონი ნიქსი არასდროს იქნებოდა.

მეტოქეობა კვლავ გახდა მოწოდების სიმაღლესე როდესაც ნიუ-იორკელი სტეფან მერბერი, რომელიც ნეტსიდან იყო გადასული, ნიუ-იორკ ნიქსში 2004 წელს გადმოვიდა. მერბერის და კიდს კი საკუთარი მეტოქეობა ჰქონდათ, როდესაც კიდი ლიგის საუკეთესო პოინტ-გარდად იყო მიჩნეული, ხოლო მერბერმა კი თავისი თავი ლიგის საუკეთესო პოინტ-გარდად გამოაცხადა თავი. ორი ვარსკვლავი, რომლებიც ერთ დროს ერთმანეთში იყვნენ გაცვლილები, ახლა ერთმანეთი მეტოქე გუნდებში იპოვეს, რომლის დაპირისპირებები მოტივაციას სძენდა გუნდს, რომ მეტროპოლიტენის არეაში ვინ იქნებოდა საუკეთესო. რამდენიმე ნიქსის წევრის სურვილი რა თქმა უნდა ნიუ-ჯერსისთან დაპირისპირება არ იყო (რადგან იმ დროს გუნდმა 2 აღმოსავლეთ ჩემპიონობა მოიპოვა) ფლეი-ოფში. 2004 წელს კი საბოლოოდ ეს ორი გუნდი პლეი-ოფის პირველ რაუნდში შეხვდა და ნეტსს არ გასჭირდებია ნიუ-იორკის დამარცხება. დაპირისპირება ასევე აქტუალური ქომაგებს შორისაც გახდა.

მას შემდეგ რაც ნიუ-ჯერსი ნეტსი შეძენილი იქნა 2010 წელს რუს ყველაზე მდიდარ მიხაელ პროხოროვის შემდეგ, მან უმალვე დაიწყო ნიქსის მფლობელების ჩვლეტა. მისი სურვილი გახდა, რომ "ნიქსის ქომაგები გადასულიყვნენ ნეტსის მხარეს". ასევე ის იყო ბედნიერი როდესაც ნიქსმა ფულის გადამეტება დაიწყო კარმელო ენტონიში. ორივე მხარემ დაიწყო ბრუკლინში და მანჰეტენის ტერიტორიაზე მარკეტინგული ომი, სადაც დიდი სარეკლამო ბანერები იყო გამოკრული: "დასახლების გუნდი", რომელზეც გუნდის სუპერვარსკვლავები იყვნენ გამოსახულები, ნიუ-იორკ ნიქსის აბრაზე კარმელო ენტონი, ხოლო ნიუ-ჯერი ნეტსის აბრაზე კი დერონ უილიამში. ნიქსმა კი ახალი შემართებით დაიწყო ბრძოლა სატელევიზიო რეკლამებით, სადაც ნახსენები იყო "თქვენ შეგიძლიათ იაროთ ჩვენნაირად, თქვენ შეგიძლიათ ისაუბროდ ჩვენნაირად, მაგრამ თქვენ ვერასოდეს იქნებით ჩვენნაირი" ("You can walk like us, you can talk like us, but you ain't never gonna be like us") სადაც პროხოროვმა პასუხით დაუბრუნა: "ჩვენ გვსურს ვიყოთ ლეიკერსის მსგავსად" (რომლებსაც 17 NBA ტიტული გააჩნია).

როდესაც ნიქსი ჩადის ნიუ-ჯერსი ნეტსთან სათამაშოდ, ხშირად არენა გაყოფილია გუნდების ქომაგებს შორის, ეს კი ფაქტობრივად იმას გავს რომ გუნდები გაყოფილი არიან მდინარე ჰადსონით, მიუხედავად ამისა, პრუდენტიალ ცენტრის (ნიუარკი, ნიუ-ჯერსი) ბილეთები გაცილებით იაფია ვიდრე ბილეთები მედისონ სკვერ გარდენში. ასევე ატმოსფერო ყოველთვის ძალიან სახიფათოა, როგორც დაახლოებით ლოს-ანჯელეს ლეიკერსი და ლოს ანჯელეს კლიპერსის თამაშის დროს ხდება (რომლებიც თამაშს ერთიდაიმავე არენაზე - სტეიპლზ ცენტრში მართავენ).

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბრუკლინ ნეტსი.

სეზონის შედეგები[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნიუ-იორკ ნიქსის სეზონები.

მოთამაშეები[რედაქტირება]

ახლანდელი შემადგენლობა[რედაქტირება]

2012–13 ნიუ-იორკ ნიქსი შემადგენლობა
მოთამაშეები მწვრთნელები
პოზ. # სახელი სიმაღლე წონა დ.თ. (წ–თ–დ) საიდან
F 7 ენტონი, კარმელო (C) 6 ft 8 in (2.03 მ) 230 lb (104 კგ) 1984–05–29 Syracuse
G/F 11 ბრიუერი, რონი 6 ft 7 in (2.01 მ) 227 lb (103 კგ) 1985–03–20 არკანზასი
C 23 კემბი, მარკუს 6 ft 11 in (2.11 მ) 235 lb (107 კგ) 1974–03–22 Massachusetts
C 6 ჩენდლერი, ტაისონ 7 ft 1 in (2.16 მ) 240 lb (109 კგ) 1982–10–02 Dominguez HS (CA)
F 14 კოპლენდი, კრის 6 ft 8 in (2.03 მ) 224 lb (102 კგ) 1984–03–17 Colorado
C 2 ფელტონი, რეიმონდ 6 ft 1 in (1.85 მ) 205 lb (93 კგ) 1984–06–26 North Carolina
G 5 კიდი, ჯეისონ 6 ft 4 in (1.93 მ) 210 lb (95 კგ) 1973–03–23 California
F 16 ნოვაკი, სტივ 6 ft 10 in (2.08 მ) 240 lb (109 კგ) 1983–06–13 Marquette
G 9 პრიგიონი, პაბლო 6 ft 3 in (1.91 მ) 180 lb (82 კგ) 1977–03–17 არგენტინა
G 21 შამპერტი, იმან ტრამვირებულია 6 ft 5 in (1.96 მ) 220 lb (100 კგ) 1990–06–26 Georgia Tech
G 8 სმითი, ჯეი არ 6 ft 6 in (1.98 მ) 220 lb (100 კგ) 1985–09–09 St. Benedict's Prep (NJ)
F/C 1 სტაუდმაიერი, ამარ'ე ტრამვირებულია 6 ft 11 in (2.11 მ) 260 lb (118 კგ) 1982–11–16 Cypress Creek HS (FL)
F/C 40 თომესი, კურტ 6 ft 9 in (2.06 მ) 230 lb (104 კგ) 1972–10–04 Texas Christian
F/C 36 უალასი, რაშიდ 6 ft 11 in (2.11 მ) 230 lb (104 კგ) 1974-09-17 North Carolina
G/F 4 უაითი, ჯეიმზ 6 ft 7 in (2.01 მ) 200 lb (91 კგ) 1982–10–21 ცინცინატი
მთავარი მწვრთნელი
  • მაიკ ვუდსონი
მწვრთნელის ასისტენ(ებ)ი
  • ჰერბ უილიამსი
  • კენი ატკინსონი
  • დერელ უალკერი
  • ჯიმ ტოდი
გუნდის მენეჯერი
  • გლენ გრანუელდი
ათლეტების ტრენერი
  • როჯერ ჰინდსი
  • ენთონი გოენაგა

მნიშვნელობები
  • (C) გუნდის კაპიტანი
  • (და) დრაფტზე არ იქნა არჩეული
  • (თა) თავისუფალი აგენტი
  • (დ) დასჯილი
  • (DL) D-ლიგა
  • ტრავმირებული ტრავმირებული

შემადგენლობაოპერაციები
უკანასკნელი ოპერაცია: 2012–10-03

დიდების დარბაზის წევრები და გაუქმებული ნომრები[რედაქტირება]

ნიუ-იორკ ნიქსის დიდების დარბაზი და გაუქმებული ნომრები
მოთამაშეები
ნომერი სახელი პოზიცია სეზონები შეყვანის წელი ნომერი სახელი პოზიცია სეზონები შეყვანის წელი
6 ტომ გოლა G/F 1962–1966 1976 10 უოლტ ფრეზიერი PG 1967–1977 1987
11 ჰერი ჯელეთინი F/C 1948–1957 1991 12 დიკ ბარნეტი G 1965–1973  –
15 ირლ მონრო G 1972–1980 1990 15 დიკ მაკგირი G 1949–1957 1993
19 უილის რიდი C 1964–1974 1982 22 დევი დებუშირი PF 1969–1974 1983
24 ბილ ბრედლი SF/SG 1967–1977 1982 32 ჯერი ლუკასი C 1971–1974 1980
33 პატრიკ იუინგი C 1985–2000 2008
მენეჯმენტი
ნომერი სახელი პოზიცია სეზონები შეყვანის წელი ნომერი სახელი პოზიცია სეზონები შეყვანის წელი
613 რედ ჰოულცმენი მწვრთნელი 1967–1977, 1978–1982 1986 ჰაბი ბრაუნი მწვრთნელი 1982–1986 2005
ლერი ბრაუნი მწვრთნელი 2005–2006 2002 პეტ რაილი მწვრთნელი 1991–1995 2008
ლენი უილკინსი მწვრთნელი 2004–2005 1998
კალათბურთის დიდების დარბაზში შეყვანილი
უნიფორმის ნომერი ოფიციალურად იქნა გაუქმებული გუნდის მიერ

პერსონალი[რედაქტირება]

მთავარი მწვრთნელები[რედაქტირება]

გუნდის პრეზიდენტები[რედაქტირება]

  • ნედ აირიში: 1946–1974 წლებში;
  • მაიკ ბიურკი: 1974–1982 წლებში;
  • ჯერ ქრიუმპი: 1982–1986 წლებში;
  • რიჩარდ ევანსი: 1986–1991 წლებში;
  • დეივ ჩეკეტსი: 1991–1996 წლებში;
  • ერნი გრანფილდი: 1996–1999 წლებში;
  • სკოტ ლეიდენი: 1999–2004 წლებში;
  • აიზა ტომასი: 2004–2008 სლებში;
  • დონი უოლში: 2008–2011 წლებში;

გუნდის მფლობელები[რედაქტირება]

  • Gulf+Western: 1977–1994 წლებში;
    • როგორც პარამაუნთთან კომუნიკაციისთვის: 1989-1994 წლებში;
  • Viacom: 11994 წელს;
  • ITT Corporation and Cablevision: 1994–1997 წლებში;
  • Cablevision: 1997-2010 წლებში;
  • Madison Square Garden, Inc.: 2010–დღემდე;

გუნდის ჯილდოები და მიღწევები[რედაქტირება]

გუნდის ლიდერები[რედაქტირება]

სტატისტიკა ტოტალი მოთამაშე
ჩატარებული მატჩი 1,039 პატრიკ იუინგი
ნათამაშები წუთებში 37,586 პატრიკ იუინგი
თამაშიდან ჩაგდებული 9,260 პატრიკ იუინგი
თამაშიდან ჩაგდებულის მცდელობა 18,224 პატრიკ იუინგი
თამაშიდან ჩაგდებული პროცენტულად .565 დევიდ ლი
სამ-ქულიანი 982 ჯონ სტარკზი
სამ-ქულიანის მცდელობები 2,848 ჯონი სტარკზი
სამ-ქულიანი პოცენტებში .449 ჰაბრტ დეივისი
საჯარიმო სროლა 5,126 პატრიკ იუინგი
საჯარიმო სროლის მცდელობა 6,904 პატრიკ იუინგი
საჯარიმო სროლა პროცენტებში .886 მაიკ გლინი
მოხსნები თავდასხმაში 2,580 ჩარლზ ოკლი
მოხსნები დაცვაში 8,191 პატრიკ იუინგი
მოხსნები 10,759 პატრიკ იუინგი
ასისტენტი 4,791 უოლტ ფრეზიერი
მოპარვები 1,114 პატრიკ იუინგი
დაბლოკილი სროლები 2,758 პატრიკ იუინგი
დაკარგვა 3,321 პატრიკ იუინგი
პერსონალური ჯარიმები 3,676 პატრიკ იუინგი
ქულები 23,665 პატრიკ იუინგი

პირადი ჯილდოები[რედაქტირება]

NBA წლის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP)

  • უილს რიდი - 1970;

NBA ფინალის MVP

  • უილს რიდი – 1970, 1973;

NBA წლის ახალბედა

  • უილს რიდი - 1965;
  • პატრიკ იუინგი – 1986;
  • მარკ ჯექსონი – 1988;

NBA წლის მეექვსე კაცი

  • ენტონი მეისონი – 1995;
  • ჯონ სტარკზი – 1997;

NBA წლის მწვრთნელი

  • რედ ჰოულცმენი – 1970;
  • პეტ რაილი – 1993;

NBA წლის მცველი

ყველა-NBA პირველი გუნდი

  • ჰერი ჯელეთინი – 1954;
  • უოლტ ფრეზიერი – 1970, 1972, 1974, 1975;
  • უილის რიდი – 1970;
  • ბერნარდ კინგი – 1984, 1985;
  • პატრიკ იუინგი – 1990;

ყველა-NBA მეორე გუნდი

  • კარლ ბრაუნი – 1948, 1954;
  • დიკ მაკგირი – 1951;
  • ჰერი ჯელეთინი – 1955;
  • რიჩი გარინი – 1959, 1960, 1962;
  • უილის რიდი – 1967, 1968, 1969, 1971;
  • დევი დებუშერი – 1969;
  • უოლტ ფრეზიერი – 1971, 1973;
  • პატრიკ იუინგი – 1988, 1989, 1991, 1992, 1993, 1997;
  • ამარე სტაუდმაიერი – 2011;

NBA ყველა-დაცვითი პირველი გუნდი

  • დეივ დებუშერი – 1969, 1970, 1971, 1972, 1973, 1974;
  • უოლტ ფრეზიერი – 1969, 1970, 1971, 1972, 1973, 1974, 1975;
  • უილის რიდი – 1970;
  • მაიკლ რეი რიჩარდსონი – 1981;
  • ჩარლზ ოუკლი – 1994;

NBA ყველა-დაცვითი მეორე გუნდი

  • პატრიკ იუინგი – 1988, 1989, 1992;
  • ჯონ სტარკზი – 1993;
  • ჩარლზ ოუკლი – 1998;

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Benson, Michael (2007). Everything You Wanted to Know About the New York Knicks: A Who's Who of Everyone Who Ever Played on or Coached the NBA's Most Celebrated Team. Lanham, MD: Taylor Trade Publishing. ISBN 978-1-58979-374-3. 
  • Schumacher, Michael (2008). Mr. Basketball: George Mikan, the Minneapolis Lakers, and the Birth of the NBA, Reprint, University of Minnesota Press. ISBN 0816656754. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ნიუ-იორკ ნიქსის ისტორია

სქოლიო[რედაქტირება]