ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წლის ახალბედას ჯილდო — ჯილდო, რომელიც რეგულარული სეზონის საუკეთესო ახალბედას გადაეცემა 1952-53 წლების სეზონიდან მოყოლებული. გამარჯვებულს გადაეცემა ედი გოტლიბის თასი, რომელიც ფილადელფია უორიორსის მთავარ მწვრთნელის საპატივსაცემოდ იქნა დარქმეული, რომელმაც გუნდს 1946-47 წლებში მაოგებინა NBA ჩემპიონის ტიტული. სპორტის შესახებ მწერალ კორესპონდენტებს და ტელევიზიის წამყვანებს აშშ და კანადის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა ეცემათ მისცენ ხმა. ყოველ წამყვანს შეუძლია 3 ხმა, მათ შორის პირველ მათგანს 5 ქულა ეძლევა, მეორე მათგანს 3 ქულა და მესამეს კი 1 ქულა. მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, გადაეცემა ეს ჯილდო.[1]
უკანასკნელი გამარჯვებული არის კაირ ირვინგი. წლის ახალბედის გამარჯვებულებიდან 14 მათგანმა, კარიერაში შეძლო ასევე NBA MVP ჯილდოს მოგება. უილტ ჩემბერლენი და უეს ანსილდმა ამ ორივე ჯილდოს მოპოვება ერთ სეზონში შეძლეს. 42 არა აქტიური მოთამაშიდან 19, შეყვანილი იქნა ნეისმითის კალათბურთის დიდების დარბაზში. 19 გამარჯვებული არჩეული იქნენ დრაფტზე პირველი. 3 სეზონში დასახელებული იქნა 2 გამარჯვებული: დეივ ქოუენსი და ჯოფ პეტრი 1970-71 წლების სეზონში, გრანტ ჰილი და ჯეისონ კიდი 1994-95 წლების სეზონში და ელტონ ბრენდი დ ასტივ ფრენსისი 1999-00 წლების სეზონში.[2]ტიმ დანკანი - აშშ-ის ვირჯინის კუნძულები, პატრიკ იუვინგი - იამაიკა, პაუ გასოლი - ესპანეთი და კაირ ირვინგი ავსტრალია არიან ის გამარჯვებულები, რომლებიც არ არიან აშშ-ს ტერიტორიაზე დაბადებულები. (დანკანი არის ამერიკის მოქალაქე, მაგრამ ასევე არის საერთაშორისო მოთამაშე NBA მასშტაბით, რადგან არ იყო დაბადებული იმ 50 შტატში ან ვაშინგტონში).)[3]გასოლი არის ის ერთადერთი გამარჯვებული, რომელიც სრულად აშშ ფარგლებს გარეთ ვარჯიშობდა. დანკანი კოლეჯის კალათბურთს უეიკ ფორესტში თამაშობდა, ხოლო იუვინგი ბოსტონში იქნა იმიგრაციით ჩასული 11 წლის ასაკში.
ლარი ბირდმა ჯილდოს მოპოვება 1979-80 წლების სეზონში შეძლო.
| ^ |
აღნიშნულია კვლავ NBA-ში მოქმედი მოთამაშეები. |
| * |
არჩეული იქნა ნეისმითის კალათბურთის დიდების დარბაზში |
| და # |
დრაფტზე არჩეული ნუმერაცია |
| დწ |
დრაფტის წელი |
| T |
ტერიტორიული არჩევანი |
არაოფიციალური გამარჯვებულები [რედაქტირება]
- a მოიგო NBA-ს ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო იგივე წელს.
- b მიუხედავად იმისა რომ ჯერი ლუკასი არჩეული იქნა 1962 წლის დრაფტზე ცინცინატი როიალზის მიერ, მას გუნდთან კონტრაქტს ხელი არ მოუწერია 1963 წლამდე, რადგან ცდილობდა კლივლენდ პიპერსის რიგებში გადასულიყო, რომელიც იმ დროს ABL-ში გამოდიოდა. მისი ახალბედის სეზონი როიალზში 1963-64 წელს დაიწყო.[4]
- c აღნიშნულია სეზონი, როდესაც 2 გამარჯვებული იქნა დასახელებული.
- d მიუხედავად იმისა, რომ ბოსტონ სელტიკსმა 1978 წელს აიყვანა ლარი ბირდი დრაფტზე, მან კოლეჯში დარჩენა გადაწყვიტა და არ უთამაშია 1979 წლამდე. მისი ახალბედას სეზონი 1979-80 წელს დაიწყო.[5]
- e პატრიკ იუვინგი დაიბადა იამაიკაში, მაგრამ გახდა მხოლოდ აშშ მოქალაქე როდესაც ჯორჯთაუნის კოლეჯის კალათბურთის გუნდში თამაშობდა.[6] ის ასევე აშშ ნაკრებს წარმოადგენდა 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.[7]
- f მიუხედავად იმისა, რომ სან-ანტონიო სპურსმა 1987 წლის დრაფტზე აიყვანა დევიდ რობინსონი, თავად რობინსონმა გადაწყვიტა არ ეთამაშა NBA-ში 1989 წლამდე, რადგან მსახურობდა აშშ საზღვაო-საბრძოლო ძალებში.[8] მისი ახალბედას სეზონი სპურსში 1989-90 წელს შედგა.[9]
- g იქიდან გამომდინარე, რომ ტიმ დანკანი არის აშშ მოქალაქე, რადგან არის დაბადებული აშშ-ის ვირჯინის კუნძულებზე,[10] მას შეეძლო ეთამაშა აშშ ნაკრებში. ის ასევე წარმოადგენდა აშშ-ის ნაკრებს 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.[11]
- h მიუხედავად იმისა რომ ბლეიკ გრიფინი არჩეული იქნა 2009 წლის დრაფტზე ლოს-ანჯელეს კლიპერსის მიერ, მან მუხლის ტრავმის გამო 2009-10 წლების სეზონი გამოტოვა. კლიპერსში ჩატარებული ახალბედას სეზონი მისთვის 2010-11 წლების სეზონში დაიწყო.[12]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ↑ Trail Blazers’ Brandon Roy Named 2006-07 T-Mobile NBA Rookie of the Year. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc (May 3, 2007). წაკითხვის თარიღი: July 10, 2008.
- ↑ Brand, Francis named NBA co-rookies of the year. CBC Sports (November 10, 2000). წაკითხვის თარიღი: July 13, 2008.
- ↑ Bargnani becomes first European top NBA draft pick. People's Daily Online (June 29, 2006). წაკითხვის თარიღი: June 16, 2008.
- ↑ Jerry Lucas Bio. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. წაკითხვის თარიღი: July 13, 2008.
- ↑ Larry Bird Bio. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. წაკითხვის თარიღი: July 13, 2008.
- ↑ Ralph Wiley (January 7, 1985). The Master Of The Key: After years of relying on others to unlock doors for him, Georgetown's center Patrick Ewing will soon go off on his own. Sports Illustrated. წაკითხვის თარიღი: June 16, 2008.
- ↑ All-Time USA Basketball Men's Roster: E. USA Basketball. წაკითხვის თარიღი: July 13, 2008.
- ↑ Dave Anderson (May 18, 1987). Sports of the Times; The Robinson Plot Thickens. The New York Times. წაკითხვის თარიღი: June 16, 2008.
- ↑ David Robinson. basketball-reference.com. Sports Reference LLC. წაკითხვის თარიღი: June 20, 2008.
- ↑ Virgin Islands. CIA World Factbook. წაკითხვის თარიღი: August 12, 2008.
- ↑ All-Time USA Basketball Men's Roster: D. USA Basketball. წაკითხვის თარიღი: June 16, 2008.
- ↑ Griffin's rookie season lost to injury. ESPN.com (January 13, 2010). წაკითხვის თარიღი: January 13, 2010.